ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დღევანდელი მოსწავლეები რასაც წაიღებენ სკოლიდან, წლების შემდეგ თავად იტყვიან

დღევანდელი მოსწავლეები რასაც წაიღებენ სკოლიდან, წლების შემდეგ თავად იტყვიან
11-02-2022, 12:05

ამ ფოტოზე მე და ჩემი თანაკლასელები ვართ გამოსახული მეათე კლასში ყოფნის დროს.  ჩვეულებრივ სკოლაში ფორმის ტანსაცმლით დავდიოდით, ეს არასდროს იცვლებოდა, მაგრამ აქ  რაც ხდება მოგიყვებით ცოტა ქვევით. გაკვეთილები როგორც ახლა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდებოდა. შაბათი და კვირა დასვენების დღეები იყო, მაგრამ ყოველთვის არა, ალბათ აქ სწორედ ერთი ასეთი დღეა, ამ დღეს სკოლაში სამუშაოდ მოსახერხებელი ტანსაცმლით მივდიოდით,ზოგჯერ ეს იყო შრომის გაკვეთილები,ზოგჯერ შაბათობები. სკოლას ჰქონდა თავისი ნაკვეთი, თითოეულ კლასს კი თავისი ადგილი ამ ნაკვეთზე,სადაც ბოსტნეული კულტურები მოგვყავს, ყველა ვშრომობდით შეძლებისდაგვარად, ან ბიჭები სკოლის სახელოსნოში მუშაობდნენ, ჩვენ კი კერვას, ქსოვას და ქარგვას ვსწავლობდით. ამ ყველაფერს ჩვენი მასწავლებლები ჟორა ლომაძე, აბესალომ მექვაბიშვილი და ჟენია ხარაიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სკოლას ჰქონდა ჩაის ფართობიც გამგეობის(კანტორის) უკან. ჩაის კრეფის სეზონზე იქაც ვმუშაობდით.
დღეს ბევრი ფიქრობს და ამბობს, რომ საბჭოთა სკოლას ხარვეზები ჰქონდა. ცხადია, ჰქონდა,უნაკლო ქვეყნად არაფერი არსებობს,შესაძლოა ზოგიერთებს ნაკლად მიაჩნდათ მაშინდელი დამოკიდებულება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ის ზღვარი, რომელიც მათ შორის არსებობდა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, რადგან ეს ზღვარი უნდა არსებობდეს, დიახაც, თუ არა და ისეთ  ვითარებას მივიღებთ, რაც დღეს ზოგიერთ სკოლაში არის, თუ საჭიროა უსაზღვროდ შემიძლია  საუბარი მაშინდელი და დღევანდელი სკოლის ავ-კარგზე
დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ სწორედ მაშინდელი სკოლიდან ბევრი რამ წამოვიღეთ, გარდა კონკრეტული საგნების  შესწავლისა, რომელიც ახლაც გვარგია ცხოვრებაში, დღევანდელი მოსწავლეები კი რასაც წაიღებენ, ალბათ წლების შემდეგ თავად იტყვიან.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 483
FACEBOOK კომენტარები