ქალბატონი, რომელსაც ყველა ოჯახში სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან გახლავთ შ.შ.მ. ბავშთა ასოციაცია ,,საბას“ ხელმძღვანელი, ინეზა კვაჭაძე. მან თავისი ცხოვრება ამ ორგანიზაციის შექმნას საკუთარი შვილის გამო მიუძღვნა და გვერდით დაუდგა ყველა დედას, ვისაც ანალოგიური ისტორია აქვს. იგი ,,ჰო და არას“ დღევანდელი ნომრის სტუმარი გახლავთ.
-როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია და რა იყო მისი შექმნის წინაპირობა?
-ეს დიდი ისტორიაა. ჩემმა შვილმა, საბამ მიმაგნებინა დიდი ოჯახი. 2018 წლის 19 დეკემბერს ჩამოყალიბდა შ.შ.მ. ბავშთა ასოციაცია ,,საბა“. ამაყი ვარ იმით, რომ ეს ერთობა შედგა და საბამ გააერთიანა ყველა ბავშვი ერთ ოჯახად. ამას გამარჯვების ისტორიაც შეიძლება ერქვას. ყველა დედას მოვუწოდებ, ვის შვილსაც რაიმე პრობლემა აქვს, არ დაყაროს ფარხმალი, დადგეს ჩვენს გვერდით.
ასოციაცია შექნილია ლანჩხუთის მერიასთან ერთად. ის გვეხმარება სასაჩუქრე კალათების შექმნაში, გვაქვს ათდღიანი დასვენების ვაუჩერი დედაშვილისათვის ზღვის კურორტზე უფასოდ, თანხები და ყველაფერი ანაზღაურდება მერიიდან, მგზავრობა ხდება დეპუტატის ჩართულობით, გვერდით გვიდგანან მარკეტების მეპატრონეები და მთელი საზოგადოება.
გვერდით გვიდგას მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე, მეუღლესთან ერთად; მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მისი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე; საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე; საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაძე და ბევრი სხვა.
3 დეკემბერს აღინიშნება შ.შ.მ. პირთა დღე. შარშანაც და წელსაც, ამ დღის აღსანიშნავად, ვასილ ჩიგოგიძე დაგვეხმარა. წელსაც ანალოგიური გაკეთდა. 70 ფუთა გადმოგვცა დეპუტატმა. 50 ფუთა იყო მერიისგან იყო. მარტო ლანჩხუთში კი არ მოხდა ეს, ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც.
- ლანჩხუთის გარდა კიდევ რა არეალიას მაცხოვრებლები არიან თქვენთან გაერთიანებული და როგორ ეძებთ ამ ბავშვებს?
- ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებებით. ასევეგვეხმარება ადგილობრივი მედიასაშუალებები. მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს რედაქტორს, ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს, რომელსაც ყველა ღონისძიების წინ ვუკავშირდებით და გვაქვს მისგან მხარდაჭერა.
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველა დედას, რომ არ დაყაროს ფარხმალი. ჩვენ რკინის ქალამნები უნდა გვეცვას, მე პირადად მაცვია რკინის ქალამნები.
- რას ისურვებდით წინასაახალწლოდ?
- ერთი თბილი ოჯახი გვქონდეს ჩვენ და ალბათ ახდება ეს სურვილი, ეს ბავშვები და მათი მშობლები ყველა ერთად რომ იყოს. საჭიროა ლანჩხუთში დღის ცენტრი ჩამოყალიბდეს. ოზურგეთში უკვე არის ასეთი დაწესებულება. იმედიც გვქვს და ალბათ შეგვისრულდება.
- დაახლოებით რამდენ ბავშვთან გაქვთ წვდომა და ურთიერთობა?
- ჩვენ ახლა უკვე 119 ოჯახთან ვურთიერთობთ.
- საახალწლოდ რას გეგმავთ?
- დიდი ღონისძიება გვექნება ღია ცის ქვეშ და იქნება საჩუქრები შემოწირულობებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რაიონის ორგანიზაციები, უკვე გამოთქმული აქვთ სურვილი ბანკებს, მაღაზიებს, ფურნეებს, კვების ობიექტებს და ა.შ.
კონცერტში ჩართული იქნებიან ჩვენი ბავშები. ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს შესაძლებლობებს საზოგადოებას.
ინეზა კვაჭაძე: ,,ჩვენ რკინის ქალამნები უნდა გვეცვას~
ესაუბრა
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 814