ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ტყის მუშაკთა და ბუნების ქომაგთა შეხვედრა

ტყის მუშაკთა და ბუნების ქომაგთა შეხვედრა
27-12-2021, 14:15

რა კარგი დღე გათენდა 20 დეკემბერი, თანაც სიმბოლური ოცი რიცხვი, მეტყევეები რომ ვხდებოდით სამსახურში ერთ­მანეთს. რა სიყვარული იყო და როგორი მოფ­ერება. მაშინ, ოც რიცხვს როგორი სიხარუ­ლით ველოდით, მაგრამ 2021 წლის 20 დეკემბერი ხომ საერთოდ შეუდა­რებელი გა­მო­დგა. თურმე როგორ გვყვარებია და მოგვნატრებია ერთ­მა­ნეთი,  ენით გამ­ოუ­თქმე­ლია. მრავალი ჯი­ლდო მიმი­ღია სხვადასხვა სამ­სახურში, მაგრამ გან­საკუ­თრებულია გუშინ­დ­ელი დღე, როცა იღვ­რე­ბოდა 16 ადამიანის მონატრების სუფთა და ალალი ცრე­მლები. სიყვა­რუ­ლით სავსე გულები შეხვდა ერთმანეთს. მადლობა ბახვა და მიხეილ ღლონ­ტებს, რომლებმაც მიგვიპატიჟეს ტყის ბინაში, სა­დაც ჩიტების ჭიკ­ჭიკი ისმოდა, რომელსაც უე­რთ­დებოდა ჩვენი სიხარულიანი ზლუქუნი. მე არ ვიცი რა დავა­რ­ქვა ამას, ეს ხომ სასწაულებრივი დღე იყო. ნამდ­ვილად ვა­მა­ყობ ამ ურთიერ­თო­ბით, ღმერთ­მა ყველას გაჩუქოთ ასეთი სიყვარული და სიხარ­უ­ლი. ამ დღეს ბევრი ვერ მოვიდა ჩვენთან, გადა­უდებელი საქ­მეების გამო, რამაც იქონია გავლენა ჩვენს შეკრე­ბა­ზე. ჩვენ გავი­ხ­სენეთ გარდაცვ­ლილი მე­ტყევე მეგობრები, მათ მაგივრად მოვი­წვიეთ მათი შვი­ლები. ჩვენს სა­მხიარულო მაგიდას უსხდნენ მა­მა-შვილი ბახვა და მიხეილ ღლო­­ნტები, აკაკი ურუ­შაძე, შა­ქრო პატარაია, ლევან ზოიძე, ხვი­ჩა მეგრელაძე, ემზარი გოგ­ეშ­ვილი. აგრეთვე ბუნების ქო­მა­გები: ლევან იმნაძე, ბაქარი პატარაია, თქვენი მონა-მორჩილი რევაზ იმნაძე და სხვები. პირა­დად მე, 1969 წლიდან დავიწყე მუშაობა, როცა ლან­ჩხუთის უბა­ნი გამ­ოეყო ოზურ­გეთის სატყეო მეურნეობას. დაახლოებით 30 წელზე მეტი ვზიდე ეს საყვარელი ტვირთი თქვენთან ერ­თად, ყოველთვის გენდობოდით და გე­ხ­უ­ტებოდით, რო­გორც დღეს. ისე ძალიან გული მწყდება, რომ და­მო­უკიდებლობა დაკარგული გვა­ქ­ვს ლანჩხუთელ და ჩო­ხატა­ურელ მეტ­ყევე­ებს, ჩვენ ხომ პირ­ნათლად ვასრუ­ლებ­დით ვალ­დე­ბულებებს, რა კუთხითაც უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, სა­ტყეო მეურნეობის კოლექტივების შე­ხვედრები მაქვს მხე­დვე­ლო­ბაში, რომელიც ამჟამად მკრ­თა­­­ლად ჩანს. ჩემს თავს ვეკით­ხები, რა დავაშ­ავეთ, ცუდი მე­უ­რ­ნეობები ვი­ყ­ავით? ალ­ბათ ამაზე იფიქ­რებენ ჩვენი მუნი­ციპ­ალიტე­ტების ხელ­მძღვანელე­ბი. 
...და ბოლოს, არამარტო მეტყევეებს, არამედ ვისთანაც მე მიმუშა­ვია, ყველას თა­ვიანთ ოჯახ­ე­ბთან ერ­თად ვუ­ლო­ცავ შობა-ახალ წე­ლს, იყ­ავით მუდამ ბედნიერები!
ვულოცავთ საქართ­ველოს საუ­კეთესო კო­ლ­ეგებს გურული კოლ­ეგების თა­მადობით, სადაც მე ბევრი სი­ხა­რული განმიცდია უდ­იდესი სი­ყვარულითა და წრფელი გუ­ლით. 
ყველასთვის ფეხბედნიერი იყ­ოს­ 2022 წელი, ვეფხვის წელი და კიდევ მრავალი ახალი წელი, ,,ძუ ვეფხვების ბრჭყალებში ჩავარდნილო კაცებო, ცხოვრებისგან დაჩაგრულო, ნაგვემო და ნაცემო“. 

პატივისცემით რევაზ იმნაძე,
 საქართველოს დამსახურებული მეტყევე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 444
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა