ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

იმ ,,"საშინელი კომუნისტების~ დროს" ყველანაირი რესურსი მიმართული იყო იქით, რომ თესლი დროულად მიბარებოდა მიწას

იმ ,,"საშინელი კომუნისტების~ დროს" ყველანაირი რესურსი მიმართული იყო იქით, რომ თესლი დროულად მიბარებოდა მიწას
21-02-2022, 12:10

წესით, კარგა ხანია საგაზაფხულო სამუშაოებისათვის მზადება დაწ­­ყებული უნდა იყოს. თუმცა ამ­ის შესახებ ხელისუფლებისაგან არ­აფერი მოგვისმენია.  თითქოს ეს საქმე მეათე ხარისხოვანი იყოს.                                                                                    
შარშან, მოყოლებული ადრეული გაზაფხულიდან დღე  და ღამე ხმ­აური და კამათი მხოლოდ იმაზე იყო თუ ვინ მოაწერდა ხელს მიშ­ელის 5 პუნქტიან შეთანხმებას. მთ­ელი ამ ხნის მანძილზე  ერთი წინადადებით არავის გახსენებია მიმდინარე ხვნათესვის მდგომარეობა. ერთადერთი,  ვინც ფერმ­ერებთან შეხვედრით აქტიურობდა ნინო წი­ლოსანი გახლდათ. ამ იმფორმაციასაც სოციალური ქსელებიდან ვი­ღებდით, მაგრამ ერთი ადამიანის გარჯა რას უშველის საქმეს.  ასე­თი მიდგომით გასულ წელს რაც მივიღეთ, კარგად დავინახეთ. არც მიშელის შეთანხმება დაგვრჩა და აღარც მოსავალი. 
შეხედეთ ბაზ­რებს. საკვები პროდუქტების სიმცირის გამო კატასტროფული ფას­ებია. ანალ­ოგ­ი­ურად ასე იქნება წელს. რასაც ვუყურებთ და  ვისმენთ მხ­ოლოდ ლაპარაკი და დროის ფუ­ჭად ხარჯვაა, არაფრის მომცემ ხე­ლოვნურად შექმნილ პრობლემებზე. სამაგიეროდ ვერაფერს გაი­გონებ იმის შესახებ, რომ დოვლათი შეიქმნას და ქვეყანაში შიმშილი არ იყოს. ამ დროს ჩვენს დალ­ოცვილ მიწებს და ბუნებრივ პირ­ობებს მეცნიერთა აზრით ორჯერ და მეტი მოსახლეობის გამოკვებვა შეუძლია.                                     
კარგად მახსოვს იმ ,,საშინელი კომუნისტების დროს" წლის ამ მო­ნაკვეთში ყველაფერი და ყველან­აირი რესურსი მიმართული იყო იქ­ით, რომ თესლი დროულად მიბა­რებოდა მიწას. ამ პროცესს, რომე­ლ­საც თან ახლდა მოსახლეობის იმედიანი და ხალისიანი დამოკიდებულება ყოველდღიურად აშუქებდა მედია. ასეთი მუშაობის შედეგად წლ­ის ბოლოს ვხედავდით წელში გამართულ გლეხ კაცს და სუფთა, ხარისხიანი პროდუქტებით გაჯ­ერებულ ბაზარს, სადაც პროდუქტების შეძენა ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერისათვის.          
სტალინი, სტალინური დისციპლინა და პასუხისმგებლობაა საჭ­ირო. ასეთ შემთხვევაში ხვნა-თე­სვ­აც დროულად ჩატარდება, საჭმ­ელ-სასმელიც იქნება, წესრიგიც და ურთიერთ პატივისცემა.

           ომარ ხუციშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 521
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა