,,ჰო და არას“ რუბრიკის, ,,სხვა კუთხიოთ,“ სტუმარია მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამერიკის საერთაშორისო და რესპუბლიკური ინსტიტუტის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი, ტრენერთა ტრენერი გოჩა ცინცაძე.
- დავიწყოთ ბავშვობით, როგორ გაიხსენებდით ბავშვობის წლებს?
- პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, ჩემი ბავშვობა და ბავშვობის წლები უამრავ საინტერესო ადამიანთან ასოცირდება.
- ბატონო გოჩა, ვინ არიან ეს ადამიანები?
- ცოტა მეუხერხულება ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ რახან გაინტერესებთ ეს ადამიანებია: ექიმი მადლენა ცინცაძე, როლანდი ცინცაძე, კაკო იმნაძე, თეიმურაზ გუგუნავა, ნუგზარ ცინცაძე, მიშა მელუა, ზური გვარჯალაძე, ჟორა წილოსანი, ბორისი გვაჯალაძე, ვაჟა ხითარიშვილი, ჯონი დოლიძე, კუკური ჯორბენაძე, არჩილ ცინცაძე. მქონდა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ბავშვობა, მყავდა ინტელიგენტი, შემოქმედი და თავისი საქმის პროფესიონალი მოძღვარი და პედაგოგი გივი ხალვაში; პედაგოგები: მედეა კეკელიძე, თამარ ასკურავა, დავით ჩხაიძე, რუსუდან ცეცხლაძე, მადლენა ბებერაშვილი, ვალერიან ჩიკაშუა და მრავალი სხვა.
- სკოლის დამთავრების შემდგომ რა გზა აირჩიეთ?
- ჩემს ოჯახში აღიზარდნენ ექიმები, ტექნოლოგები, ინჟინრები, ჩემი სურვილი იყო ვყოფილიყავი მსახიობი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვარ სულ სხვა დარგის სპეციალისტი.
- გაიხსენეთ თქვენი სტუდენტობის წლები.
- სტუდენტობა, ეს ჩემი ნოსტალგია, უამრავ ძვირფას ადამინებთან მაკავშირებს. სტუდენტობის წლები ვცხოვრობდი ჩემი ბიძის, ლანჩხუთის საკონსერვო ქარხნის ყოფილი დირექტორის, შემდგომში საქ. კონსერტრესტის პირველი მოადგილის, ბატონი ოთარი ისაკის ძე ცინცაძის უაღრესად განათლებულ ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ ღვაწლმოსილი და დამსახურებული პიროვნებები: როინ მეტრეველი, მედეია ძიძიგური, ნანი ბრეგვაძე, ჯაბა იოსელიანი, ბიჭიკო რამიშვილი, სოსო მასხულოვი, გია გაჩეჩილაძე და საპატრიარქოს უამრავი მოძღვარი საქართველოს ეპარქიიდან და სამთავრობო დელეგაციიდან, მათ შორის ბატონი ჟიული შარტავა.
- როგორ გაგრძელდა სტუდენტობის შემდგომი წლები?
- სტუდენტობის შემდეგ ვმუშაობდი ლანჩხუთის იმ დროინდელ კომპლექსური აგროქიმიური ლაბორატორიის უფროს ინჟინრად, სადაც ხელმძღვანელობდა ბატონი კუკური ჯორბენაძე, შემდგომში ვმუშაობდი ლანჩხუთის ყველ-კარაქის ქარხნის მთავარ ტექნოლოგად, შემდგომში ქარხნის დირექტორად. მინდა აღვნიშნო, რომ ლანჩხუთის ყველ-კარაქის ქარხანა მთელი რესპუბლიკის მაშტაბით პირველი იყო, ხარისხის ნიშნის პროდუქციის გამოშვებით.
- რა არის თქვენი ჰობი და მიზანი?
- ჩემი ოცნება, ყოველდღიური ტკივილი არის ერთი რამ, ვიცი რომ მრავალი პრობლემა არსებობს ჩვენს ირგვლივ. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ჩემი უდიდესი ნოსტალგიაა საქართველოს გაერთიანება. ურთიერთპატივისცემა და ქართველების ერთად დგომა ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა, რომელსაც არ აქვს არავითარი ალტერნატივა. გვიყვარდეს ერთმანეთი, უფალი გადაარჩენს ჩვენს მამულს და სარწმუნოებას!!!
- ამჟამად რით ხართ დასაქმებული?
- ამამად ვარ მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც შედის სამი სოფელი: მაჩხვარეთი, ჯუნ-მერე და ორაგვე. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ გვერდში დავუდგე ჩემს სოფელს, ჩემი ხელმძღვანელობის დახმარებით, გვაქვს უამრავი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სოფელ მაჩხვარეთის განვითარებას და აღორძინებას, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ უახლოეს პერიოდში, ვიაროთ პროგრესის და არა რეგრესის გზით.
- გვითხარი რამე თქვენი ოჯახის შესახებ.
- მყავს ერთი შვილი, არჩილ (აჩი) ცინცაძე, რომელიც არის სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტი. დედა, დინერი ცინცაძე, ამჟამად პენსიონერია, ჯანდაცვის სამსახურის ერთ-ერთი წარჩინებული სპეციალისტი.
_ მადლობთ!
გოჩა ცინცაძე თავისი ბავშვობის, სტუდენტობის და გვერდით მყოფი საინტერესო ადამიანების შესახებ
ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 897