ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მეომარი სოფელ აცანიდან

1-11-2021, 12:48

ნიკოლოზ ივანეს ძე ჩხაიძე 1912წ.  აცანაში დაიბადა. მამამისი განათლ­ე­ბული პიროვნება ყოფილა. 1937წ. ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალ­დ­ებით დაუპატიმრებიათ და დაუხვრ­ე­ტიათ. ნ. ჩხაიძემ უმაღლესი  განათ­ლება მიიღო და მუშ­აობდა სხვა­და­ს­ხვა დროს გონიოს საბჭოთა მე­ურ­ნეობაში, ასევე მთისპირის თემის აგრონომად.

1941 წლიდან ნიკოლოზ ჩხაიძე თა­ვის ორ ძმასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდა. სიკვდილ­ისათვის არაერთხელ ჩაუ­ხედ­ავს თვა­­ლებში, ტყვეობის მძიმე ხვედრი გამოუცდია. გა­თავისუფლების შემ­დეგ ის გვარდიის მსროლელ დივიზიაში ჩარიცხულა. ომიდან დაბრუნების შემდეგ მშვიდობიანი საქმიანობა ბათუმში გააგრძელა, ჯერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწათმოქმედების კომისარიატში, უფროს აგრონომად; იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი აგრონომი, მონაწილეობას იღებდა კახაბრის ველზე ქარსაცავი ტყის ზოლის გაშენე­ბაში, კვა­რიათთან ევკალიპტების ხეივნის გაშენებაში.
ნ. ჩხაიძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ,,საბჭოთა აჭარაში” აქვეყნებდა პოპულარულ პუბლიცისტურ ნაწარმოებებს.
მას მინიჭებული ჰქონდა აჭარისა და საქართველოს დამსახურებული აგრონომის წოდებები. ომისა და მშვიდობიანობის ჟამს გაწეული საქმი­ანობისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 90
FACEBOOK კომენტარები