ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შუხუთელი ​დურგალი, 83 წლის ვანო ორაგველიძე, თავისი და სოფლის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ

შუხუთელი  ​დურგალი, 83 წლის ვანო ორაგველიძე, თავისი და სოფლის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ
19-11-2021, 12:17

მე ვარ ვანო ორაგველიძე 83 წლის. ვარ ხელოსანი (დურგალი). მეცხრე კლასში ვიყავი, რომ გამევედი სკოლიდან, იმიზა, რომ ხელობის სწა­ვლა მინდოდა და არ ვსწავ­ლობდი საერთოდ.  გამეი­ბარ­ეს ბებიაჩემი.  დედაჩემი მაშ­ვინ ჩაში იყო, ხოდა, მივიდა და უთხრეს,  შენი ბიჭი არ სწავ­ლობ­სო, ცხრაი ორი ყავსო, ერთი სიმღერაში ყავს ხუთიო.  მე­ვიდა მერე სახლში და ბებ­იაჩემი და მითხრა,  - კი მარა ბე­ბიაო, რას შობიო შენო, რა გამღერებდა ამდონი ორების პა­ტრონსო? (იცინის) ... მე ვუ­თხარი ასე: ხელობაზე მი­ვ­ალ, მე დავანებე სკოლას თავი მეთქი, სასწავლებლო ცეხია ლანჩხუთში, რკინიგზას გადაღმა, სახელოსნოა კაი და ყველაფერი კეთდება იქინე, სტოლები, აგი და  იგი... უნდა ვისწავლო-მეთქი. კაი ბე­ბია, კაიო და წევედი...
იქინე იყო დათიკო თევზაძე დი­რ­ექ­ტორი. ხელოსანი იყო, მთავარი ხე­ლოსანი, ასწავლიდა ბაღნებს, ქვემო შუხუთელი ლასა ჩხაიძე. ხოდა, გამსინჯენ თუ ვივარგებდი, დამტიებდენ და იძლეოდენ 30 მანეთს, რომ დამამტკიცებდნენ, მოწაფედ რომ დავრჩებოდი.  დამა­მტკიცენ და დამენიშნა 30 მანეთი და იმ თვეში ევიღე... ხოდა, ვიმ­უშავე იქინე ორი წელიწადი და მერე 1957 წელს გაუქმდა იგი წარმოება და წამევედი მერე აქანე. ლასა ჩხაიძეც წამევიდა აქანე და გვამუშავებდენ ხელობაზე. ხოდა 1958-ში წევედი ჯარში. ჯარიდან რომ ჩამევედი, ისევლე დევიწყე აქანე მუშაობა და 1964 წელს გავაკეთე აი სახელოსნო. მას მერ­ე ქი ვარ მე აქანე. გავაკეთე აი სახელოსნო და იქინე რომ ვის­წავლე, „ასობი“ სკამები კეთდებოდა, „სტოლები“ კეთდებოდა, ყველაფერი ვისტავლე, მერე მას მერე ყველაფერს ვაკეთებ აქანე მე და ქი ვარ ასე. 
 _ძველი სამჭედლოც თქვენი აღ­დგენილია, რამდენადაც ვიცი ხომ?
_ძველი სამჭედლო ეგერ, აცანის მოსახოვი რომაა, ჯერე აქანე იდგა აგერ, აქანე შამოსახოვში, მერე იქინე გადევიდა, მერე თომა ჭიჭილე­იშვილი მევიდა და იქინე რა მინდაო და თავჯდომარე საშურა აფხაძე იყო 64 წელში, იმან გადმოგვატანინა აქანე. 
- და თქვენ აღადგინეთ, მანამდე არსებობდა? 
- არსებობდა, მაი შენობა იყო, არ­სე­ბობდა, ხოდა გადმევიტანეთ და დავდგით აგერ აქანე. სახერხი ზაოდიცააო და ერთად ვიქნებით აქანეო და მას მერე ვმუშაობთ და ქი ვართ... 
 იმფერი კაი სამუშაო იყო კოლექტივის დროს, თვეში ორას მანეთს, სამას მანეთს, ვაკეთებდით ხელ­ფასით.  ჩაის ყუთებს ვაკეთებდით, კოლექტივს ვემსახურებოდით. ურმ­ე­ბი, რამე რომ დაჭირდებოდთ ყველაფერს ვაკეთებდით და...
_ მე მგონი სახლების მშენებ­ლობა­ზეც, ხის სახლებზეც გაქვთ ნამუშევარი...
_ სახლების მშენებლობაზეც ვმუ­შაობდით. მაგალითად, ვინმეს რომ დაჭირდებოდა ჩემი თავი, თავჯდო­მარეს ეტყოდენ და გამიშობდენ. ვმუშაობდი იქინე და მერე მევიდოდი და აქანე ვმუშაობდი და კიდო მუშაობდა აქანე გარი გოგუაძე და ამირან აფხაძე, სამი ვიყავით აქანე და იგინი წევიდნენ კაი ხნის წინ, ასეა და მას მერე ქი ვარ მე აქანე, შემიძლია ჯერე მუშაობა და ვმუ­შაობ. 
_ანუ დურგლობას მთელი ცხოვ­რება მიუძღვენით.  მშვენიერი სპეცია­ლობა გაქვთ. თქვენი შვილიც აგრძელებს ხომ თქვენს ტრადიციას?
_ ჩემი შვილიც მუშაობს. სამუშიერი რომ მაქ, ერთად ვმუშაობთ აქანე. რომ დამჭირდება მაგალითად გარე სამუშიერები სახლზე, იმას ვუშობ და ყოლისფერი იცის რავარც მე, ყველაფერს აკეთებს. 
_ მსურველები თუ გყავს შეგირდობის, მოსწავლეები, ახალგაზრდები?
- შეგირდობა, მოსწავლეები, არავის არ უნდა ბიჭო, არავის არ უნდა და რა ვიცი მე...
_ რატომ, მომგებიანი პრო­ფ­ესიაცაა?
_ რა ვიცი ახლა, კარ-აკოშკა რამდონი ხანია არ გამიკეთებია, ვინ აკეთებს კარ-აკოშკას, რაცხა მეტელოს  აკეთებენ. სტოლებს ვაკეთებ და სკამებს ვაკეთებ და ეგაა...
_ ეს თქვენი გაკეთებული სკამია? ახლა გააკეთეთ შეკვეთით?
_ ჰო, აბა რაი, ჩემი გაკეთებულია.  12 საათამდე ვარ აქანე, თავს ვიქცევ. აბა „კოლექტივის“ დროს საღამომდე ვმუშაობდი. აგერ სასადილო იყო აქანე. შუადღეზე მივიდოდი და სა­ჭ­მელს ვჭამდი და მერე დაღა­მობამდი ვმუშაობდით აქანე და ვი­ყაით ასე.
_ ალბათ ბევრი საინტერესო ის­ტორია გადაგხდენიათ თავს? რამეს ხომ არ გაიხსენებდით საინტერესოს, უცნაურს?
-  საინტერესო რაი ახლა, მუშა­ობა ყოველთვის კაი მქონდა აქანე და არავის საგინებელი აფერი არ მქონდა. თავჯდომარის თვალში, ხალხში, ყველაფერში კაი სახელი მქონდა, მერე არ დარჩა არკაცი და ჩემი ბიჭი მუშაობს ახლა ჩემთან ერთად. ქი ვართ ა, ასე... 
_ რამდენადაც ვიცი, ბევრი შენ­ობაა ისეთი, რომელზეც თქვენ გიმ­უშავიათ.
_ კი, კი შუხუთშიც,  „ღოჯიან სახლზე“ ვმუშაობდი, ბევრი სახლი მაქ გაკეთებული.
_ეს სამჭედლო თქვენი გაკეთე­ბულია, აღდგენილი. ასე მითხრა დურსუნ აფხაძემ, მხცოვანი მჭე­დელი რომ გვყავს, 100 წელს მიტანებული.
_ ჰო, სამჭედლოც. ხოდა სარემონტოა ახლაც და თუ დამეხმარება მთავრობა, მეც და სპეციალისტიც მყავს მე, ჩემი ბიჭი ყველაფერზე მუშაობს...
1964 წელში დადგმულია აი შენობა (სამხერხაო) ვპატრონობ და აბა, სახლში რა დამაჯენს, მუალ აქანე, რაცხა პაწე პურის ფულსაც ვაკეთებ, მეტი რაი...
- იცოცხლეთ
- ასეა მერაბ ბატონო, მადლობელი ვარ!

ესაუბრა 
მერაბ ფირცხალაიშვილი
ვიდეომასალა იხილეთ აქ დურგალი სოფელ შუხუთიდან  

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 661
FACEBOOK კომენტარები