ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა უყვარს განსაკუთრებით, რატომ აგროვებს სასმისებს, როდის და რა აკლია ლაშა დუდუჩავას

რა უყვარს განსაკუთრებით,  რატომ აგროვებს სასმისებს, როდის და რა აკლია ლაშა დუდუჩავას
18-02-2022, 11:43

,,ჰო და არას“ რუბრიკის, ,,სხვა კუთხით“ სტუმარია მერის წარმომადგენელი ქა­ლაქის ადმინისტრაციულ ერ­თეულში ლაშა დუდუჩავა.
- როგორ გაიხსენებდით ბავშვობას?
- ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი. ვცხოვრობდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მყავდა შესანიშნავი მამა, ესე დუდუჩავა და მყავს დედა მედეა კეკელიძე. ბებია-ბაბუა მყავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან, სოფელი საჭამიასერი. ზაფხულობით დავდიოდი და იქ ვატარებდი არდადეგებს. მოგეხსენებათ, ჩოხატაურიც გამორჩეულია თავისი ლამაზი ბუნებით და ზაფხულსაც მდინარეებზე, ჩანჩქერებზე ვატარებდი.
- სკოლა? სკოლის შემდგომი წლები მინდა გაიხსენოთ.
- ვსწავლობდი ლაჩხუთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში, მყავდნენ შესანიშნავი პედაგოგები. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნავთობ-გაზსადენების ფაკულტეტზე.  რაც შეეხება სტუდენტობის დროს, იყო ძალიან მძიმე პერიოდი, უშუქობა, უგაზობა, უტრანსპორტობა, მაგრამ ხალისი მაინც გვქონდა.
- ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ... ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
- მყავს მეუღლე და 2 შვილი. მეუღლე გვანცა დუჩიძე; შვილები ელენე და თორნიკე დუდუჩავები.
- სად გაიცანით თქვენი მეუღლე?
- ჩემი მეუღლე გავიცანი აგარაკში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.იქ დავინახე და შემდეგ დავიწყეთ შეხვედრები. გვანცა ზაფხულობით ჩამოდიოდა ბებოსთან ლანჩხუთში, იქვე ცხოვრობა ტაძართან ახლოს. მალევე მივიღეთ დაოჯახების გადაწყვეტილება.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს სოფლის მეურნეობა, მიყვარს შრომა, ბავშვობიდან ვშრომობ და თავისუფალ დროს ძირითადად თევზაობით ვარ დაკავებული. 
- მერის წარმომადგენელი ხართ, საკმაოდ დიდი პაუხისმგებლობაა, ამის შესახებაც რომ გვესაუბროთ...
- ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში პასუხისმგებლიანი უნდა იყო, გიყვარდეს შენი სამსახური, უნდა იყო ნებისმიერ საქმეში ერთგული, ხალხის მიმართ განსაკუთრებით. ყველას ყველაფერს ვერ გავუკეთებთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად თავს არ ვზოგავ. 
- საყვარელი წიგნი? სიმღერა?
- სიმღერა? ჩემს ჯიშში ყველა მღეროდა, მამაჩემი,ბაბუაჩემი, მამიდები და მეც. 
წიგნები? ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ გამორჩეულად ნოდარ დუმბაძე მიყვარს, რადგან გურულ ნატურს წერდა. ასევე, მის წიგნებში ძალიან ბევრი ჩემი საახლობლო ჰყავს მოხსენიებული.
- ერთი მნიშვნელოვანი დღე თქვენი ცხოვრებიდან?
- ჩემი შვილების დაბადება. 
- ტრადიციული ხართ?
- კი, საკმაოდ, ძალიან მიყვარს ქართული სუფრა, და სხვათა შორის ვაგროვებ სასმისებს, ჰობად მაქვს.
- და ბოლოს,რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის?
- ლანჩხუთში დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს ძალიან და სადმე როცა 2 დღით მივდივარ უკვე ვგრძნობ, რომ რაღაცა მაკლია. ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო ლანჩხუთს!

           ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 774
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
გოჩა ცინცაძე თავისი ბავშვობის, სტუდენტობის და გვერდით მყოფი საინტერესო ადამიანების შესახებ გოჩა ცინცაძე თავისი ბავშვობის, სტუდენტობის და გვერდით მყოფი საინტერესო ადამიანების შესახებ
გოჩა ცინცაძე თავისი ბავშვობის, სტუდენტობის და გვერდით მყოფი საინტერესო ადამიანების შესახებ
9-02-2022, 12:03
ვრცლად
ეკატერინე გუჯაბიძე: ,,მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერეოტიპი" ეკატერინე გუჯაბიძე: ,,მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერეოტიპი"
ეკატერინე გუჯაბიძე: ,,მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერეოტიპი"
21-01-2022, 12:32
ვრცლად
გივი ცინცაძე: ,,არ მჯერა იმის, რომ ყველაფერი მორჩა და ბრძოლას არ აქვს აზრი გივი ცინცაძე: ,,არ მჯერა იმის, რომ ყველაფერი მორჩა და ბრძოლას არ აქვს აზრი
გივი ცინცაძე: ,,არ მჯერა იმის, რომ ყველაფერი მორჩა და ბრძოლას არ აქვს აზრი
31-01-2022, 11:36
ვრცლად
კახა კვიტაიშვილი თავისი საინტერესო ბავშვობის, სტუდენტობის, დღევანდელი ცხოვრების,  პოლიტიკის და მომავლის შესახებ კახა კვიტაიშვილი თავისი საინტერესო ბავშვობის, სტუდენტობის, დღევანდელი ცხოვრების,  პოლიტიკის და მომავლის შესახებ
კახა კვიტაიშვილი თავისი საინტერესო ბავშვობის, სტუდენტობის, დღევანდელი ცხოვრების, პოლიტიკის და მომავლის შესახებ
4-02-2022, 13:50
ვრცლად
რატომ გარბოდა სკოლიდან სახლში, რატომ მოაჩვენა მძღოლს თავი გარდაცვლილად, როგორ აღმოჩნდა გაფუჭებულ მაცივარში და რა ძალამ შეაძლებინა  სოფლის დეპუტატობა  გიორგი ჩახვაძეს 20 წლის მანძილზე რატომ გარბოდა სკოლიდან სახლში, რატომ მოაჩვენა მძღოლს თავი გარდაცვლილად, როგორ აღმოჩნდა გაფუჭებულ მაცივარში და რა ძალამ შეაძლებინა  სოფლის დეპუტატობა  გიორგი ჩახვაძეს 20 წლის მანძილზე
რატომ გარბოდა სკოლიდან სახლში, რატომ მოაჩვენა მძღოლს თავი გარდაცვლილად, როგორ აღმოჩნდა გაფუჭებულ მაცივარში და რა ძალამ შეაძლებინა სოფლის დეპუტატობა გიორგი ჩახვაძეს 20 წლის მანძილზე
26-01-2022, 11:35
რეკლამა