ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაზე მსჯელობენ გურიაში ალაგესთან?

რაზე მსჯელობენ გურიაში ალაგესთან?
29-12-2021, 14:39

სულ ცოტა რჩება ახალ წლა­მდე. ბა­ზარში შედარებით იაფი მხოლოდ ჩიჩილაკია. ამ ყველაზე უფრო გართ­ულებულ დროში, კიდევ ერთი ბდღვი­ალა წელი შეგვემატება, ვეფხვის წელი თავის სიძლიერით და სიმშვენიერით შემოაღებას კარს;
პირში თქმა და ერთგული  სამსახუ­რი ყველაზე დიდი განძია, ყველგან და ყვე­ლაფერში გულახდილობა, არც თუ ისე იოლია, რაც ცუდ ტონად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ქვეყნის ,,მამებს“ რა მოეწონებათ, იმაზე ფიქრით თავის და­ღლას, სჯობს თამამად ვთქვათ, გურ­იაში ალაგესთან რაზე მსჯელობენ? ყოველგვარი სიკეკლუცის მიუხედავად ყველამ ვიცით, რა დროში, რა ვითარებაში და გარემოებაში შევდგით ფეხი.
,,კაი ხანი ვაგროვებდი ყველს, ზა­მ­თარში წველაც ნაკლებია, დღეს ჩავ­აბარე, ამ ფასად მარტო პურის ფქვილი და ერთი ბოთლი ზეთი ვი­ყიდე, კამფეტი რომ კამფეტია, ისიც ვერ მიმაქვს ბავშვებისთვის, ფასები იმხელა გახდა, მაღაზიაში შესვლა მეშინია. ბევრს აგიც არა აქვს, მე კიდო სხვაზე უკეთესად ვხვდები ამ ახალ წელს.  რას ვიზამთ მაინც გაგებით ვეკიდებით ყველაფერს, სულ ვიცინით, სიცილით ვეგებებით ბატონ კალანდას. თქვენც მოგილოცავთ წინასწარს სულ სიცილ-სიცილით შეხვედროდეთო" -  გვითხრა ავტობუსის გაჩერებაზე მდგო­მმა ახალგაზრდა ქალმა.
,,ახალ მივხთი რაფერი ყოფილა ნაღ­დი სიღარიბე. ააშენა ღმერთმა იმის  ოჯახი, ვინც ახლა იძახის: კაი ახალი წელი მოდისო, რა გინდათ სწორს კი ჩივა, ავალებენ და რა ქნას, ისიც მა­რთალია. ელანძე გააწყობ სუფრს, აგია რომე  ღარიბი კაცის პურმარილი ყო­ველთვის ჯობიაო ხომ გაგიგონიათ.“  ასე შეაფასა დამდეგი ახალი წელი კიდევ ერთმა ჩვენმა თანაქალაქელმა.
კიდევ ასეთი: ,,არ ვარ ნასტავლი მარა, ენაგარეცხილი, ენაგადატყავებული  კაცი ნამეტანი მძულს, ენა ძროხისაა კაი, შემწვარი და ბროწეულგადარებული. კაცი ნამუსიანი უნდა".
,,სიტყვამ მეიტანა და გეტყვი, ბარე ორს შეიძლება ეწყინოს, მე ერთი უპარტიო კაცი ვარ და ვუყურებ ახლა რაც ხდება, ხომ გაგიგონია: ორი ჭიდაობდა და მესამე იკაპიწებდაო, თუ რომელიმე წეიქცა,  იმისკენ დევიძახებ ,,ლელოს,“ რომელიც მეერევაო, ასთე არ იყო ამ ცხრა წლის წინ?!  დურთა ყველაყამ ,,ოცნებაში“, ახლა მარჩიელი ხომ არ ვარ მაჯაზე შევატყო, რომელი დაძლევსო ასე ფიქრობენ დამიჯერე, რა ვქნა თქვენგან დაძრახვას არ მეველი, მარა ქვეყანა გამორჩენაზე ცხოვრობს, მასთე რომ არ ვარ, იმიზა ვარ ღარიბი, კატაც ლარიო იძახის. ბაღნები პირაფჩენილს რომ დამინახავენ, ბაბუა რას ჭამ, რაცხა ჩევენც გავაჭამეო. ნამუსი ერთ კაცს თუ აქ ჩვენსკენ,  მეც მაქ. აგერ ამ ხნის შევიქენი და ჯერ არკაცს არ უთქვამ და იგი დღეი ნუ მომასწროს, ვინმეს ეთქვას: ღმერთმა შეგარცხვინააო. ვატყობ, მე სეითაა სიმართლე და ასთე მართალი ვიქნები ყოველთვის, ისე გადღეგრძლოთ უფალმა, რავარც ჩემი ალალი გული დაგლოცავთ, ღმერთმა გუუმარჯოს ალალ და მართალ კაცს, ღვთის ძალამ გვიჩვენოს გზა, ჩვენ რომ გვიხაროდეს იმფერი ახალი წელი გაგვითენოს უფალმა!“ - ასე დაგვლოცა ხანშიშე­სულმა კაცმა.
ახალი წელი ახლოვდება,მზეც გვაქვს და თოვლიც, სევდაც და სიხ­არულიც, ხასიათიც და განწყობაც შესაბამისი, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში გულგრილად ვერ გაივლი, მარტო იმაზე ფიქრობ, რომ ესეც გა­ივლის! და მაინც იმედით ხვდები ახალს სიახლეებით დახუნძულს და მო­ლოდინებით აღსავსე წელს!
არც თუ დიდი ხნის ანეგდოტია: გურულს ეკითხებიან: რომელი მთა­ვრობა ჯობია, შევარდნაძის თუ საა­კა­შვილისო? სამივე რაის მაქნისია პა­სუხობს გურული. კი მარა მესამე რაღა შუაშია? რავა არ მუა თუ?! დიახ ახალი წელიც მოვა და ახლი მთა­ვრობაც, რავაც ჩვენში იტყვიან  ყოლისფერს მეესწრება კაცი. - ესეც ჩვე­ნებური პოლიტიკა.
ახლა შედარებით უფრო ახალი  მი­ნ­და გაგახსენოთ: „ გურული ადამი და ევა ბიძინა ივანიშვილთან ერთად სეირნობენ ედემის ბაღში, მხოლოდ გველი დაბოდიალობს იქეთ-აქეთ გა­მოშტერებული. რა გჭირსო, კითხეს ადამმა და ევამ
- სა წეიღო ამ კაცმა იი ვაშლის ხეი?!
სადაც არ უნდა წევიდეს იიი ვაშლის ხეი,  ყველა ახალი წელი მაინც ჩვენია, მალე დადგება ფეხბედნიერი, ძლიერი, ხვავით დაბარაქით სავსე ვეფხვის წე­ლი, ყველას გილოცავთ,  ალალი სი­ტყვის ძალა მოგცეთ! 
სიკეთით და ბე­დნიერებით შეხვედ­როდეთ!

               მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 511
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა