ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს ბევრად მეტი პრობლემაა, იმაზე ბევრად მეტი, შავ პურს შეჭამ თუ თეთრი პურს

ეს ბევრად მეტი პრობლემაა, იმაზე ბევრად მეტი, შავ პურს შეჭამ თუ თეთრი პურს
6-12-2021, 12:03

 ადამიანის ცხოვრება არცერთ დროში არ ყოფილა ია-ვარ­დ­ებით მო­ფენილი, შრომა და გარჯა იყო საჭირო, თავი რომ გაგეტანა. მე რა თქმა უნდა, დიდი ომიანობის წლები არ მახსოვს, მაგრამ მონაყოლიდან ვიცი, რომ ყველა ოჯახს ძალიან გაუჭ­ირ­და, მით უფრო მათ, ვინც მამაკ­აცის გარეშე დარჩა, მაგრამ მათ მეზობლები დაუდგნენ გვერ­დით, როგორც შეეძლო ეხმარებოდნენ, თუ მეზობელი ხედავდა მის გვერდით ოჯახს არაფერი ჰქონდა, რამეს მაინც მიაწვდიდა, თანაც ისე, რომ სხვებს არ დაენახათ და უხ­ერხულობა არ ეგრძნოთ, ამიტომაც გამოვიდნენ ამ გასა­ჭირიდან და კვლავ ფეხზე დად­გნენ.
90-იანი წლები ბევრს გვახ­სოვს, შუქი არ იყო, სანთელი ძვირი სი­ამო­ვნება იყო, ლამპა გვენთო, მერე თურქული ლამპა შემოვიდა, სა­რკიანი, ნავთი თუ გვქონდა დიდი კომფორტი იყო, პური სულადობის მიხედვით გვ­ე­ძლეოდა, რამდენიმე გრამი, დიდ ქალაქებში მიდიოდნენ და იქ ყიდულობდნენ შავ პურს, რადგან იქ თუ არ იყავი ჩა­წერილი, თეთრი პური არ გეძ­ლეოდა, ტრანსპორტი არ მოძრაო­ბდა, ვინ იცის რამდენჯერ ჩავსუ­ლ­ვართ ლან­ჩხუთში ფეხით, აქეთ ტვირთით მომავალს ტრაქტორი თუ შეხ­ვდე­ბოდა,  ღმერთის წყა­ლობა იყო, უშ­აქრო მურაბა და მჭადი გვი­ჭა­მია.
ტყვიები არ მოგვხვ­ედრია, მაგ­რამ აფეთქებების ხმა სულ ახ­ლოს გვე­ს­­მოდა, ყოველ წუთს მზად ვიყავით გასაქცევად, მაგრ­ამ არ ვიცოდით სად უნდა გა­ვ­ქცეულიყავით, ის დღეებიც მახსოვს, საშინელი ყა­ჩა­ღო­ბები რომ ხდებოდა, კიდევ კა­რგი, შუ­ქი რომ არ იყო და ტე­ლევიზორს ვერ ვუყურებდით, არ ვიც­ოდით რა ხდებოდა გარშემო, უარესი იქნებოდა, ესეც გადა­ვი­ტანეთ, აქედანაც გამოვე­დით, ახლა იმასთან შედარება არაა, თუმცა ან ახლა რა გვაქვს, ჩვენს მთაგორიან სოფელში გაზიც გვაქვს, მაშინ წარმოუდგენლად მი­გვაჩნდა, მაგრამ არ გვაქვს ყვე­ლაზე მთავარი _ სითბო და სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემისა და გატანის უნარი, არ გვაქვს სულ მცირე სიკეთის გაკეთების სურ­ვილი, ერთმა­ნეთის დახმარების და გვერდით დგომის სურვილი, რადგან დავკ­არ­გეთ. საკუთარ სიხარბეს, უგულობას, გაუმაძღრობას გადავაყ­ოლეთ. თუ ვინმე მეტყვით რომ ზედმეტი მო­მდის, მაშინ ჩაიხედეთ საკუთარ გულში, რამდენ ადამიანს გაუკეთეთ სამადლო საქმე ბოლო დროს, გაუმართეთ ხელი ან დაეხმარეთ, სიტყვით მაინც, იქნებ მატერიალურად თქვენც არ გქონდეთ ბევრი, ზოგჯერ მცირედი ბევრს ნიშნავს.
ახლა კიდევ სხვა გასაჭირის წი­ნაშე დავდექით, მარტო ჩვენ კი არა, ძლიერი ქვეყნებიც, ალ­ბათ ეს ბევრად მეტი პრობლემაა, იმაზე ბევრად მეტი, შავ პურს შეჭამ თუ თეთრი პურს, რადგან საქმე სიცოცხლეს ეხე­ბა, დახმარება და სიკეთე ისაა, ვინც ახლა დაუდგება გვერდით მის ახლოს მყოფს, ვინც ამას საჭიროებს, დიდი ადამიანური საფასურის სანაცვლოდ, მაგრამ მჯე­რა, აქედანაც გამოვა ჩვენი ქვეყანა, ამასაც გადაურჩება, ესეც გაივლის, მაგრამ ღირს ფიქრი იმაზე, რომ აქედან ერთად უნდა გამოვიდეთ, აქედან ყველა უნდა გამოვიდეთ, რატომღაც შევეჩ­ვიეთ იმას, რომ ადამიანის სიკვ­დილი მხოლოდ სტატისტიკა გახდა, არა და ასე არ უნდა იყ­ოს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ადამიანობა არაა, ჩვენ კი ადამიანებად და­ვიბადეთ ამ ქვ­ეყ­ანაზე, ჰოდა, და­ვრ­ჩეთ ბოლომდე ადამიანებად, სხვაც დავინახოთ ჩვენს გარშემო, დისტანცია და იზოლაცია იმას არ გუ­ლისხმობს, გულის ნაცვლად ქვა გვქ­ონდეს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდეთ და არ დაგ­ვი­დგეს დრო რომ ვინმეს თვალი ვერ გავუსწოროთ.

მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 507
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა