ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთმანეთის იმედად ყოფნას და გვერდში დგომას გისურვებთ!

ერთმანეთის იმედად ყოფნას და გვერდში დგომას გისურვებთ!
17-01-2022, 12:30

90 წელს გადაცილებული დედაჩემი ახლაც იხსენებს. იგი ფაშიზმთან მეორე მსოფლიო ომის დროს ფოთში ცხოვრობდა. ზრდასრული ადამიანები, ძირითადად ქალები, უმძიმეს სამუშაოებს ასრულებდნენ. მამაკაცები ფრონტზე იყვნენ გაწვეული. არასრულწლოვან მოზარდებს შედარებით მსუბუქი, მაგრამ პასუხსაგები საქმე ჰქონდათ მინდობილი. სახელმწიფოსაგან გამოყოფილ პურს 300 გრამი ოდენობით აფასოებდნენ და პასუხისმგებელ პირთან ერთად მკაცრად აღრიცხული სულადობის მიხედვით ოჯახებში მიჰქონდათ. დღეში 300 გრამი პური სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ყოფილა. 
დაცარიელებული მაღაზიები საერთოდ არ იღებოდა. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, იგონებს დედაჩემი, ადამიანებს შორის ყოფილა საოცარი თბილი დამოკიდებულება და თანადგომა. ქალაქის ცალკეული უბანი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ვცხოვრობდით და ერთად ვუმკლავდებოდით განსაცდელსო. 
ომის შემდეგ ასეთ თემაზე არა ერთი პროზაული ნაწარმოები და კინოფილმი შეიქმნა. მარტო ჩვენი კუთხის სულმნათი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შედევრები რად ღირს. წარმოდგენა არ მაქვს დღევანდელი ახალგაზრდობა თუ კითხულობს ასეთ ნაწარმოებებს, ან სკოლაში თუ ასწავლიან. 
რამდენიმე დღის წინ, რომის პაპის საახალწლო მიმართვას მოვუსმინე. მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი ადამიანებს შორის სოლიდარული დამოკიდებულების აუცილებლობაზე საუბრობდა. ამ დროს, ჩვენს ხალხს ერთმანეთის იმედად ყოფნის და გვერდში დგომის წინაპრებისაგან უხვად დატოვებული საამაყო წარსული გაგვაჩნია. სწორედ ასეთი იმედით და განწყობით გილოცავთ შობა-ახალ წელს და გურულ კალანდობას!
თქვენთან ერთად ვისურვებდი სიკეთისა და სიყვარულით სავსე ცხოვრებას, რაც ახლა ასე გვაკლია და მოგვნატრებია.

      ომარ ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 645
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა