ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ევროპული ღირებულებები და დემოკრატია სკოლაში

ევროპული ღირებულებები და დემოკრატია სკოლაში
8-12-2021, 11:29

გვესაუბრება ლანჩხუთის მუნიციპა­ლიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ხათუნა აფხაზავა.
_ ქალბატონო ხათუნა,  იმ სიახლეების შესახებ გვინდა გკითხოთ, რითაც თქვენი სკოლა დიდი ხანია გამოირჩევა, მორიგი სიახლე რა გაქვთ?
_ ჩვენი სკოლა  ჩართული იყო პროე­ქტში ევროპის უნივერსიტეტთან, რომლის რექტორი გახლავთ მარიამ ტალიაშვილი. ამ პროექტის მენეჯერი იყო თათია დო­ლიძე, მაში ჩართული იყვნენ უნივერსიტეტის პროფესურა და მკვლევარები, მოიცვეს მთლიანად საქართვე­ლოს ყველა რეგიონი,  იყო სკოლების შერ­ჩე­ვითი პრინციპი. იკვლევდნენ იმას თუ როგორ ფლობენ საჯ­არო სკოლის მოსწავლეები ევ­როპულ ღირებულებებს, მიმდინარეობადა როგორც მასწავ­ლე­ბლის, ისე მოსწავლეების გამოკითხვა. რა თქმა უნდა, დაცული იყო კომფედენციალობა, წელიწადი და რვა თვე გრძელდებოდა ეს პროექტი, რო­მელზედაც იმუ­შავეს ამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწ­ავლებლებმა და შეიმუშავეს დო­კუმენტი, რომ­ელ­შიც არის გაწერილი კვლევის შედეგები. ამავე დროს მოგვეცა შვიდი შენიშვნა, თუ როგორ შეიძლება დავნერგოთ ევროპული ღირე­ბულებების სწავლება სკოლე­ბში? 
ამ სახელმძღვანელოზე კიდ­ევ ცალკე ექსპერტები მუშა­ობენ. წიგნი ჩაიშვება საგა­ნმანათლებლო სივრცეში, რო­გორც უნივერსიტეტებისათვის, ისე სასკოლო საზოგადოე­ბისა­თვის. ამ პროექტის მონაწილეები ვიყავით მე, ჩემი სკოლა და მოსწავლეები, მეათე-მეთ­ერთმეტე კლასელები. შემდეგი ეტაპი _ უნივერსიტეტმა გად­აწყვიტა, რომ გარკვეული სკო­ლების იმ რაოდენობასთან, ვინც ჩართუ­ლები ვიყავით ხელი მოეწერა ურთიერ­თთანამშრომლობის მემორაანდუმს. ეს არის პროექტებში თანამშრომლობა. მა­გალითად უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ჩვენთან გაიარონ სტაჟირება. ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა და არის, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო სიახლე.
მთავარი ამბავი, რაც ამ ყველაფერს ზედ ერთვის, არის ის, რომ უნივერსიტ­ეტის ე.წ. შეკვეთას ვაკეთებთ. რა სჭი­რდება უნივერსიტეტს? ამის გარკვევა ხდება, ხოლო რა სჭირდება სკოლას  და უნივერსიტეტს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება და ქვეყნის მომავალი იყოს გა­ნათლებული? განათლება გვჭირდება კეთილდღეობისთვის, ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვადაა გადაბმული და ვთვლი, რომ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ამ მიმართულებით. პროექტი  გახლდათ ევროკავშირის დაფინა­ნსებით. აღსანიშნავია ისიც, რომ  ამ პრო­ექტში იმიტომ ჩაიდო ძალიასხმევა, რომ ვიცით ჩვენ ამ კუთხით პრობლემები, რომელიც უნდა იქნას დაძლეული. მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ევროპული ღირებულებებით. 
- ხშირად გვესმის ის,  რომ მოსწ­ავ­ლეებს ძალიან მწირი ცოდნა მოაქვთ სკოლიდან და განათლების სამინისტრო უფრო მეტად ცდილობს პედაგოგი ამუშაოს საკუთარ თავზე, ეს იქნება პედაგოგების გამოცდები და ათასგვარი რამ, ხოლო რამდენად გადის ეს ყველაფერი მოსწავლის მიერ ცოდნის შეძენაზე ამაზე ნაკლებად ინტერესდება. თქვენ როგორი შეხედულება გაქვთ ამ კუთხით, როგორც სკოლის დირექტორს?
-არა, მე ვერ დაგეთანხმებით, სკოლებს გვაქვს აბსოლუტური ავტონომია. როცა მე ამ მემორანდუმზე ხელი მოვაწერე განათლების სამინისტროსთან არ შევ­თანხმებულვარ, მაგრამ არავის არ უთ­ქვამს საყვედური. სკოლა თავად წყვეტს რა სჭირდება მას. მე ვთვლი, რომ ვართ სკოლა, სადაც სამი სხვადასხვა  რელ­იგიური კონფენსიის  ოჯახების შვილები სწავლობენ და მათთვის ძალიან მნიშვ­ნელოვანია ევროპული ღირებულებები, ესაა თანასწორობა და სამართლიანობა.  ჩვენ განათლების სისტემა გვეუნება, რომ თანაბრად მიეცით მოსწავლეებს განათ­ლების მიღების შესაძლებლობა და შემ­დეგ  დემოკრატიის აღქმა, დემოკრატ­იული ღირებულებები ყველა საგანმა უნდა მისცეს მოსწავლეს. ხდება ხოლმე, რომ ჩვენს მასწავლებლებლებს უჭირთ ხანდახან  პასუხის გაცემა, როცა მოსწა­ვლე რაღაცას ეკითხება. შეიძლება ფიქრ­ობდეს, რას გადამეკიდა ეს ბავშვი და თითქოს რაღაცაში მასწავლებლის ჩაჭრა უნდა. ეს ასე არაა, მოსწავლე რაც მეტ შეკითხვას დასვამს, უკეთესია. დავუშვათ, არ ვიცით, რაღაცაზე პასუხები. ჩვენ ხომ ყველაფრის პასუხი არ ვიცით, ჩვე­ულებრივი ადამიანები ვართ. მასწა­ვლებელმა უნდა შესძლოს ის, რომ მო­იძიოს  და ამაზე აგრესია არ უნდა გა­მოხატოს და ამასთან ერთად, ამაში არის მიმღებლობა. მიმღებლობა ყველა შემ­თხვევაში უნდა იყოს,  მერე რა, რომ ესა თუ ის მოსწავლე ასეთია? მივიღოთ უნდა ისეთი, როგორიც არის. ევროპული ღირებულება ესაა. ხშირად გამიგია კოლეგებისაგან ეს რატომ ისწავლება? ჩვენ ამას არავინ არ გვეუბნება, ეს ასე ასწავლე ან ისე ასწავლე, პირიქით სრულ თავისუფლებას გვაძლ­ევენ, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც არის დოკუმენტი ყველა საჯარო სკოლისა და კერძო სკოლებისთვის, უნ­და მივაღწიოთ შედეგს და როგორ მიაღწევ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ამ კუ­თხით კიდევ გვჭირდება მუშაობა. ჩვენს პედაგო­გებს ღრმა ცოდნა აქვთ, არიან პროფესიონალები და თავიანთი საქმე იციან. მიუხედავად ამისა, იმ მი­მართულებით, როგორ მი­იტანო მოსწავლემდე რა­ღაც ცოდნა, პრობლემა გვაქვს. მაგალითად, თუ მასწავლებელი ნებისმიერ საგანში ვერ ეტყვის მოს­წავლეს მის ახსნილ გაკვ­ეთილს,  რაში გამოიყე­ნებს მოსწავლე ხვალ ან ზეგ, მაშინ ასეთ გაკვე­თილს აზრი არა აქვს. ამიტომაა  ამდენი პრობლემა სკოლაში. მაგალ­ითად: მე რომ ვასწავლი სამოქალაქო განათლებაში დემოკრატიას, როგორ გამ­ოიყენოს ეს ცხოვრ­ებაში მერე ამას ვუხსნი.
_ ხვდები მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან სუსტად ფლობენ განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებს და მაგალიათდ ავი­ღოთ ქიმია, ძალიან ცოტას ნახავთ, რომ ელემენტარულად არის გარკვეული ამ საგანში, რატომ ხდება ასე?
_ მოდით შევთანხმდეთ ამაზე, რომ ქიმია რთული საგანია, ყველამ შეიძლება ვერ ისწავლოს. მე მყავს ქიმიის შესა­ნიშნავი მასწავლებელი, რომელიც თუ ვინმე გათხოვდა ხუმრობიოთ იტყვის ხოლმე: დედა, მაგან ქიმია არ იცოდა, რაფერ გათხოვდაო...
რა თქმა უნდა, ქიმია უნდა ვასწავლოთ. ცხადია,  ყველა ერთნაირად ვერ ისწა­ვლის, მაგრამ იმ დონეზე უნდა ვასწა­ვლოთ  ყველას, მჟავაში ხელი არ ჩაჰყოს და ფატალური შედეგი არ მივიღოთ.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 538
FACEBOOK კომენტარები