,,ჰო და არას“ სტუმარია ექიმი ბექა სამხარაძე
_ პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. როგორც გავიგე თვეში ერთხელ ჩამოდიხართ ლანჩხუთის ,,მედალფას” კლ-ინიკაში და ქალბატონებს, რომელთაც აქვთ მკერდზე პრობლემა ეხმარებით, აძლევთ რჩევებს და შემდეგ თუ საჭირო გახდა ოპერაციასაც კი უკეთებთ. ლანჩხუთში არც თუ ისე ბევრი ადამიანი გიცნობთ, ცოტას თუ სმენია თქვენს სიკეთეებზე. გვინდა „ჰო და არას“ მკითხველმა გაგიცნოთ. მოგვიყევით ვინ არის ბექა სამხარაძე?
_ დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. იქვე დავამთავრე სკოლა, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესია ადრეულ ასაკში ავირჩიე, ონკოლოგია. მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი მამოლოგი.
_ რამდენად ხშირად ჩამოდიხართ ლანჩხუთში? ვიცით რომ უამრავი ქალბატონის სიცოცხლე იხსენით.
_ ჩვენ უკვე 7 წელია ვთანამშრომლობთ ლანჩხუთში ,,მედალფას“ კლინიკასთან და ზოგადად გურიაში ,,მედალფას" ქსელთან. იყო ბევრი შემთხვევა, რომელიც აღმოვაჩინეთ, ვუმკურნალეთ და მივიღეთ დადებითი შედეგი. ძალიან კარგი იყო ის, რომ ეს ინიციატივა დაიწყო თავის დროზე და ამან ძალიან ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, დროულად აღმოეჩინათ თავისი პათოლოგიები და შესაბამისად დროულად გასწეოდა დახმარება. ოზურგეთშიც თვეში ერთხელ ჩავდივარ. _
_ თითო ვიზიტის სიხშირეზე რომ გვესაუბროთ, რამდენად მაღალია მომართვიანობა პაციენტების მხრიდან?
_ თავიდან არ იყო ესე მარტივად, ეს ცნობადობა თანდათან უფრო გაიზარდა, ამაღლდა. აქ დიდი როლი ითამაშა ქალბატონმა მზია კვირკველიამაც. მისი მონდომებაა ამ პაციენტების დროული გამოკვლევები. მან მოსახლეობაში აამაღლა ექიმთან მისვლის კულტურა. ამ დროისთვის ძალიან მომატებულია მომართვიანობა. ინტერესი არის, შესაბამისად, რაც უფრო მეტია მომართვიანობა,მეტია გამოვლინებაც.
_ როდის გაქვთ მიღების დღეები ლანჩხუთში?
_ ლანჩხუთში ჩამოვდივარ თვეში ერთხელ. ეს არის ყოველი თვის ბოლო პარასკევი და შაბათი.
_ სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.
_ სამომავლოდ ვაპირებთ ლანჩხუთში მეტი სიახლის დანერგვას, გარკვეულ საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, რაშიაც დაგვეხმარება ქალბატონი მზია კვირკველია. ვგეგმავთ პაციენტებთან ცნობიერების ამაღლებას და ცნობიერება ამაღლებული პაციენტები უკვე იზრუნებენ სხვა მოქალაქეებს აუმაღლონ ცნობიერება. ეს მხარდაჭერილი იქნება ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ, თბილისში. შევთავაზებთ უამრავ პროგრამას ამ პაციენტებს, ზოგისთის გვექნება უფასო შეთავაზებები, ზოგისთვის კი ძალიან ხელმისაწვდომი შეთავაზებები. ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის, რომ პაციენტები თავად იქნებიან ჩართული სხვადასხვა სოციალურ საქმიანობაში და ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ გვეყოლება მეტი ცნობიერება ამაღლებული მოქალაქე. დააავადების დროული აღმოჩენის სტატისტიკაც გაიზრდება.
_ ხშირია, როცა ქალბატონები გაურბიან ექიმთან კონსულტაციას. რას ურჩევდით მსგავსი ტიპის ქალბატონებს?
_ ამ ქალბატონებმა ცხოვრების წესად უნდა აქციონ ექიმთან ვიზიტი, რადგანაც დროული ვიზიტი მათი ჯანმრთელობის საწინდარია.
მაია გურგენაძე, ბექას პაციენტი,39 წლის: ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობელი ბექა ექიმის.
ირმა გრძელიძე: 4 წელია გავიკეთე ბექასთან ოპერაცია. იგი არის ძალიან გულისხმიერი ექიმი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას. რა დროსაც არ უნდა შევეხმიანო, ის მუდამ მზად არის ჩვენს გვერდით დგომისთვის.
მზია კვირკველია: ბექა 7 წელია ჩამოდის ლანჩხუთში და უანგაროდ ემსახურება ლანჩხუთელებს. ვიკეთებთ სკრინინგს და შემდეგ უკვე ბექა ნახულობს ამ ქალბატონებს. მან იხსნა ბევრი ქალბატონის სიცოცხლე, ეს არის საშური საქმე, პირველად როცა გავიკეთე ოპერაცია, ეს იყო 13 წლის წინ, ბექა იყო ჩემი ექიმის ასისტენტი, წლების შემდეგ კი გადაიკვეთა ჩვენი ინტერესები. ნამდვილად დიდი ფუფუნებაა ბექა ლანჩხუთისთვის და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
რატომ უნდა აქციონ ქალბატონებმა ცხოვრების წესად ექიმთან ვიზიტი
ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 564