ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ზამთარი და საახალწლო მილოცვა

12-01-2022, 12:35

პირველ რიგში ჩვენს პარლამენტს, 
უნდა ვუძღვნათ გულით ქება
და ვუსურვოთ მომავალში 
,,გამარჯვება“ და ,,გამარჯვება“.
მინისტრებსაც მოვუწოდოთ,
მთავრობას ნუ ჩამორჩება,
მივულოცოთ მოკლე ხანში
თბილ სკამებზე აცოცება.
ძალოსნებიც მოვიხსენოთ,
ეს ზრდილობის ვალი არის,
მართალს გეტყვით ეს სტრუქტურა
ძალზედ შესაბრალი არის.
მშიერ ხალხზე
ჩვენ რაღა ვთქვათ,
გამიჩერდა პირში ენა,
მაშ, დავფიქრდეთ, 
რას კადრულობთ,
როგორ უძლებთ ამ შერცხვენას.

ნათელა სეფისკვერაძე
პენსიონერი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 53
FACEBOOK კომენტარები