ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთში ჩატარებული `პოლიტიკური სვარკის~ ანალიზისთვის

ლანჩხუთში ჩატარებული `პოლიტიკური სვარკის~ ანალიზისთვის
29-10-2015, 00:00

სიტყვა, რომელმაც `ბნელი გაჰყარა~ და `ნათელი ჰქმნა~. ე.ი. სიტყვას უდიდესი ჰქონია! მთავარია ვინ ამბობს მას! როდის ამბობს! რისთვის ამბობს! და ვისთვის ამბობს! სიტყვის ძალა! სიტყვათა დახასიათების `ცხრილში~ დიდად გამორჩეულ ადგილას დგას _ მართალი სიტყვა! ე.ი. სიტყვა, რომელიც სიმართლეს ამბობს და რომლის მთქმელსაც `ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდეს~, რადგან აქაც, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ძალიან სწრაფადაა ცხვირ-პირში მუშტი!`ჰო და არა~, 23 ოქტომბერი #125 _ ამირან გიგინეიშვილი ამბობს: `აბსოლუტურ სიმართლეზე პრეტენზია მხოლოდ ციციკორეს ქონდა!~ _ ვეთანხმები!`თუ პოლიტიკური ორგანიზაცია კანონგარეშეა, ამას სასამართლო ადგენს!~ _ ვეთანხმები!`მასე შეუძლია ნებისმიერს ერის სახელით და საკუთარი სურვილით ნებისმიერი ჩაქოლოს!~ _ ვეთანხმები~... და ამ დროს რამდენი `ციციკორე~ ჰყავს ლანჩხუთს? _ ისინი არც ისე ბევრნი არიან! ერთი შეხედვით `ციციკორენი~ მართალი ხალხი არიან! მათ აქვთ რაღაც ხელჩასაჭიდი სიმართლე, უფრო მართებულად _ ჰგონიათ რომ აქვთ ეს სიმართლე! _ აქ კი უკვე პრობლემაა! ეს პრობლემა განათლების ძალზედ დაბალი დონის მიზეზია!, რადგანაც არ იციან!: _ არ ასწავლეს, ან ვერ ისწავლეს, რომ `აბსოლუტური სიმართლე~ მხოლოდ მაშინაა სიმართლე როცა: `ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად!~გურიის გუბერნატორმა, ანუ მთავარმა `ციციკორემ~ ჩვენი მხარისამ, ამ `უდიდესი ნიჭიერებით~ დადგმული `სპექტაკლით~ `გაანედლა~ `ხმელი ხე~?!_ კი ბატონო! იყო `სანახაობა~, მაგრამ `პური~?! _ ეს პირიქით, მარცხია! თანაც სამარცხვინო! _ რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილია დანაშაული: საკუთრების დაზიანება! დაუსაბუთებელი შეურაცხოფა! ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა! საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა მოწყვეტა საჯარო სივრცეს! სახელმწიფოს კუთვნილი ქონების, რესურსის გამოყენება და ა.შ. _ და ამ დროს თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება ვითხოვთ ევროპელისგან ვიზა ლიბერალიზაციას! _ აქ უკვე ვიჭედებით!დღეს ლანჩხუთში ძალიან `ბედნიერია~ ის ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, ვერ გრძნობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავის დიქტატორულ ვნებებს მოარგო ქვეყნის ცხოვრების წესი _ კონსტიტუცია!.. და ახალი ხელისუფლებაც ჩაეფლო ამ ვნებებში!~ _ აი აქ არის `ძაღლის თავი დამარხული!~გნებავთ უფრო გავამარტივოთ საუბარი? _ კი ბატონო! `მილიციაში დარეკე, მილიციაში!~ _ ჯერ ერთი ამ ორგანოს პოლიცია ჰქვია! (ძველ საქართველოში მილიცია-პოლიციას ზემდგომელი ერქვა!), მეორეც _ დღეს ლანჩხუთი, რომ ცხოვრობდეს ევროპული დონის თვითმმართველობის კოდექსით, მოგიწოდებდით სამოქალაქო საზოგადოებას _ მოვითხოვოთ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის გადადგომა!!! და რომლის უფლებაც ამ დროს ჩვენ არა გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს პოლიციის უფროსის არჩევის უფლება! აი იქ კი, აქედან ჯერჯერობით კიდევ ძალიან შორს, მათ ეს უფლება აქვთ! იქ, ძალიან ბევრ კანტონსა თუ მუნიციპალიტეტში პოლიციის უფროსს ან თვითმმართველობა ნიშნავს, ოღონდ ეს თვითმმართველობა გამართულია საზოგადოების `განწყობილებაზედ!~, ან პოლიციის უფროსის არჩევა საზოგადოების `განწყობილებაზედ~ აქვთ `მიშვებული~, ოღონდ კანონის უზენაესობის სრულყოფილი მოთხოვნითა და დაცვით!.. და იცით რატომ? _ იმიტომ, რომ პოლიციაში პოლიტიზირება დაბალ ნიშნულზე დაიყვანონ!გნებავთ კიდევ უფრო გავამარტივოთ საუბარი? _ კი ბატონო! როგორ გგონიათ? _ იქ ჩვენზე, გურულებზე ნაკლებად `აბდლები~ არიან? არა! ხანდახან ჩვენზე მეტადაც კი `უბერავენ~! ასე რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვთ იქაურ საჯარო მოხელეებსაც, იქურ ა(ა)იპ-ში დასაქმებულებსაც: (ოღონდ არასამუშაო საათებში) იქაურ `ცანცუასაც~ აქვს უფლება (ასეთი უღირსი კადრებით აღშფოთებულს) მოიტანოს `სვარკა~ (ოღონდ საკუთარი) და `დაასვარკოს~, იქაურ გამგებლის პირად მდივანსაც აქვს უფლება მობილურ ტელეფონთან ერთად კვერცხებიც წამოიღოს და დაუშინოს იქაურ `ნაციონალთა~ კარებს! და ა.შ. ოღონდ იქაურ `კახაბერ ასკურავასაც~ აქვს უფლება დაიცვას თავისი უდანაშაულობა! იქაურ `ბატონ გოგუაძესაც~ აქვს უფლება გაიმართლოს თავი! და ა.შ. მაგრამ საყურადღებოა, რას აკეთებს ამ დროს იქაური არაპოლიტიზირებული პოლიცია! _ აი იქ კი, ამ დროს, როცა ასეთი დაძაბული საზოგადოებრივი ურთიერთობაა, თუნდაც პარტიული ინტერესისა, თუნდაც პოზიცია-ოპოზიციის `კინკლაობის~ დროს, სწორედ რომ ზემდგომელი აღმოჩნდება თავისუფალი ხალხის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე! _ ისინი კორდონად დგებიან დაპირისპირებულ მხარეთა შორის! ისინი თვითონ იგერიებენ იქაური გამგებლის პირადი მდივნის მიერ ნასროლ კვერცხებს, რომ მან შემთხვევით იქაურ `ასკურავას~ საფეთქელში არ სტვეროს და ხაპივით არ გააგოროს! ისინი ბოლომდე, მოთმინებით განუმარტავენ მხარეებს დაძაბულობის შენელების აუცილებლობას და როცა ბოლოს და ბოლოს შედეგი არ ჩანს, მოჰყავთ სახანძრო მანქანა და გულიანად წუწავენ! ბევრ იქაურ `ტვინგახურებულს~ ესეც არ შველის, მაგრამ არსებობს ცრემლსადენი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო გაზი..., და როცა ეს ქმედებაც არ იძლევა შედეგს შემდეგ იცოცხლე _ დუბინკა და მისი ჯანი!აი აქ კი, ლანჩხუთში, პოლიტპოლიციის `მუშაობის~ შედეგად, სინამდვილეში ორთავე მხარე დაუცველია, ანუ მთელი საზოგადოება დაუცველია და ასეთად დარჩება მანამ, სანამ ასეთი სახის _ დიქტატურულ ვნებას მორგებული კონსტიტუცია გვექნება! _ და ამ დროს თავისუფლად მოაზროვნე სზოგადოება ვითხოვთ ევროპელისგან ვიზალიბერალიზაციას! _ აქ უკვე ვიჭედებით!ჩვენი დღევანდელი თვითმმართველობის მახინჯი ინსტიტუცია; ჩვენი რეგიონული მოწყობა თავისი დიქტატორული გუბერნატორიზმით; ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, არაფრის მაქნისი ფეოდალის არსებობა _ პარლამენტის ცალკე პალატის გარეშე; პრეზიდენტის ინსტიტუტის ბურუსით მოცული და ბუნდოვანი განმარტებანით გაჯერებული თანამდებობა _ ეს უცხო `სხეულია~ საქართველოს `ორგანიზმში~ შემოჭრილი!, რომელიც წყლულად გადაექცა ქვეყანას! ჩვენ კი სერიოზული დაფიქრებით მისი `მკურნალობის~ ნაცვლად, მასზედ `დანას~ ვხმარობთ! არადა: `წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს!~, არადა დღეს ევროპული ცივილიზაცია `მკურნალია~ ამ `საქმისა~, მაგრამ `მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!~ _ აი ამისათვის კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა საჭირო!!!ალეკო ევგენიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა