ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სოფელი მამათი და პრომეთეოს შევარდნაძე

15-12-2021, 12:01

ეს ფოტო უახლოესი წარსულიდან არის. შეიძლება წარსული არც კი ვუწოდოთ,მაგრამ მაინც ასეა, რადგან ეს ის პერიოდია, რომელსაც დღეს ,,კარგ დროს" ვეძახით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მაშინ სოფელ მამათის კოლმეურნეობის გამგეობაში სხვ­ადასხვა საქმეები ებარათ თანამედ­როვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბატონი პრომეთეოს შევარდნაძის გუნდი, რადგან  ბატონი პრომე­თე­ოსი მაშინ კოლმეურნეობის თავმ­ ჯდომარე იყო. ამ ადამიანებს ყველას კარგად ვიცნობდი, უფრო სწორად ასე მგონია, სულ ვიცნობდი, რადგან სოფელთან ბავშვ­ობიდანვე ვიყავი დაკავშირე­ბული, მაგრამ ახლა მინდა რამოდენიმე სიტყვა  პრომეთეოს შევარდნაძეზე  ვთქვა. ის იყო სანიმუშო ხელმ­ძღვანელი და ორგანიზატორი, ამას დიდი მტკიცება არც სჭირდება, რადგან აქაური ხალხის მუყაი­თობითა და მისი ხელმძღვა­ნელობით სოფელი ყოველთვის და ყველაფერში მიწინავეთა რიგებში მოიხსენიებოდა. იყო სამაგალითო ოჯახის პატრონი და ეტალონი მამა, ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, რადგან მის შვილთან უახლოესი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ ერთად გავატარეთ ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და შეძლ­ებისდაგვარად,  ჩვენი ურთიერთობა დღესაც გრძელდება, მისი ადამია­ნობით, შვილებისადმი დამოკიდ­ებულებით რაღაცნაირად მამაჩემს ვამსგავსებდი, მისადმი ყოველთვის დიდი პატივისცემა და რიდი მქონდა. რადგან შესავალში ხელმძღ­ვანელობა ვახსენე,  არ შემიძლია არ ვახსენო, რომ სოფელი ყოვ­ელთვის იყო განებივრებული ისე­თი ხელმძღვანელებით, რომლებიც მხოლოდ ერთი სოფლის კი არა, რესპუბლიკის მართვას შეძლებდნე. მე მხოლოდ მონაყოლით ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც ეს კარგად ახსოვთ.

მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 147
FACEBOOK კომენტარები