ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`სტიქია არა, მეტეორი დაეცა აქაურობას, ვის ატყუებენ მაგენი~

`სტიქია არა, მეტეორი დაეცა აქაურობას, ვის ატყუებენ მაგენი~
9-12-2015, 00:00

მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე შეხვდა. აღნიშნულის შესახებ გამგეობის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია მალევე დაიდო. როგორც იქ ვკითხულობთ, `მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან ერთად ქალაქ ლანჩხუთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა. ზაზა ურუშაძემ ქალაქის ორი ქუჩა, აღმაშენებლის პირველი ჩიხი და ზენაიშვილის ქუჩა დაათვალიერა. აღმაშენებლის პირველ ჩიხში დაგეგმილია და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაყვანა და საერთო საცხოვრებლის წინ მდებარე ტერიტორიის მოხრეშვა. რაც შეეხება ზენაიშვილის ქუჩას, აქ არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ორივე ქუჩაზე ინდ.მეწარმე გ. ჯიბლაძე ასრულებს~.სანამ გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებოდა `ჰო და არას~ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს: `მოდით და ადგილზე ნახეთ, რას აკეთებენ. ეს არის ვანდალიზმი. ატალახებულია ყველაფერი. ხვალ დილის 12 საათზე მთელი ქუჩა ვიკრიბებით და მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტას მოვითხოვთ~. ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გამგებელი მოსახლეობას შეხვდა და პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას შეჰპირდა. `ჰო და არა~ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას დაუკავშირდა და როგორც გავარკვიეთ, დაგეგმილი აქცია არ გადადებულა. გუშინ 12 საათისთვის აღმაშენებლის პირველი ჩიხის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და მათ ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაყვანა გააპროტესტეს.`ასეთი არხის გაყვანა როგორ შეიძლება. გველი რომ დაიკლაკნება, ისეა დაკლაკნილი. ჩემი აზრით, ეს არის წყალში გადაყრილი ფული, რომელიც არაფერში გამოგვადგება. ამხელა კვალი რა საჭიროა. თუ რკინა–ბეტონის არხს აკეთებენ გასაგებია, მაგრამ ვინ არის გამკეთებელი. საიტზე დაუწერიათ ახლა მეუბნებოდა მეზობელი, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა გამგებელმა. სად იყო სტიქია. წუხელ შემოიპარა ისე, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ? რა სტიქია, სტიქია ახლაა ჩვენთან, ატალახებულია ყველაფერი. სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ დღეში. ბავშვი რომ გადმომეპაროს ქუჩაში და ამ არხში ჩავარდეს, რა ვქნა~ _ გვითხრა ზურაბ ებრალიძემ.`გუშინ გამგებელი იყო მოსული. გვითხრა, წელს მეტს ვერაფერს გავაკეთებო. არ გვინდა, ბატონო, ასეთი გაკეთებული. წყალი ახლაა, თუ არის ჩვენს ქუჩაზე. აგვისტოს ომში ბომბი არ ჩამოვარდნილა გურიაში და ახლა ეტყობა ჩამოვარდა, ან მეტეორი დაეცა აქაურობას და ამიტომ სტიქია მოიფიქრეს. აგერ ვართ ყველა შეკრებილი და ჩვენ გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა ასეთი არხი. თუ აკეთებენ, მოხრეშვა არ უნდა ამ გზას. ან ასფალტის საფარი. მაგენიზა რომ გეკითხათ, წელს უნდა მომხდარიყო ყველაფერი, მაგრამ სად არის. დღეს 12 საათია უკვე და არ ჩანარიენ. ეტყობა, გაიგეს რომ შეკრებილები ვართ და არ მოვიდნენ. რაფერც იყო, ისე დატოვონ, თუ რკინა–ბეტონის არხს არ აკეთებენ. გუბერნატორს უნდა დავუკავშირდე და ჩავაყენო საქმის კურსში. ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც დავრეკავ. იმდენი განცხადება გვაქვს დაწერილი, რომ უკვე გვცხვენია ამაზე საუბარი~ _ ეს ლეილა საჯაიას პოზიციაა.`ჩემს ჭიშკართან გავა თუ არა არხი, ჩემი გადასაწყვეტია. არ მინდა, ბატონო, ჩემი სახლის წინ ასეთი მდგომარეობა იყოს. ეს რა უბედურებაა. აბა, გაბედოს ვინმემ და გადათხაროს აქაურობა. თუ აკეთებ, ხეირიანად გააკეთე. ამ ზამთარში დავიხრჩობით ამ ჭაობში.~ _ თქვა მანასე ჩერქეზიამ.`ერთი მაინტერესებს, ჩვენთან მანდამაინც დიდი კაცი უნდა ცხოვრობდეს, რომ ხეირიანი გზა გაკეთდეს? გელა კილაძის ჭიშკართან ასფალტია, თენგო ხელაძის წინ რკინა–ბეტონის არხები გაკეთდა. ჩვენ რამე დავაშავეთ?~ _ აცხადებენ იქვე მაცხოვრებლები.ამასობაში სამუშაოების მწარმოებლები გამოჩნდნენ. გოგი ჯიბლაძესთან, რომელიც ინდ.მეწარმეა და საქმის წარმოება ევალება, მოსახლეობას პრეტენზიები არ აქვს: `ამ კაცს ჩვენ არაფერს არ ვერჩით. მას დაავალეს და აკეთებს. მოვიდეს ხელმძღვანელობა და პასუხი გაგვცეს.~`მე მაზარალებთ ამით. ტექნიკა მყავს გაჩერებული. არხის გაწმენდა თქვენ გარგიათ. ამაში ორი აზრი არ არსებობს.~ _ უთხრა მოსახლეობას ჯიბლაძემ და სამუსაოების გაგტრძელების ნებართვა თხოვა.როგორც მან გვითხრა, ყველა მოსახლის ჭიშკართან მილები ჩაიდება, რომ ეზოებში შესვლა უპრობლემოდ შეძლონ. `375–იანია ეს მილები. ამ ეტაპზე ასე მოხდება. თუ რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხი გაკეთდება, ის აღარ დარჩება, ამოვიღებთ და სხვაგან გადავიტანთ. მე როგორც ვიცი, მომავალ წელს დაგეგმილია ასეთი არხის მოწყობა. მოსახლეობა მოხერშვას ითხოვს. აქ არის ასფალტის საფარი. მის მოხრეშვას აზრი არ აქვს. საერთო ბინების წინ მდებარე ადგილი მოიხრეშება. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მანქანა ხრეში დაიყრება, მაგრამ გაკეთდება.~მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე მოვიდა. შეკრებილებმა თავიანთი პრეტენზიები გააცნეს და უთხრეს, რომ არხების გაწმენდას მეორე მხრიდან არ დაუშვებდნენ. ლევან ჩხაიძე: `ეს აქ იმიტომ კეთდება რომ წყალი არ დაგიდგეთ. მე ნამყოფი ვარ აქ წვიმაში და ვიცი, რა მდგომარეობაც არის. ახლა არ მითხრათ, რომ ეზოებში ან ქუჩაზე წყალი არ დგება. სასწრაფო ვერ შემოსულა თქვენთან, ისეთი წყალი არის ხოლმე. ქუჩაში ხომ გინდათ გაიაროთ. ეს არხი დამერწმუნეთ ამ პრობლემას მოგიხსნით. არხის გაყვანით უნდა დავიწყოთ. მეტი ამ წელს არ მოესწრება. 20 დღეა დარჩენილი. მომავალში იქნება. ეს არხი მინიმუმ ერთ წელს იმუშავებს. ეს გიხაროდენ უნდა, რომ წყლის პრობლემა მოგიგვარდებათ და თქვენ წინააღმდეგნი ხართ. რკინა–ბეტონის არხი რომ არის მოსაწყობი და ასფალტის საფარი, ვიცით, ბატონო, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ საღაციდან. ის ადგილები, სადაც იამები მოიხრეშება. მომავალ წელს გპირდებით, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტული ქუჩა იქნება. ახლა რომ გითხრათ, 8–9 თვეში აქ ასფალტი იქნებაო და ასე არ მოხდეს, ხვალ ხომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ხომ არ მოგატყუებთ. იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცით. რამდენიმე ქუჩაზე წამოვა დამატებით დაფინანსება და ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ყველაფერი. ქალაქში 52 ქუჩაა. მათ უმეტესობა სანიაღვრე არხების და ასფალტის გარეშეა. წელს გაკეთდება რამდენიმე, მომავალშიც გაკეთდება. დღეს სტიქიის მხრივ მოვიძიეთ თანხები და არხი გაგვყავს. ეს არ არის ცუდი საქმე. კი ბატონო, არ მოგწონთ ვიზიალურად, არასწორიაო, იძახით, მაგრამ გაკეთება. თქვენს მხარეს უფრო პატარა არხს გავიღებთ და არ იქნება პრობლემა~, _ განაცხადა ლევან ჩხაიძემ.დაახლოებით 2 საათიანი კამათის შემდეგ შეთანხმება შედგა. არხების გაყვანა გაგრძელდება და მოსახლოება მომავალ წელს რკინა–ბეტონის არხებს და ასფალტის საფარს დაელოდება.`მომავალში არჩევნებია, დღევანდელ დღეზე კი შეიძლება ვთქვათ, კრება იყო მხიარული. ფული აქვენ ასათვისებელი და გადაგვაყოლეს ზედ. დღეს ჩხაპუატით ხარ გამოსული. ხვალ ჩეიცვამ ვალინკას და თოხით გამოხვალ, თვარა აი კვალი გეივსება უცებ და წამუა ჩვენს ეზოში თავიდან. აი, ხალხი დილიდან საღამომდეა აქანე და ერთი ზაკუსკა მაინც გავუკეთოთ, მაგენს რას ვერჩით~ _ განუცხადეს ერთმანეთს აღმაშენებლის პირველი ჩიხის მაცხოვრებლებმა და შეკრება დაშლილად გამოაცხადეს. ტექნიკამ კი მუშაობა განაახლა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები