ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მზია კვირკველია: ,,თითოეული გადარჩენილი ქალის სიცოცხლე არის ჩემი სტიმული, ჩემი ახალი სიცოცხლის დასაწყისი...“

მზია კვირკველია: ,,თითოეული გადარჩენილი ქალის სიცოცხლე არის ჩემი სტიმული, ჩემი ახალი სიცოცხლის დასაწყისი...“
28-01-2022, 16:47

 დღეს ვესტუმრეთ ლანჩხუთის ყვე­ლაზე ,,ძლიერ ქალბატონებს”. მათ, გარდა ბევრი კარგი საერთო თვისებისა, აკავშირებთ ის, რომ არიან ონკოპაციენტები.
,,ჰო და არას” სტუმრები არიან ქალბატონი მზია კვირკველია, ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი და მასთან გაერთიანებილი ქალბატონები.
- დიდი მადლობა ინტერვიუს­თვის, მინდა მოგვიყვეთ ისტორია, როგორ გაჩნდა იდეა, რომ თქვენ უნდა დაგეფუძნებინათ კლუბი, რო­მელმაც უამრავი ქალბატონის სიცოცხლე იხსნა?
- დიდი მადლობა, ჩვენით რომ დაინტერესდით!
დავიწყებ იმით, რომ 2008 წელს, როდესაც პირველად სკრი­ნინგის პრო­ექტით გავიკეთე კვლევა და აღმომაჩნდა მკერდის ავ­თვისებიანი სიმსივნე, ეს იყო შო­კი, ტრაგედია, არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახი­სთვის, თით­ქოს დავკარგე ცხოვრება და დავ­კარგე ყველაფერი. რამაც გად­ამაწყვეტინა მებრძოლა, ეს იყო შვი­ლები.
გავიკეთე ოპერაციები, აღმომა­ჩნდა მეორე სტადიის მეორე გრეიდი, გავიკეთე ქიმიოთერაპიები, სხეულის თერაპიები, გორმონალური, ანუ სრული კურსი და 12 წლის გა­ნმავლობაში დავამარცხე დაავა­დება, გავიმარჯვე და მივხვდი, თუ რა ტკბილია და რას ნიშნავს სიცოცხლე. როდესაც ავადმყოფობის შესახებ გავიგე, ფსიქოლოგიურად ვიყავი ძალიან მძიმედ. ძნელია ადამიანმა, მარტომ გადა­ხარშო თუ  რას ნიშნავს კიბო,  თითონ სიტყვა გაშინებს, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კიბო არ არის განაჩენი.
შემომეხმიანენ და გავწევრიანდი თბილისში გამარჯვებულ ქალთა კლუბში, იქ  კლუბის პირველი წე­ვ­რი ვიყავი და იქ მივხვდი რას ნიშნავდა ურთიერთობა, ერთობა და გადავწყვიტე, რომ ლანჩხუთის მუ­ნიციპალიტეტში დაგვეფუძ­ნე­ბი­ნა ან­ალოგიური ფილიალი.
სულ პირველად ვიყავით 12 ქა­ლბატონი გაწევრიანებული, ანუ მო­ვიძიე ინფორმაციები, მათთან ოჯ­­ახებში შევდიოდი. სტიგმა, რო­მელიც არსებობდა მაშინ, ძა­ლიან მინდოდა რომ დამერღვია. კლუბში მყავდა ქალბატონი, რომლის მე­უღლე მოვიდა ჩემთან გაკვირვებული მეკითხებოდა, „რა უქენი ას­ეთი ჩემს მეუღლესო, ჭიშ­კრამდეც კი არ გამოდიოდაო.“ მოკ­ლედ, გავ­ერ­თიანდით და შევ­ქმენით ერთი დი­დი ოჯახი, რომე­ლიც ერთ­მანეთის გვე­რდით ვართ, ერთ­მანეთს ვეხ­მარებით  წამო­დგომაში. დაცემ­ულის წამოდგომა ძნელია თუ მას არ მიე­შ­ველები, მე რაც გა­დავიტანე და რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, არ მინდა თითოეული ჩემი ქალბატონის ოჯ­ახის წევრმა გადაიტანოს, ამიტომ ვეხმარებით ერ­თმანეთს, აქ იმდენად ვართ ერთმა­ნე­თთან გა­­ხ­ს­ნი­ლი, ყვე­ლ­ა­ფ­ე­რი ვიცით ერ­თმა­ნეთ­ის შეს­ახებ, თით­ოე­ული გა­­­დარ­ჩენილი ქა­­ლის სიცო­ც­ხლე არის ჩემ­თვის სტიმული, ჩემი ახ­ალი სი­ცო­ცხ­ლის და­სა­წყისი. მე ამ­ან მიმიყვანა აქ­ამდე, ამან გა­მაძ­ლი­ერა, ამან მომცა ძალა.
დღეს 28 ქალბატონია კლუ­ბში. ჩვენი გარანტიაა ყველა კვლე­ვა,  რომელსაც ვი­კეთებთ წე­ლი­წა­დ­ში ერ­თხელ და ფსიქო­ლო­გი­ური ვარჯი­შები,  შემ­დ­გომი რე­აბ­ილ­ი­ტ­აციაა მთა­ვა­რი, თორემ ოპ­­ერ­აცია არ არ­ის არაფერი.
შემდგომი რე­აბილიტაცია არ­ის ძალიან რთუ­ლი. მო­კვეთილი მკერდის შე­მდეგ ხდე­­ბა ხელის მოძ­რაობის შე­ზ­ღუ­დ­ვები, კუნთე­ბის და­ქვეითება და ასე შემდეგ. ჩვენ თი­თქმის ყველა ვართ ხელით ინვალიდები, ამიტომ არის ეს ვარ­ჯიშები აუ­­ცილებელი, რომ ჩვე­ნი ხელი სამუდამოდ არ ჩაიკეტოს და ცოტათი მოძრაობა გვქონდეს. შე­მდგომი რეაბილიტაცია არის, როდესაც ქიმოთერაპიებს მოჰყვება საშ­ინელი დისკომფორტი, დეპრესია. აი, ამ დროს ვუდგევართ ერთმანეთს გვერდით. მჯერა, ჩვენ აუცილებლად გავი­მარჯვებთ. ჩვენ ვის­წავლეთ, რომ ეს არ არის განაჩენი და ქიმია არის ის, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ამის შემდეგ ჩვენ ვიყოთ ძალიან კარგად, ვაკეთებთ სკრინინგის პროგრამას და მე მინდა ზუსტადაც აღვნიშნო, რომ ბევრი გა­და­რჩენილი ქალბატონი გვყავს.
- როგორც ვიცი, საკმაოდ ძვირი ჯდება ოპერაცია, ქიმიოთერაპიები, მკურნალობა, როგორ პოულობთ საჭირო ფინანსებს?
- შემდგომი რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ტომოგრაფიები, ექოსკოპიები, სის­ხლის ანალიზები, მარკერები, ძი­რითადად, რა თქმა უნდა, ეს ჯდე­ბა ძვირი და ერთერთი რეგიონი ვიყავით საქართველოში, რომელსაც გვქონდა პროექტი და მუნიციპა­ლიტეტი აფინანსებდა ამ თანხას, სადაც ეს ქალბატონები სრულიად უფასოდ მკურნალობენ. მიუხედა­ვად იმისა, რომ ვართ დაბალბიუჯეტიანი მუ­ნიციპალი­ტეტი, მაინც ხდე­ბოდა ამ ქალბატონების დაფინანსება, რი­ს­თვისაც დიდ მადლობას ვუხდით მერს, ალექსანდრე სარი­შვილს, რო­მელმაც სწორად გაიგო რას ნიშნავდა ეს და მხა­რდაჭერა გა­მოგვიცხადა.
- რამდენი ქალბატონი ხართ კლუბში ამ ეტ­აპზე?
- კლუბში ვართ სულ 28 ქალბ­ა­ტო­ნი, შე­ი­ძ­ლება ით­ქვას 32 თუ ფიბ­რ­ო­ა­დ­ენ­ო­მიან ქა­ლ­ბა­ტო­ნ­ე­ბსაც მი­ვ­ა­თვ­ლით.
კლუბი რა­საც ჰქვია, ეს არის ძუძ­უსკი­ბოიანი ნაოპე­რაც­ი­ები ქალ­ბა­ტონების შე­მ­დგომი რეაბი­ლ­ი­ტა­ცია, სწო­რედ ამ­აზე ა­რ­­ის კლუ­ბი და­ფ­უძ­ნე­ბული. სა­მწუ­ხაროდ ახალგაზრდა გო­­გო­ნ­ებიც მყავს კლუ­ბში, სულ პი­რველი კლუბის წე­ვრი იყო 32 წლის, რო­­მე­ლიც მადლობა ღმერთს, ძა­ლიან კარგად გრ­ძ­ნო­ბს თავს. ამის გარდა ვა­კე­თე­ბთ სკრი­ნინგის პროგ­რამას, ჩვენ დავდივართ ზუგდ­იდში, სა­დაც უფასოდ სკრინინგის პრო­ექტით ხდება ქალბატონების გასინჯვა.
3000 ქალბატონმა გაიკეთა სკრინინგი, მე ლანჩხუთშიც მყავდა ექიმთა ჯგუფი ჩამოყვანილი, რა­მოდენიმეჯერ და სრულიად უფ­ასოდ მოხდა მათი კონსულტაცი­ებიც. სულ 60-ზე მეტი ფიბ­რო­ადე­ნომის ოპ­ერაცია არის გა­კეთებული, ეს უკვე გადარ­ჩენილი სიცოცხლეა. 
- სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ?
- ვნახოთ, ალბათ ისევ გავა­გრძელებთ, ეს ისეთი შეკრული გაერთიანებაა... რამდენი ქალის სი­­ცოცხლეც გადარჩება, მე მემატება სიცოცხლე. მე არ ვეკუთვნი საკუთარ თავს, ჯერ ამათზე ვფი­ქრობ და მერე საკუთარ თავზე.
იამზე ჩხაიძე, 44 წლის:
- 33 წლის ვიყავი, როცა ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, სრულიად მო­ულოდნელად. ახლა კარგია სკრი­ნინგის პროექტები, რადგან ახ­ლა­ნდელი თაობა მეტად ჩახე­დული და ინფორმირებულია, მე რომ ცოტა ადრე მივსულიყავი, ალბათ უკვე ნაკლები პრობლემა მექნებოდა. ეს დამემართა, როცა ბავშვს ბუნებრივად ვკვებავდი, 2 წლისაც არ იყო რომ დავანებებინე თავი.
- რა შეგრძნება დაგეუფლათ რო­ცა გაიგეთ ამ სენის შესახებ? 
- წინასააღდგომო პერიოდი იყო, ხელი დამეტვირთა და დილით ვნა­ხე, რომ შესიებული მქონდა, როცა მივედი ექიმთან, ისე შემხვდა მივ­ხვდი რაც მჭირდა, მაგრამ ბოლ­ომდე ვერ გავიმეტე ჩემი თავი, რომ ეგ მეფიქრა. სიმსივნის ყველა თვისება მქონდა, მადლობა უფალს, რომ არ დავაგვიანე ექიმთან ვიზიტი, მადლობა უფალს, რომ მოვხვდი ქალბატონ მზიასთან და შემდეგ მზიამ დამაკვალიანა და გამიკვალა გზა!
რთულია ასეთ დროს შენს მდგომარეობაზე ფიქირი და პარარელურად ფინანსებზე, თუ სად უნდა მოიძო ამხელა თანხა, ის თანხა რომელიც ჰაერივით მნიშ­ვნელოვანია,მაგრამ მაშინ მთელი ჩემი ოჯახი და ლანჩხუთი გაერ­თიანდა და ჩემს შვილებს აჩუქეს დედა.
დიდი მადლობა ყველას, მახსოვს ოპერაციას როცა ვიკეთებდი, მთელი ლანჩხუთი იყო ჩამოსული.
- ახლა როგორც გეტყობათ, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ხართ, ბედნიერი ხართ, ნამდვილად ასეა?
- კი, არც კი მიტირია, რადგან ვი­ცო­დი ბრძოლად ღირდა, მე დედა გარდამეცვალა სიმსივნით, სარ­კ­ო­მით, რადგან მე ასე არ ვიყავი, ვიბ­რძლე და მეც გავიმარჯვე.
ნაირა დოლიძე:
_ 33 წლის ვარ. მე როდესაც გავიგე, 2020 წელს, როცა კოვიდმა მოიცვა მსოფლიო, როცა ჩაკეტილი იყო ყველაფერი, შევნიშნე მკერდზე წამონაზარ­დივით, არ მივედი არსად, როცა გავიგე, რომ ლანჩხუთში ჩამოდიოდა მამოლოგი მოვედი და გავესინჯე, არაფერია საშიშიო. დამენიშნა ოპე­რაცია, დაითესა ოზურგეთში და პასუხი როცა გავიგე ეს იყო ჩემ­თვის ძალიან მძიმე, მეგონა, რომ ეს იყო ცხოვრების დასასრული. 3 პა­ტარა ბავშვი მყავს. ბავშვები ლამის იყო მწყობრიდან გამოვიყვანე. შემდეგ უკვე ყველა ფეხზე დადგა, მამხნევებდნენ, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მე ხვალ აღარ ვიქნებოდი. შემდეგ წავედი თბი­ლის­ში, ბექა სამხარაძესთან, გავიკეთე ოპერაცია, ისევ დაითესა და შემდეგ მოვიდა პასუხი: მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, გავიკეთე ქიმიის კურსი. ახლა დიდი შემარ­თებით ვარ და მეც ჩამინერგა ქალბატონმა მზიამ, რომ კიბო განაჩენი არ არის. ახლა ვარ დიდი შემართ­ე­ბით და ვფიქრობ, რომ ჩემს შვი­ლებს ვჭირდები, ესაა ჩემი მოტივაციის წყარო.
ღმერთს მადლობა, რომ დღეს მე ვარ ჯანმრთელი, დავამარცხე სიმსივნე. რომ არა მზია, წარმოდგენაც არ მინდა, მზია არის ჩემი დედაც, დაქალიც და მეგობარიც, ექიმიც, ღმერ­თიც... 
მადლობა მას, რომ თითოეული ქა­­­ლ­ბატონის გვე­რდით უანგაროდ დგას.
ნინო აფხაზავა, 69 წლის:
_ 7 წელია რაც გა­­­ვიკეთე ოპერაც­ია, მკერდი მოჭ­რი­ლი მაქვს. ფი­ქრით და დარდით არ მე­ძინა, სკრი­ნი­ნგის პრო­ექტის ფარ­გ­ლებში დადიოდა მა­­ნქანა, გამსინჯა ახალგაზრდა ბიჭ­მა, გამიშვა ბათუმში, თავიდან არ ვამბობდი სახლში, დავმალე. მერე გა­იგეს და წამიყვანეს საოპერაციოდ. ჩემი და მზიას შვილი მეგობრები არ­იან. სუფრაზე ჩამოვარდა საუბარი მზიას შესახებ, მზიას შვილმა ის­აუბრა დედამისის სენზეც, ჩემმა შვილმაც თქვა ჩემზე, ეს გაიგო მზიამ და 7 წელია ჩემთვის ხელი არ გა­უშვია. როგორც წიწილი არ ვარგა უკრუხოდ, ისე ვართ ჩვენც მზიას გარეშე.
ახლა ვარ კარგად. მეც დავამტკიცე, რომ კიბო არ არის განაჩენი. ორი დღის წინ დავურეკე მზიას, მზიაკო მტკივა ხელი, რა იქნება მიზეზი? პასუხი ასეთია: მოერიდე და მო­უფრთხილდი ხელს. ღმერთო მზია გვიმყოფე კარგად!
ირმა გრძელიძე 53 წლის:
4 წლის წინ ერთ-ერთი კვლევის დროს, სკრინინგ ცენტრში დამიდგინდა მკერდის სიმსივნე და სასწრაფოდ გამიკეთეს ოპერაცია. აღმომაჩნდა პი­რველი სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, მანამდე არ ვიცოდი მზიას შე­სახებ, როცა ჩამოვედი ლანჩხუთში მითხრეს, რომ იყო ასეთი კლუბი, ქალბატონი მზიას ხელმძღვანე­ლო­ბით. მოვედი აქ და დამხვდა სითბო, თანადგომა, ოჯახური გარემო. აქ არის მეორე ოჯახი, სადაც ყველას ერთი ტკივილი გვაერთიანებს. ერთ­მანეთს ადვილად ვუგებთ და ისე არავის ესმოდა ჩემი, როგორც აქ. მეც დავამარცხე სიმსივნე და მივხვდი, რომ კიბო არც ჩემთვისაა განაჩენი.

              ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 898
FACEBOOK კომენტარები