ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი პანდემიის, მის მიერ მიღებულ შედეგების, სხვა დაავადებების და ცენტრის არანორმალური სამუშაო რეჟიმის შესახებ

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი პანდემიის, მის მიერ მიღებულ შედეგების, სხვა დაავადებების და ცენტრის არანორმალური  სამუშაო რეჟიმის შესახებ
23-02-2022, 14:18

,,ჰო და არას“ სტუმარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიის დირექტორი, ქალბატონი ნატო მენაღარიშვილი.
_ ქალბატონო ნატო, როგორც რიგითმა მოქალაქემ,  მინდა მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზო­გა­ვი შრომისთვის. ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ გვიან ღა­მემდე აგრძელებთ სამუშაო გრაფიკს.
როგორ გაიხსენებდით თქვენს სამსახურს კოვიდ პანდემიამდე, რო­გორი იყო თქვენი სამუშაო დღე და როგორია ახლა?

_ პანდემიამდე ჩვენი სამსახუ­რის - საზოგადოებრივი ჯანდაც­ვ­ის ცენტრის შესახებ ბევრს წა­რ­მოდგენაც კი არ ჰქონდა. სხვა და სხვა ინფექციები ამა თუ იმ რაოდენობით ყოველ­თვის იყო და იქნება. მათ წინააღმდეგ ღონის­ძიებებს ვატარებდით, მაგრამ შემთ­ხვევათა სიმცირის გამო ამ­ას საზოგადოება ვერ ხე­დავ­და. ზუსტად ამ ღონის­ძიე­ბების წყალო­ბით ზოგი ინფექცია საერთოდ გაქრა, მოხდა ე.წ. ელიმინაცია ან არის ერთეული შემთხვევა. ეს ინფექციები ახლაც არის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმა­რ­თულებით, თუმცა პანდემიამ გადაფარა ყველაფერი. ისეთი დაავადებები, რო­გო­რიცაა ტუბერ­კულოზი, წითე­ლა, ჰეპატიტები, საკვებისმიერი მოშხამვები კვლავ ფიქსირდება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო ეპიდღონისძიებას ისევე, როგოც ეს პანდემიამდე იყო.
სამუშაო დღეს რაც შეეხება, ვმუ­შაობდით ჩვეულებრივად და­წე­სე­ბული გრაფიკით და დროით, შაბათ-კვირას დასვენებით, ვსარ­გებ­ლობდით საშვებულებო დღე­ებით. 
პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიოს ცხოვრება, გა­ნსაკუთრებით ეს სიმძიმე სამედიცინო სფეროს დააწვა მხრებზე. უკვე ორი წელია ვმუშაობთ არანორმალური სამუშაო გრაფიკით- 24/7-ზე, რომ არაფერი ვთქვათ რისკზე, ჩვენს სამუშაო გარემოზე და პირობებზე.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ მი­­­ვი­ღეთ ეს შედეგი?
_  შედეგში ალბათ საქართვე­ლო­ში შექმნილ მდგომარეობას  გულისხმობ. ზოგადად პანდემიას არავინ არ ელოდა და ჩვენზე მდიდარ ქვეყნებსაც შეექმნათ პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, მაინც მოხერხდა ვაქცინების შე­მოტანა ქვეყანაში, რაც სასი­ცო­ც­ხ­ლ­ოდ მნი­შ­ვნე­­ლო­ვა­ნია. 
თავი­დან იყო მოსახ­ლე­­ობის უკ­მა­ყო­ფი­ლება და მოთ­ხო­­­ვ­ნა, სანამ შემოვი­დო­და ვა­ქცი­ნე­ბი. შემოტა­ნი­ლი იქნა ჩი­­ნ­უ­რი წა­რ­მო­ე­ბ­ის ვა­­ქ­ცი­ნე­ბი, ვისაც სუ­რ­­­ვილი ჰქონდა, დარე­გის­­ტ­რ­ი­რდა და აიცრა, მა­გრამ მაინც უკმაყოფილო იყვნენ, რადგან ით­ხოვდნენ ფაიზერის შემოტა­ნას. ესეც შეძლეს და შემო­იტანეს ფაიზერი, მაგრამ მა­ინც არ მოხერხდა ვაქცინაციის დო­ნის ამაღლება. ჩატარდა სა­გან­მანათლებლო კამპანიები, იმუნიზაციის. მარათონი, წამა­ხალისებელი ლატარია, 200 ლა­რი­ანი ფულადი დანამატი, ახლა კიდევ 100 ლარიანი დანამატი 50 წელს ზევით მოსახ­ლეობისთვის ბუსტერ დოზაზე. მეტი რა უნდა ქნას ქვეყანამ? თუ თვითონ საზოგადოების თვითშეგნება და მოქალა­ქეობრივი პა­სუ­ხისმგებ­ლობა არ ამ­ა­ღ­ლდა, ისე რა გამოვა? ნიღაბი ნახევარ მოსახ­ლე­ობას არ უკეთია, ვი­საც უკეთია არასწო­რ­ად და უხარისხოდ, არანაირი იზო­ლაციის და დისტანციის და­ც­ვა. ორი წლის მანძილზე დანა­ხულმა მძიმე შედეგებმაც კი ვერ შეა­გ­ნებინა ზოგს, რომ ახლა არაა ქეიფების, ქორწილების, ქელეხების და სხვა ხალხმრავალი ღონის­ძი­ებების დრო, რადგან ახლა მთა­ვარია გადავრჩეთ, ნაკლები იყოს მძიმე და ლეტალური გამოსა­ვა­ლი. სიცხიანმა და სხვა სიმპტომებიანმა ადამიანმა არ უნდა იაროს გარეთ, დარჩეს სახლში და ამით სხვებსაც არ უნდა შეუქმნას საფრთხე. სამწუხაროდ, უფრო ნა­კლებია ამ წესების შემ­სრუ­ლე­ბელი და სრულად ვაქცინირებული ადამიანი, ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგს, ისეთს რაც გვაქვს.
_ „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა შტამი არსებობს, რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული ვაქ­ცინები ამ შტამების მიმართ?
_ უკვე გამოცდილ, ე.წ. ძველ ვაქცინებსაც კი არ აქვს 100%-იანი დაცვა (95-98%). თავიდანვე ითქვა, რომ ეს ვაქცინები ინფიცირების შემთხვევაში დაგვიცავს გართულებებისგან და ლეტა­ლუ­რი გამოსავლისგან. ეს განა ცო­ტაა?! რო­ცა აცრილ ადა­მი­ანებს ემართებათ და მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება, ან საერთოდ უსიმპტოდ არიან, უკვირთ და მეკით­ხე­ბიან - ტესტი ხომ არ შეცდა, ვერაფერს ვერ ვგრძ­ნობ, ან ერთხელ მქო­ნდა ტემპერატურა და მეტი არაფერი... 
ეს არის ზუს­ტად ვაქცინის დამსახურება. თუ ჩვენ აცრასთან ერთად რეგულაციებსაც სწორად დავიცავთ, მაშინ შედეგიც უკეთესი გვექნება. ჩვენთან არსებული ვაქცინები ნამდვილად ეფექტურია, თუ დრო­ულად ჩავიტარებთ აცრას. 
_  რას ურჩევდით ლანჩხუთის მოსახლეობას?
_ მოსახლეობას ვეტყვი: მე მეს­მის, რომ დაიღალეთ ამდენი სტ­რე­სისგან, შიშისგან, რეგულაციებისგან და პანდემიით გამოწვე­ული ყველანაირი დისკომფორტი­სგან, მაგრამ პანდემიის დასასული ჩვენზეა დამოკიდებული გარკვე­ულ­წილად; სადავეები ჩვენს ხელშია და ის ძალზე მიშვებუ­ლია, რაც ზემოთ აღვნიშნე, ამიტომ გთხოვთ, აიცარით, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად! გაიკეთეთ პირბადე და მოერიდეთ ხალხმრავლობას! ყველაფერს აქვს თავისი საზღ­ვა­რი და გამძლეობა. სამედიცინო პე­რ­­სონალი ამ გამძლეობის ზღ­ვა­რ­­ზეა, ჩვენც ადამიანები და ცოცხალი არსებები ვართ; პანდემიამ რამდენი მედიცინის მუშაკის სიცოცხლე შეიწირა, ამი­ტომ გავუფ­რთხილდეთ ერთმა­ნეთს!

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 812
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა