ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გეგმავდა გია გოგუაძე პოლიტიკიდან წასვლას, რაში დარწმუნდა იგი და რისი ეშინია ახლა

რატომ გეგმავდა გია გოგუაძე პოლიტიკიდან წასვლას, რაში დარწმუნდა იგი და რისი ეშინია ახლა
2-02-2022, 13:59

როგორ პასუხობს საზოგადოება გამოწვევებს იმ ფონზე, როცა დიდი ხანია  ქვეყანა და­ღმართზე მიექანება. ადგილობრივი  არჩევნების დასრუ­ლე­ბის­­თანავე ეს დაღმართი გაც­ილებით უფრო ციცაბო  და სა­შიში ხდება. ზედაფენები იხ­ტ­იბარს არ იტეხენ, ხოლო ქვე­დაფენებს ძველებურად ცხო­ვ­რება აღარ შეუძლიათ. ეკონო­მიკური მდგომარეობის მიხედ­ვით აღარ არსებობს ქვეყანაში  საშუალო მოსახლეობა. 
 ეს  ყველაფერი  გაცილებით მძიმე დასანახია, ერთერთი ისეთი ყველაზე გაღატაკებული რაიონის გადასახედიდან, როგ­ორიც ჩვენი ლანჩხუთია, სადაც მოსახლეობის გაჭირვების პირდაპირპროპორციულად, მმა­რ­თვე­ლი გუნდი დიდ უმრავლესობას იკავებს ადგილობრივ საკრებულოში, მატულობს საკ­რებულოს თანამდებობის პირთა ხელფასები ორჯერ,  ხო­ლო რაც შეეხება კი­თხვებს, რომ­ელიც მოსახ­ლეობას ხელისუფ­ლებასთან გააჩნია, ახლავს ირ­ონია, ან ეს პასუხები იმდენად ბუნდოვანია, ვერც ვიგებთ. ერ­თი სიტყვით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი კითხვა, რომ­ელზეც პასუხები გვჭირ­დება პირველ რიგში ხელისუფლებისაგან. 
თუმცა ამჟამად ,,ჰო და არას“ კითხვების ადრე­სატი გახლავთ,  ლან­ჩხუთის მუნიციპალი­ტე­ტის საკრებულოს წევრი ნაციონა­ლური მოძ­რა­ობიდან, ლან­ჩხუთის ექსგამგებელი ბატონი გია გოგუაძე.
- ბატონო გია, რიგითი ამო­მრჩეველი რომ იყოთ, როგორ შე­აფასებდით  ქვეყნის მდგომარებას ამ პერიო­დის­ათვის, მთელი საქ­ართველოს და ჩვენი რაიონის მას­შტაბით?
- საერთოდ რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში და რიგითი მო­ქალაქე რომ ვიყო, მოტყუებულად ჩავთვლიდი ჩემს თავს, იქედან გა­მომდინარე, რაც ხელისუფლებამ 2012-ში დაპირდა მოსახლეობას.  არავის არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი რიგითი ამომრჩეველი უარს ვერ ეუბნება მეგობრებს, ახლობ­ლობლებს, მეზობელს ხმის მიცემაზე და ვეღარ ფიქრობს იმაზე, რომ მეორე დღეს სამჯერ უძვი­რდება ცხოვრება. ჩვენ ვართ კა­ტასტროფულ სიტუაციაში, არას­ოდეს არ ყოფილა ასეთი მდგომა­რეობა. პატარა ასაკის არ ვარ, წინა ფორმაციის დროსაც მიმუ­შავია; გავიარეთ მძიმე გაჭირვების პერიოდიც, თუმცა ანალოგიურ სიტუაციაში  არა მგონია ქვეყანა ოდ­ესმე ყოფილიყო. ყოველდღიურ ტყუილში ვცხოვრობთ, ქვეყანა იცლება, ხალხი გარბის, აქ სა­სიკეთოს არაფერს ელის.
 - თქვენი აზრით, ხალხი რა­ტომ არის გაჩუმებული?  
- სამჯერ არ მიიღო ალექსანდრე სარიშვილი სოფელმა აკე­თმა ცენტრალური გზის უვარგისობის გამო. სამ­წუხაროდ, ამ ხალხმა 60 პროცენტიანი მხა­რ­დაჭერა გამოუცხადა მას. 
- რა დგას ამის უკან?
- კიდევ ერ­თხელ ვამბობ - მეზ­ო­ბ­ლობა, ურ­თი­ერ­თ­ობა, ხვე­წნა-მუდ­არა... არ მი­ნდა გა­ზეთით ვთქვა, კიდევ უამრავი რამ... ჩვენი ამომ­რჩეველი, ის 4 ათასი კაცი, რომელმაც მომავლის იმედით მოგვცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, გაბრაზებული იყო ჩვენზე, თქვენ არ მოდიხართ სოფელში, მოსახ­ლე­ობას არ ელაპარაკებითო.
- და ეს არის თუ არა სიმარ­თლე?!
- დიახ, არის ეს სიმართლე... არ ელაპარაკებით ამომრჩეველს, არ პირდებით არაფერსო. ჩვენ ჩავ­თვალეთ, რომ ყველა ოჯახმა თავისი მაცივრით იცის რა მდგომარეობაშია. ჩემი კოორდინატორი ამისთვის არ არის საჭირო, მაგრამ ეს რომ ვუთხარი, რა მითხრა თუ იცით ხალხმა? არ დავასახელებ, დღეს უმრავლეს­ობაშია, ის მოვიდაო, დაპირდა ფული და მისცაო, ჩვენ ვუთხარით, რომ გადაადგილების საშუალებაც კი არ გვქონდა-მეთქი, დაპირდით მაინცო.  მოსახლეობის მოტყუებას მირჩევნია რეალური სიმართლე  ვუთხრა მას. აქედან გამომდინარე, გულით მეცოდება ,,ოცნების“ ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იმის გულ­ისთვის, რომ უარი ვერ უთხრა მეზობელს, ახლობელს... რას იზამს ეს ამომრჩეველი? ერთხელ მი­იღებს 100  ლარიან დახმარებას, 4 წელიწადში მაქსიმუმ - 400 ლარს. მისი არჩეული, გადა­თვა­ლეთ, ახალი ხელფასებით 4 წელიწადში რამდენ ფულს წაი­ღებს სახლში?! ბევრი ვერ საზ­ღვრავს იმას, რომ სამჯერ მაინც გაუძვირდა ცხოვ­რება.
ოპოზიცია მალე დაიწყებს სხვა­დასხვა საკითხების შეს­წავლას.  უკვე იცით, რომ სულ ახლახან აქციები გამართა სოციალურმა სამსახურმა. მძიმე პირობებში უწ­ევთ ამ სამსახურის თანამშ­რო­მლებს მუშაობა. დავა­კვირ­დებით როგორ მუშაობენ მოსახ­ლეობასთან მაჟორიტარი დე­პუ­ტატები ან მერის წარმომადგენლები?! 
დარწმუნებული ვარ, რომ სოფ­ლის მოსახ­ლეობამ არ იცის ის, რომ მას შე­უძლია ზოგ­ი­ე­რთი  სა­ჭი­რო მე­დ­ი­კამ­ენტით  სარგებლობა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქვე­ყანაში 30 მილიონი ლარი იყო გა­მოყოფილი მე­დი­კამენტებზე სპეციალური პროგ­რამით და აქედან 10 მილიონი დარჩა აუთვისე­ბელი. წარმოგიდ­გე­ნიათ?! საქართველოში წამ­ლის ფული 10 მილიონი დარჩა აუთვისებელი, არც ეს წამალი იციან დღეს სადაა და არც ის იციან, შესაბამისი თანხა სად წავიდა?!
- აბა, რას აკეთებს ხელისუფლება, რაში იღებს ამხელა ხელფასებს?!
- გეთანხმებით, დღეს საკრებულოს უმრავლესობის 20 დეპუტატიდან 16 უკვე თანამ­დებობის პირია, თითოეულს 1500 ლარზე მეტი აქვს ხე­ლფასი და ვერ მეტყვის ვერ­ავინ, რომ მივიდა მოსა­ხლესთან და აუხსნა, რა შეღავათები აქვს ბენეფიციარს ნებისმიერ სოციალურ სფე­რო­ში, რომლითაც  უნდა ის­არგე­ბლოს... ვთვლი, რომ მოსა­ხლეობა, ურ­თიერთობიდან გამომდინარე, უარს ვერ ეუბნება ხმის მიცემაზე ამ ადამიანებს. არის კატეგორია ალ­ბათ 2500-მდე ადამიანი, რო­მე­ლიც უარს ვერ ეუბნება იმ 300 ლარს, რა გასამჯელ­ოს სან­აც­ვ­ლოდაც არის დასა­ქმებული ორ­განი­ზაც­იებში.
ჩვენ მოვითხოვეთ ა(ა) აიპიების სიები და საოცრება ვნახეთ მასში. 2014-15-16 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდით. მახსოვს ერთი დეპუტატის განცვიფრებული სახე, შემოვიდა და თქვა, ოცდაათ კაცს სძინავს სპორტულ ცენტრშიო, 10  დღეში ამ ოცდაათი უსაქმურის გასაღ­ვი­ძებლად მოადგილე დანიშნეს. ახ­ლა მოვიკითხე და რას ვხედავ, 80 კაცზეა ასული სპორტული ცენტრის თანამშრომე­ლთა რაოდენობა. 78 თანამშრომელი იყო დასუფ­თავების სამსახურში და მიგვაჩნდა, რომ 10 თანამშრომელი იქაც ზედმეტი იყო, 250-ია ახლა. საოცრება ისაა, რომ აქედან 50 თან­ამ­შრომელი სამსახურში არ დადის, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც  ,,ოცნება“ მართავდა წინასაა­რ­ჩევნოდ. ეს ხალხი სამსახურში არ დადის, მაგრამ მასის შესა­ვსებად იყენებს ,,ქართული ოცნება.“
- ახლა ხომ იწყება რეორგანიზაციები ა(ა)იპიებში? 
- ოფიციალური წერილი გააგზავნა ალექსანდრე სარიშვილმა ეს ხალხი არ გვჭირდება და 25 პროცენტი გაუშვითო.
- კარგი დავუშვათ დასაქმებულია 2500 კაცი. დანარჩენი? 
- ახლა რა ხდება? ოჯახის წევრი წასულია უცხ­ოეთში და აგ­ზავნის იქ­ედან ფულს, მილიარდნახევარი  ხომ უცხოე­თიდან შე­მ­ო­სული თა­ნხაა და ამით ცო­ცხლობს სა­ქართველო.  სამწუხა­როდ, ჰგონია  ასეთი ოჯახის წევ­რს, მან თუ ოცნებას  არ  მისცა ხმა, დაკარგავს ამ ფულს. ესაა მორიგი ტყუილი და  უბედურება. ის კი არ იცის, რომ თუ ოპოზიციას მისცა ხმა, სწორედ ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ მისი ოჯახის წევრი მალე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში.
- ნებისმიერ რიგით მოქალაქეს თუ მას აღიარებს სოციალური სამსახური სოციალურად დაუცველად, აქვს საშუალოდ 50 ლარი, ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი საქსტატის დათვლით 219 ლარია და ის 300 ლარი, რომელიც არის ზოგიერთვისთვის არაოფიციალური სოციალური დახმარება ბევრ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ბაღის თანამშრომლებმა რა ქნან, როცა ასე მცირე ხელფასები აქვთ? 
-არავის შეურაცყოფას არ მივა­ყენებ, უბრალოდ ვიტყვი ერთ რაღაცას. გამგეობის შენობაში უბრალო სამეურნეო მუშაკს აქვს 700 ლარი ხელფასი. ამ პანდემიის პე­რიოდში მთა­ვარ ეპი­დე­მი­ოლოგს აქვს 750 ლ­არი ხელფასი. არ­ის ა(ა)ი­პიები ხე­ლმ­ძღვა­ნ­ელს აქვს 1000 ლარი ხელ­ფა­სი, მოადგილ­ეს 900 ლა­რი. ისეთი გამოგონილი სამსახურები და თანამ­დე­ბო­ბებია ა(ა) იპიებში, გაგიჟ­დებით, რომ გადახედოთ. თქვენც მიხ­ვდებოდით ალბათ არჩევნებამდე გა­დაყვითლდა მთელი ქალაქი, თუკი ვინმე გარეთ ვაჭრობდა, ყველას ჩააცვეს ეს ყვი­თელი ფორმები და ზოგი მეველედ დანიშნეს და ზოგი სად...
ამას წინათ, პატარა ხის ნაჭერით ვნახე სპორტულ ცენტრთან, ლანჩხუთლებისთვის დიდად დაფ­ა­ს­ებული ადამიანი. ვიკითხე, რაში სჭირდება ეს მეთქი. მიპასუხეს:  შენობაში ვერ ეტევიან და გარეთ ბარდიურზე დებს ამ ხის ნაჭერს  და ჯდებაო.
- ხალხი ეძებდა დასაყრდენ ძა­ლას, ვის გამოც არ მისცემდა ხმას ,,ოცნებას.“ ეს ძალა არ გამოჩნდა. რა იყო ამის მიზეზი თქვენი აზ­რით?!
- მე უფრო მეტს ველოდი ჩვენი ოპოზიციური სპექტრისაგან. ვფიქ­რობდი,  რამდენიმე პარტიიდან იქ­ნე­ბოდა წარმომადგენელი საკრე­ბუ­ლოში. გამოდის, რომ  ძალიან სუსტად იმუშავა ოპოზიციამ.
ჩვენ მუშაობის სტილი უნდა შევცვალოთ,  ნიკა მელია  იყო ჩა­მოსული და თქვა: არჩევნებიდან არ­ჩევნებამდე თუ გაჩერდა ოფისი, სერიოზულ შედეგს ვერ მივიღებთ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე რომ ოფისი გაიხსნება, ის არის ორიენტირებული მარტო იმ ორ თვეზე. ახლა უკვე ოფისი გაიხსნა, რამდენიმე ადამიანი დასაქმდება. საკრებულოს წევრები მივაწვდით ყველა ინ­ფორმაციას, მათ ექნებათ გა­დაადგილების საშუალება, იმისა­თვის, რომ მივიდნენ ყველა ოჯ­ახში, შეხვდნენ მოსახლეობას. ასე მოსახლეობას უფრო ექნება და­საყრდენი ჩვენი მხრიდან. მე ვფი­ქრობ, რომ ყველა ოჯახში უნდა შეხვიდე. თუ ეს არ გააკეთე და მიეჩვიე იმას, რომ  მაინც მომცემენ ხმასო,  შედეგს ვერ მივიღებთ.
- დასაწყისში ახსენეთ აკეთთან დაკავშირებით.  მოვუსმინეთ წინა საკრებულოს სხდომას, სადაც თქვენ დასვით შეკითხვა სოფელ აკეთში ცენტრალური გზის მშე­ნებლობის  შესახებ, მიუხედავად ამდენი დაპირებისა,  ამ ზამ­თარ­შ­იც იგივე მდგომარეობაა. ჩვენც ვიკითხეთ ამის შესახებ და ვერაფერი გავიგეთ.
- ვერც გაიგებთ, მე პირველ რი­გში აკეთლებისგან ვერ გავიგე, ის მხარდაჭერა, რაც მიიღო მმარ­თველმა პარტიამ, სოფლიდან სამჯერ გამოშვების შემდეგ.
ეს რა არის  იცით? რაც ვნახე ღმერთმა ყველას შეარგოს. იქ რი­გდებოდა ფული. ხალხმა აიღო   400  და 500 ლარი  წამლის ფული. მათ მართლაც უჭირთ. ის წამლის ფული მათ შეეძლოთ მი­ეღოთ სახელმწიფოსაგან, მაგრამ ამის შესაძლებლობის შესახებ მათ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, ყველამ უნდა იცოდეს, მას სახელმწიფო  რას აძლევს. ასეთ შე­მთხვევაში ის აღარ აიღებს სამო­წყალო ფულს.
რაც შეეხება გზის თემას: ჩვენ როგორც გვითხრეს (ვნახავთ, ამასაც გადავამოწმებთ), თითქოს პროექტი გაკეთებულია. შარშანწინ რაც გვქონდა ინფორმაცია, პროექტიც მზად იყო, ტენდერიც უნდა გამოცხადებულიყო და დაფინანსებაც მონახული იყო. ახლა გვეუბნებიან, რომ მარტო პროექტია გა­კეთებული, დაფინანსება არ არის მონახული. გამოდის, რომ არც მუნიციპალური განვითარების ფო­ნ­დი  და არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეუწუხებია ვინმეს, რომ ეს თანხა სადმედან მოი­ძებნოს, ამიტომ ვერ გეტყვით აკეთთან დაკავშირებით რა იქნება.
- ჩვენ ხშირად ვწერთ, რომ ხალხი მიდის სოფლიდან და ეს მართლაც ასეა. იქნებ იკითხოს ვინმემ, ხალხი თუ არ გყავს გზა რად გინდა?!
- საბედნიეროდ, არ ვიცი პანდემიაა ამის ხელშემწყობი, თუ სხვა რამ, უფრო მეტად დედაქალაქიდან ნელ-ნელა ბრუნდებიან სოფელში, ცდილობენ სა­კუთარ კარ-მიდამოს მოუარონ და იქ მეურნეობა გამართონ. ადამიანები საკუთარი ძალებითაც ცდი­ლობენ გაამაგრონ სოფელი, მაგრამ სახელმწიფოსგანაც საჭირ­ოა ძალ­ისხმევა, რომ არ შეჩერდეს ეს პროცესი. ინფრასტრუქტურა, გზა, წყალი და გაზი არის აუცილებელი სოფ­ლი­სათვის, რომ კაცი მივიდეს იქ და საქმე გააკეთოს, იცხოვროს.
 - რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, დღევანდელ პირობებში ალბათ ზღაპარია ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მიწის დამუ­შავება, სასოფლო-სამეურნეო ტექ­ნი­კით აღჭურვილი ორგანი­ზაცი­ების არსებობა არის ალბათ აუ­ცილებელი. არ  მაქვს საუბარი კოლმეუნეობის მსგავს რამეზე,  კერძო სტრუქტურაზე ვსაუბრობ, ადამიანმა ადამიანად რომ იგრძნოს თავი და რიგიანად მიხედოს თავის მიწას. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ეს შესაძლებელი?!
- წინა ხელისუფლების დროს, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი გახლდით, მქონდა ეს პრეტენზია  ჩემს ხელისუფლებასთან. თუ მთლიანი, დიდი პროგრამა არ შემუშავდა სოფელთან დაკავში­რებით და სოფლის მეურნეობას თუ არ დაუბრუნდა გლეხი, ასე პატარ-პატარა პროგრამები შედეგს არ მოიტანს.
ჩვენ მაშინ უკრაინასთან დავი­წყეთ თანამშრომლობა, გვინდოდა საოჯახო მინი ჩაის ფაბრიკების გაკეთება.  ვფიქრობდით 600  სა­ო­ჯახო მინი ფაბრიკის დამზადებას, თითოეულ მინი ფაბრიკას მიებმებოდა მინიმუმ 10 ოჯახი. ეს იყო კარგი გამოსავალი იმისათვის, რომ მიტოვებული ჩაის ფართობები გადარჩენილიყო. არან­აირი ფასი არ უჯდებოდა საქართველოს ბიუჯეტს ეს საქმე, 17 ათასი დოლარი ნორვეგიამ დაგვიფინანსა და ,,კახოვკასთან“ დღესაც არის ურ­თიერთობა, მაგრამ ამ ურთიერ­თობას გამოყენება სჭირდება.  უზ­არმაზარი სავაჭრო კვირეული ტარდება იქ, 1200 კვადრატული  მეტრი ფართი დღე­საც აქვს ლა­ნჩხუთს დათმობილი  და არა მგონია, წასულიყო  ვინმე ბიზნესმენი და ეს გამოეყენებინა. 
ლანჩხუთში 2008-ში გავაკეთეთ საყანე ფართობებში მისასვლელი გზა. 3000 ჰექტარი სახნავი აქვს მარტო ქალაქს და დღეს ის მი­ტოვებულია საერთოდ. იმ დღეს, საკრებულოს სხდომაზეც ვთქვი, მგელი ამოვა აგერ საშენ მასალათა კომბინატთან სადაცაა.  მოსახ­ლე­ო­ბამ დატოვა საერთოდ ეს მი­წები გზის უქონლობის გამო. ხოლო ვინც მაინც არ მიატოვა, ისინი ჯაპანიდან აბაშის, გულ­ეკარის და კეთილარის გავლიათ მიდიან  და პატრონობენ თავიანთ ნაკვეთებს. თუ არ დარჩა რამე ერთიანი პროგრამა, რომ მოსა­ხლეობა ჩაერთოს სოფლის მეუ­რნეობაში, არაფერი გამოვა.
გე­ტყვით კიდევ,  ამ თემას ვამ­ზადებთ და  ახლა შეიძლება მოუ­მზადებელი იყოს, მაგრამ თქვენ გე­ტყვით: სახელმწიფომ 300 ათასი ლარი მისცა. ყველის და რძის, მიმღები საწარმო გააკეთეს ლა­ნჩხ­უთში. არავინ არ აკონტეროლებს ახლა, ის ქარხანა მუშაობს  თუ არ მუშაობს? მერე ცნობილმა ლან­ჩხუთლებმა მოკი­დეს ხელი. მიატოვეს სხვა რაიონი ჩამოვიდნენ აქ,  დღეს ის ხალხი წვალობს. რაიონის ერთი პირველი პირი არაა ნამყოფი საწარმოში და არ უკითხავს იქ რა ხდება და საე­რთოდ არ მოუკითხავს ამბავი. მე რომ ვიყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ლანჩხუთს ამ პროგ­რამაში კიდევ აღარ მივაღებინებ მონაწილეობას  და მოვთხოვ იმ 300 ათასით თუ რა შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა. ასეთი თემები თუ არ იქნა წამოწეული, სოფლის მეურნეობას ძალიან გაუჭირდება.
- უამრავი რამ ჩამოთვალეთ. რა არის პრობლემა ვიცით და მოს­ახლეობაც ხედავს, თუმცა რა უშველის ამას მთავარი ესაა...
- რა უშველის და ხელისუფლე­ბის გამოცვლა.
- ცოტა რამ იმ მდგომარეობაზე რაც უკრაინაში ხდება?
- გამაოგნა იმ რეზოლუციამ, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. წარ­მოგიდ­გენიათ? საქართველოს პა­რლამენტი იღებს რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით  და რუ­სეთი საერთოდ არაა ნახსენები. საოცრება არის რა?! რეზოლუცია როცა მოიტანეს შეთანხმებულად ეწერა შიგ ,,ნატოც“ და რუსეთიც. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეს შეიცვალა. ,,ქარ­თული ოცნების" წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მცდელობა არ დაუ­კლიათ, რომ რეზოლუციის ტექ­სტში გათვალი­სწი­ნებული ყოფილიყო ყველა ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფის ინტერესი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, რეზოლუ­ციის ერთობლივი ტექსტის მიღება ვერ მოხერხდა „დეტალებისა“ და „სიტყვების“ გა­მო და რეზოლუციას მხარდა­საჭერად საგარეო ურთიე­რთო­ბათა კომიტეტი დაარე­გის­ტრირებსო.
- პანდემიასთან დაკავშირებით გვითხარით რამდენიმე სიტყვით.
- 10 მილიარდი დოლარი აიღო ქვეყანამ ვალად, რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ლამისაა 22 ადამიანი აზის ერ­თმანეთს თავზე ,,ავერსში". საავადმყოფოს ორსართუ­ლიანი  შენობა გვაქვს და ნუთუ არ შეიძლებოდა იმ შენობის მოწესრიგება იმ დონეზე, რომ იქ განთავსებულიყო 50 საწოლი მაინც. ეს ფული არ მოხმარებია სავადმყოფოების მოწ­ეს­რიგებას, ხმარდება მეგობრების სასტუმროებს, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან მოთავსებული და იქაც ხეირობენ ,,ქართული ოცნების~ შემომწირველები.
- ერთი პერიოდი თქვენ თქვით, რომ წახვედით პოლიტიკიდან და აღარ ჩანდით. რა იყო ამის მიზეზი?
- 2012 წელს წავაგე არჩევნები... ვფიქრობდი,  ფულიანი კაცი მოვიდა. მის ნამოქმედარს, სანამ პოლი­ტიკაში შემოვიდოდა, ყურადღებას ვაქცევდი. როცა კორპორაციაში ვმუშაობდი, საჩხერე-ჭიათურაში ხშირად მიწევდა ყოფნა. ასევე, იქ მეგობრები მყავს და საქმის კურში ვიყავი.  მართლა დიდი იმედი მქო­ნდა. ბევრ ფულიან კაცთან მქონია ურთიერთობა და ვიცი, ისინი ფულს როგორ იყენებენ, მაგრამ მაინც მქონდა იმის იმედი, რომ საქმეს გააკეთებდა, თუმცა როცა  მან მოსვლისთანავე პირვ­ელი 80 მილიონი დაიბრუნა უკან, მაშინ მივხვდი,  ივანიშვილი ხალ­ხის­თვის არ იყო მოსული. შედეგი? ყველა ვხედავთ, რომ დღითი დღე მატულობს ხალხის გადინება საზღვა­რგარეთ, ჩემი კუთხეც დაცლილია ხალხისგან, უმრავლესობა წასულია.
ამ სახეებს რომ ვუყურებ ზოგ­ადად, ესენი თავისით გადა­წყვეტი­ლებების მიმღები არ არიან, ჩემი ხუთი წლით აქ გამგებლობის პერი­ოდში ერთხელ არ მახსოვს, ან მინისტრს, ან მაჟორიტარს, ან გუბერნატორს დაერე­კოს ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის. ახლა რასაც აქ ვუყურებ, წილოსანის და ჩიგოგიძის გარეშე სა­რიშვილი ვერაფერს თავისით ვერ წყვეტს.  მე არ მინახავს მერმა თა­ვისით სპეციალისტი ვერ და­ნიშნოს, ესაა სირცხვილი!..
- თითქოს ისე აირია ყველაფერი, ვეღარ მიხვდები რითი უნდა შეშფოთდე. სამწუხაროდ, იმდენ დილემას  ვაწყდებით, გაანალიზებასაც ვეღარ ვასწრებთ, თქვენ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მეშინია დაუსჯელობის სინდრომის. ამის ძალიან ბევრი ფაქტია. ბოლო ხანებში თუნდაც პოლიციელის მიერ ახალგაზრდა შშმ პირის ცემის ფაქტი; ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის შემთხვევა და ასე შემდეგ...
- შეცდომები, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაუშვა?
- ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო უამრავი შეცდომა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილო­ბდით მოგვესმინა სხვებისთვის და რეაგირება ყოფილიყო.  დღეს არის ასეთი მიმართულება _ ილაპარაკე რაც გინდა, რეაგირება _ ნული.
- წარმატებებს გისურვებთ!

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 781
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა