ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საფუძველი ჩაეყარა შემოქმედთა მუზეუმისა და ჰოლანდიელი ხალხის მეგობრობას

საფუძველი ჩაეყარა შემოქმედთა მუზეუმისა და ჰოლანდიელი ხალხის მეგობრობას
12-01-2022, 12:53

ღვთიური მადლი თუ ქალბატონ დარეჯან ბიწაძის საქმისადმი ერთგულება და სიყვარული, არ ვიცი რა ვუწოდო იმ ფაქტს, რომ შემოქმედთა მუზეუმი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობს. 
2022 წელიც საინტერესოდ დაიწყო. არ წყდება ინტერესი თითქოს და პატარა, მაგრამ დიდი საქმეების მაკეთებელ ,,სავანეზე".  ამაში, რა თქმა უნდა, შემოქმედთა მუზეუმის ერთგული მეგობრებიც არიან  ჩართულნი, ყველას ერთი სურვილი ამოძრავებს, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს ფონდის გამდიდრებაში. 
სულ ახლახანს საფუძველი ჩაეყარა შემოქმედთა მუზეუმისა და ჰოლანდიელი ხალხის მეგობრობას, რაშიც წვლილი მიუძღვის მუზეუმის ერთგულ მეგობარს ჯანო ქინქლაძეს, მისი დაინტერესებით მუზეუმს ესტუმრა დიდი ქართველის, ჰოლანდიელთა მეგობრის, სამწუხაროდ აწ გარდაცვლილ ლევან გოლიაძის ცოლის ძმა, ბატონი მამუკა ჩხაიძე, რომელმაც პირობა დადო, ჰოლანდიელებს, რომლებიც ლევან გოლიაძის დამსახურებით ხშირად სტუმრობენ საქართველოს, აუცილებლად გააცნობს შემოქმედთა მუზეუმს, დიდი ღონისძიებით.
პირველ რიგში მუზეუმში მოეწყობა ლევან გოლიაძის კუთხე, მუზეუმის ფონდს შეემატება მისი ფოტოები და ნივთები. ლევან გოლიაძე 15 წელი ანსამლ ,,ერისიონში" მღეროდა. 23 წელი ტურიზმით იყო დაკავებული, ჰყავდა ხუთ კაციანი ანსამბლი ,,ხარება და გოგია." ის, რომ დღეს ათასობით ჰოლანდიელი არის დაინტერესებული ქართული ფოლკლორით და უძველესი კულტურით, მისი დიდი დამსახურებაა, 23 წელი ცოტა არ არის, რომ მეგობრობა გაღრმავებულიყო. მაკვანეთში დაბადებულსა და გაზრდილს, აცანა შეყვარებია, რომელიც მეუღლეს ბიძამ აჩუქა. სწორედ აცანაში, თავისი ხელით გაშენებულ სამოთხეში მასპინძლობდა ჰოლანდიელ სტუმრებს. ბატონა მამუკამ გულდაწყვეტით აღნიშნა, მას ამ მუზეუმის შესახებ თავის დროზე რომ ცოდნოდა, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდაო. ბევრი რამ არ დასცალდა ბატონ ლევანს, აცანაზე შეყვარებული 61 წლის ასაკში აცანის მიწას მიაბარეს, დატოვა შესანიშნავი მეუღლე, ორი ვაჟი და შვილიშვილები. არც ერთი კადრი არ გამქრალა უკვალოდ, ყოველი სტუმრობა ჰოლანდიელებისა, ლევან გოლიაძემ დოკუმენტურ ფილმებად გადაიღო, შემოგვინახა ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გადაეცემა მომავალ თაობებს და მოუთხრობს ფესვგადგმული სიყვარულის შთაგონებით.

            ნინო ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 388
FACEBOOK კომენტარები