ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მრავალშვილიანი დედის მიერ ხელით ნაკეთი ნივთების ჯადოსნური სამყარო

მრავალშვილიანი დედის მიერ ხელით ნაკეთი ნივთების ჯადოსნური სამყარო
27-12-2021, 14:02

ექვსი შვილის დედა, 35 წლის სო­ციალურად დაუცველი ნაზიბ­როლა ზენაიშვილი, იმისათვის რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ელემენტარულად გააუმჯობესოს, გა­მოყენებითი ხელოვნებითაა და­კავებული. იგი ქმნის ულამაზეს ნი­­ვთებს, რომელსაც გარკვეული შრომა და სახსრებიც სჭირდება. ამ ქალბატონს ეკონომიკურად უჭ­ირს, ცხოვრობს ქირით და მრა­ვალი პრობლემა აქვს. ექვსი შვი­ლის აღზრდა, არც ისე იოლია დღევანდელ დროში. საქმე, რომელსაც იგი ეწევა, მისი მოწოდებაა და კარგადაც გამოსდის, თავის ექვს შვილთან ერ­თად,  რომელთაგან უმ­ც­როსი საბა, წლის და სამი თვისაა, ხოლო უფროსი, მიხეილი - 14 წლის, ახერხებს იმუშაოს ფერად ძაფებზე, ნატურალურ მასალაზე და შექმნას ნივთები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს. 
,,35 წლის ვარ, მყავს ექვსი არასრულწლოვანი შვილი. უფრო­სი მიხეილი, 14 წლის, ირაკლი - 13 წლის, ანამარია - 12 წლის, ვლადიმერი - 7 წლის, ზაზა - 3 წლის, საბა - 1 და 6 თვის. ვსწავლობდი ლანჩხუთისN მე-3 საჯარო სკოლაში. ბავშვობიდან ვამზადებ ხელნაკეთ აქსესუარებს დღესასწაულების მიხედვით. ვცხოვრობთ სოციალური დახმარე­ბით და ვცდილობ ჩემი ნაკეთობებით ცოტა წავეხმარო ოჯახს. ხელსაწყოებს, რასაც ვიყენებ არის: თექა და ტილოს ნაჭრები. კანაფის ძაფი. სილიკონის წებო და ფერადი საქსოვი ძაფები. გულახდილად გეტყვით, ძალიან რთულია გყავდეს ექვსი შვილი და ამავდროულად ამზადებდე ხელნაკეთებს. თუმცა მე რომ ესენი არ ­გავაკეთო არ შე­მიძლია, თითქოს რა­ღაც მაკლია. როცა პატარებს ვაძინებ, შემდეგ იწყება ჩემი შრომა.’’- გვიყვება იგი თავის ამბავს.
როგორც ნაზიბროლა  ამბობს, ნივ­თების რეალიზაციაც არაა მარტივი, რადგან  არა აქვს ერთი ადგილი, სადაც გაყიდის ამ ყველაფერს, ამიტომ ახლობლები ეხმარებიან.
მიუხედავად სირთულისა საქმე, რომელიც უყვარს მაინც ახსენებს თავს და სიამოვნებით მუშაობს, ამასთან ერთად არც მასალაა იაფი, ხანდახან სოციალური დახმარებითაც ყიდულობს საჭირო ნივთებს, რომ მუშაობა გააგრძელოს, მისთვის ახლა მთავარია ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს და იცნობდეს მას და მის ნამუშევრებს. მოწონება აუცილებლად ექნება და ამით გარკვეული შემოსავალი გაუჩნდება მრავალ­შვი­ლიან ოჯახს.
,,საკმაოდ ძვირი მიჯდება მასალის შეძენა. ყველა წვრილმანი დეტალი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხან ძაფი გამითავდა, ხან წებო. საკმაოდ ბევრი რამე მჭირდება. ხან საღებავი, ხან ლაქიც და რა ვიცი წვალების მეტი არაფერია, მაგრამ მიყვარს ეს საქმე“- გვეუბნება იგი.
ამბობენ, რომ ხელით ნაკეთ ნივთებს ჯადოსნური ძალა აქვთ, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, მათგან ოსტატის დადებითი ენერგია გადმოდის და ინტერიერს სილამაზის გარდა სულ სხვა ძალას მატებსო, გარდა ამისა, ამ სანტაკლაუსებს, თოვლის ბაბუებსა თუ მშვიდობის მტრედებს განსაკუთრებული სიკეთის მოტანაც შეუძლიათ ერთი ლამაზი ოჯახისათვის, სადაც ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს და ისინი დიდი იმედებით ელოდებიან ახალ წელს, როგორც მთელს საქართველოში და მსოფლიოს ყველა კონტინენტზე...
ვისაც სურვილი გაქვთ კიდევ ერთი დადებითი ენერგია შემატოთ საკუთარ ინტერიერს და ამ ლამაზ ოჯახსაც დაეხმაროთ, დაუკავშირდით ნაზიბროლა ზენაიშვილს ტელეფონის ნომერზე: 571226816.

            მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 447
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა