არჩევნები უკან დარჩა და ახლა შედეგებზე ვსაუბრობთ. ახალი საკრებულოს შემადგენლობაში ,,ქართული ოცნებიდან“ პარტიული სიით თავდაპირველად 10 წევრი მოიაზრებოდა, თუმცა ხმის საბოლოო დათვლის შედეგად, მას მეთერთმეტე წევრი, ალექსანდრე მახათაძე დაემატა. ეს უკანასკნელი წინა საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი იყო. ამჯერად ,,ქართულ ოცნებას“ ლანჩხუთის საკრებულოში პარტიული სიით 11, მაჟორიტარული წესით _ 9 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: კარლო წილოსანი, გიორგი იმნაიშვილი, ვერიკო კვირკველია, გოგი ხელაძე, ვლადიმერ ნანაძე, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, გოგი მორჩილაძე, დარეჯან ბურჭულაძე, სპარტაკ კვაჭაძე; მაჟორიტარები: კახა კვიტაიშვილი, ემზარ თედორაძე, ზაზა წულაძე, გიორგი ჩახვაძე, ელისო ჭიჭინაძე, ბესიკ ტაბიძე, რევაზ კვერენჩილაძე, კახა თედორაძე, ია მოქია. ეს უკანასკნელი ახალი სახეა მმართეველი გუნდის დეპუტატებს შორის.
ნაციონალური მოძრაობა: კახაბერ ასკურავა, გიორგი გოგუაძე, ირმა მგელაძე, გივი ცინცაძე.
პარტია ,,საქართველოსთვის“-ჯუმბერ ბლაგიძე, მაკა მშვიდობაძე. პარტია ,,ლელო“ _ გოჩა ჯანაშია.
მომავალი ოთხი წლის მანძილზე ამ შემადგენლობის საკრებულო ეყოლება ლანჩხუთს.
ჩვენთან საუბარში ძალიან ბევრი მსჯელობს იმაზე, თუ რატომ იყო ლანჩხუთი განსხვავებული მაგალითად მეზობელი ოზურგეთისაგან, სადაც მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურია ასევე საქართველოს დედაქალაქსა და ყველა დიდ ქალაქში. რატომ იყო ლანჩხუთის სოფლები: აკეთი, აცანა, მამათი განსხვავებული მეზობელი ძიმითისაგან, სადაც ოპოზიციისა და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ხმები გაუტოლდა ერთმანეთს. შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფელ აკეთს არა აქვს მისასვლელი გზა, მის მეზობელ სოფელს ძიმითს, რომელიც ოზრგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის, ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებს. ძიმითში არჩევნების მეორე ტურია დანიშნული.
თუ არა მოსახლეობის მძიმე ოკონომიკური მდგომარეობა, სხვას ვერაფერს ჩათვლი მიზეზად იმისა, რომ ლანჩხუთის საკრებულოში ხელისუფლება უმრავლესობით შევიდა. სიღატაკეა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ცვლადობის პრინციპი დიდი ხანია ხელოვნურად არის დარღვეული ამომრჩევლის მოსყიდვითა და სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით. ხელისუფლების გამარჯვება ახლა უკვე მეორედ არჩეული მერის, ალექსანდრე სარიშვილის ფაქტორმაც განაპირობა. ეს ერთერთი ჩვენი რესპოდენტის მოსაზრებაა: ,,გი ლანჩხუთში არავის არ სძულს და უფრო მეტიც, დადებით აურასაც ქმნის თავისი სუფთა წარსულით,ზრდილობითა და თავაზიანობით. დაურეკავ და მაშინვე გიპასუხებს, გეხმარება თუ ვერ გეხმარება, პასუხს მაინც გაგცემს. თუ ვერ დაგეხმარება არც დაგპირდება~ _ გვითხრა ასევე ერთ-ერთმა რეპოდენტმა. თუმცა არჩევნების დაწყების წინ მმართველი გუნდი კანდიდატის გამოცვლაზეც ფიქრობდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკეთესი კანდიდატი საკუთარი გუნდიდან ვერ შეარჩიეს. იყო რამდენიმე პრეტედენტი ბიზნესის სფეროდან, ყველა მათგანმა მერობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა. მერის ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა პარტიის საარჩევნო სიაზეც. ფაქტიურად მან ეს სია გაიყვანაო, ასე ამბობენ ლანჩხუთში. არ ვიქნებით გულუბრიყვილონი და ვიტყვით იმასაც, რომ არა უამრავი კოორდინატორი ,,ოცნების“ კრახი ლანჩხუთში გარდაუვალი იქნებოდა.
ვისზე მუშაობდნენ ეს კორდინატორები? საკუთარ ოჯახზე და სანაცნობოზე. შედეგი დადგა ასეთი, სამწუხაროდ, არ გამართლდა ის პროგნოზი, რომ ლანჩხუთის საკრებულოში თითოოროლა წარმომადგენელი ყველა პარტიიდან შევიდოდა.
მაია კუკულაძე
ლანჩხუთის ახალი საკრებულოშ პოზიცია და ოპოზიცია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 719