ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წევიდა თოხის დროი... ყველამ იცის მაი, შიშველი ხელებით რომ აფერი არ გამუა...

წევიდა თოხის დროი... ყველამ იცის მაი, შიშველი ხელებით რომ აფერი არ გამუა...
24-11-2021, 13:45

პაწა კამფეტი ვიყიდე და ამას ახალი წლიზა შევინახავ _ უთხრა სუპერმაკეტიდან გამოსულმა  ქალბატონმა მეორეს, თან შეფუთული  პარკი  მეორე ჩანთაში გადადო. ახალ წლამდე ჯერ კიდევ დიდი  დროა და ცხადია, რომ მოსახლეობა უკვე აგროვებს სურსათს დღესასწაულის შესახვედრად.
ტაქსზე  ვმუშაობ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, მეუღლე უმუშევარია, ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ, გვიჭირს ძალიან, ბავშვებისთვის საკვებს ძლივს ვყიდულობთ, ტანსაცმლისა და სათამაშოების ფული არ გვრჩება, სახლიც მოუწყობელი გვაქვს,  მაგრამ ღვთის მადლით თავი გაგვაქვს, გვითხრა ახალგაზრდა კაცმა სახელად ბესო.
ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა აუსრულა ხალხს აგია რომე, თოხი არკაცს არა აქვს ხელში. აგერ, ზუსტად ამ მოედანზე იდგა იმ წვიმაში,  ხელი გაიშვირა ლანჩხუთის ცენტრისაკენ ჭაღარაშერეულმა კაცმა და ისიც დაამატა: გაგვიხარდა მაშვინ, ვიფიქრეთ ტექნიკა იქნება ხელმისაწვდომი, დახვნა-დათესა აღარ გაჭირდება, სოფელი ამით უნდა იყოს ძლიერი და კიდო კაცით, მუშაობა რომ არ ეზარება იმფერი კაცებით. ტრაქტორების და გუთნების გაჭირვება კომუნისტების დროსაც არ ყოფილა, ჩაი რომ იყო, აბა, ხელით ვინ კრეფდა? მთავარი ტექნიკაა, თვარა ამ როკივით მიწებს რა დაამუშვებს თოხით და ბარით? სოფელში კაციშვილი არაა დარჩენილი, მიდიენ თურქეთში და მუშაობენ იქინე, რა ქნას ხალხმა, რაფერც ურჩონია ისე ინკლოვს საქმეს. რაცხა პაწა მიწა მაქ ვთოხნი და ლობიე და ჭადი კაი ბატონო,  მარა, ლობიეს და ჭადის მეტი არ გინდა აფერი?  ახალგაზრდა არ იზამს მაგას,  წევიდა თოხის დროი, ყველამ იცის მაი, შიშველი ხელებით რომ აფერი არ გამუა. 
რა მიჭირს? რა არ მიჭირს იგი მკითხე, კითხვაზე კითხვით გვიპასუხა ქალბატომა სახელად ლილიმ. ვინაა ზარმაცი, ნახე ერთი რაფერი ბოსტანი მაქვს,  მარა სხვაი არ გინდა არაფერი? ახალგაზრდებმა რა ქნან, არც ხელფასი რომ არა აქვთ და არც პენსია? გაძვირებულია სასტიკად ყველაფერი, ჩემი პენსია წამლებს არ ყოფნის, ჭამა ხომ მინდა?
ახალგაზრდა გოგონას გავესაუბრეთ სახელად - სოფო.  პატარა ბავშვი მყავს, საბავშვო კვების ყველა პროდუქტი სასტიკად ძვირია,  ხანდახან ცრემლებამდე მივდივარ, მეუღლე მუშაობს ხან სად, ხან სად, ძალიან გვიჭირს, სხვა რა გითხრათ.
...ჩვენ კიდევ რამდენიმე ადამიანი გავაჩერეთ, თუმცა საუბარი ბევრმა მათგანმა არ ისურვა, რა უნდა გითხრათ,  ვითომ თავად არ იცოდეთ რა მდგომარეობაშიც ვართო. 
ფასები კატასტროფულ ნიშნულზეა, მოსახლეობა კი შეშფოთებული და დაბნეული, ძირითადი პროდუქცია, რასაც უფრო მეტად ყიდულობენ ესაა: ზეთი, შაქარი, მარილი, მაკარონი, პური და ბურღულეული, დანარჩენი  ფუფუნების საგნად ითვლება. განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს და მოხუცებს, ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესის მიმდინარეობა უშუალოდ საკვებზეა დამოკიდებული. ცილები ცხიმები ნახშირწყლები და ვიტამინები ეტაპობრივად აკლდება ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქტების გამორიცხვის შემთხვევაში. ჩვენ ამოვიღეთ წინა წლების მონაცემები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით და გაოცებული დავრჩით დღევანდელთან შედარებით.
2009 წელი  ოქტომბერი: მოვაჭრეების  განცხადებით, ბადრიჯანი, კარტოფილი, კომბოსტო და მწვანილი 15-20 თეთრით გაძვირდა. მათივე თქმით, ფასების ზრდა სავარაუდოდ ზამთრის მოახლოებას უკავშირდება და არ გამორიცხავენ, რომ ფასებმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. ამ დროისთვის აგრარულ ბაზრობებზე კილოგრამი კარტოფილი 80 თეთრის ნაცვლად, ლარი ღირს, ბადრიჯანი 70 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდა, ხოლო კილოგრამი კომბოსტო 50-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს. გაძვირდა ხორციც. კილოგრამი ღორის ხორცი 8 ლარის ნაცვლად – 9, ხოლო ძროხის, 7-ის ნაცვლად – 8 ლარი ღირს. ხორცით მოვაჭრეთა განცხადებით, ფასების მატება რეალიზაციის ზრდამ განაპირობა, ბოლო თვეში ხორცზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი, ხორცის კიდევ უფრო გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.
ლანჩხუთის  ბაზრის ფასები 
2012 წელს
კარტოფილი - 1 _1,5ლ;   კომბოსტო 0.80ლ; ყვავილოვანი კომბოსტო - 2 ,50ლ; ჭარხალი - 1.50ლ;  სტაფილო - 1.50ლ; პარკი ლობიო  -2,5ლ; ხახვი 1.00;  ნიორი - 3.00_4.00; კიტრი 1,5 -2 ლ; პომიდორი 2, მარწყვი 4, ნიგოზი 12.00 -18. 00ლ; 
კაკალი გასატეხი 3.50; მწვანილი 3-4ლ; ქათმის ბარკალი 3-3,50; ხორცი (საქონლის) 12ლ, თევზი (სკუმბრია) 6.00ლ;  ქათამი (ცოცხალი) 10 – 18ლ 
ქათამი (დაკლული) 6-7; კვერცხი 0.3; რძე 1 - 1.5ლ. ყველი 5ლ. ყველი (სულგუნი) 8.00 - 9.00; ყველი (მოხდილი) 3.50;  ბადრიჯანი 2ლ;  კარაქი 8.00ლ; ვაშლი 1.50 - 2.00ლ; ხორბალი 0.80ლ; თაფლი 15. 00;
ბაზრის ფასები  2018 წელს
ზეთი _  2,70 თეთრი; შაქარი _ 1,20 ლ;; ბრინჯი _ 1,60 ლ;;; მაკარონი _ 1,30 ლ;; წიწიბურა - 1,20 ლ;; ლობიო _ 3,70 ლ;; კარაქი _ ნახ/კგ 3 ლ;;
აქვე დავინტერესდი გაყინული პროდუქტის ფასებით:
ღორის ხორცი _ 6,70 ლ,; შეიკა _ 9,50 ლ;; თევზი: ლოტოტენია _ 5 ლ; ; სკუმბრია _ 6 ლ;;
სტავრიდა _5,50 ლ.;
კანფეტი _4,50 ლ;;
შოკოლადი _ 6,50ლ;;
ფხვიერი ნამცხვარი _ 3,50 ლ;;
ღია დახლებზე გამოტანილი ბოსტნეულის ფასები  ასეთია:
ჭარხალი _ 1,20 ლ;;
სტაფილო _ 1,80 ლ;;
პარკი ლობიო _ 2,50 ლ;;
კიტრი _ 0,80 ლ;
სოციალურ ქსელში მომხმარებელმა გამოაქვეყნა 2012 წლის ფასების შედარება დღევანდელ ფასებთან, აქედან ჩანს რომ ყველაფრის ფასი ზუსტად ორჯერაა გაზრდილი ხოლო შემოსავალი არ შეცვლილა.
     2012 წელი
ხორცი _ 11ლ; სიგარეტი _ 3,20ლ; ბენზინი 1,60; ლუდი 3,20; პური 0,60ლ; 
კოკა-კოლა (2 ლტ) 1,80; ზეთი 3ლ; წიწიბურა 2,20ლ;
     2021 წელი
 ხორცი 6,80ლ; სიგარეტი _6,50ლ; ბენზინი _ 3,17ლ; ლუდი 9ლ; პური 1,20; ზეთი _ 7,80; წიწიბურა _ 5,50;

                   მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 691
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა