ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აწი ჩამოი მაგ ,,სტოლიდან"

6-10-2021, 14:48

ხუმარა კაცი იყო ცხონებული რეზო ხუხუნაიშვილი, სოფ­ელ აკ­ეთში მას ყველა იცნობდა და აფასებდა,  პატარა კოპწია  გუ­რ­უ­ლი ბუხრების კეთება ეხე­რ­ხე­ბოდა, მუშტარიც არ აკლდა, ახლა ბევრს აქვს მისი აშენე­ბუ­ლი ბუხარი სოფელ აკეთში. აწ განსვენებულ დარიკო ქან­თარიას დაპირდა თურმე რეზომ ბუხ­რის აშენება, დარიკო ცოტა ,,კა­პ­რიზნი" ქალი ყოფილა და გა­ნ­ს­ხვავებული ბუხარი უნდოდა.  მე­­ბუხრეს  უთქვამს, შენ არ იდ­ა­რდო დარიკო, მაგაზე და იმ­ის­თანა ფიგურებიან ბუხარს აგ­იშენებ, ხალხი სანახავად მოდიოდესო. გახარებია დარი­კოს, უცხვია და უცხვია ცხელი ხა­ჭაპურები სანამ მშენებლობა და­სრულდებოდა. აი, დადგა ეს დროც, აშენდა ბუხარი და სადაა ფიგურა? შენ ,,სტოლი" გააწყვე დარიკო და ფიგურა მერე იქნება, ამშვიდებს ოსტატი. არიქა დატრიალდა მასპინძელი, გააწყო სუფრა, დაისხა რეზომ ერთი, მერე მეორე და დროდადრო ახ­სენებს დარიკო, ფიგურა როის იქნება ფიგურაა? მაცალე პაწა, მაცალე პაწა და ამასობაში შე­თ­ვრა რეზო, კიდევ რომ შეა­ხსენეს ფიგურა, შეხტა მაგიდაზე გაშალა ხელები და ეუბნება დიასახლისს, ა,  ფიგურა, დარიკო  ა, ფიგურა, დარიკო! ჩამოი რეზო  სტოლიდან,  რაცხა შევცდი კი ვიცი მარა, რაღას ვიზამ ახლა, გაიცინა დარიკომ, ისე კაი ბუ­ხარი კი ამიშენე და რაღა ვჩივი ფიგურებსო.
ჰოდა, რაცხა შევცდით კი მივ­ხვდით ამ ცხრა წლის მანძი­ლ­ზე,  მაგრამ მაინც ვერ ვეუბნ­ებით ხელისუფლებას, ,,ჩამოი­ ძა­მა მაგ სტოლიდან," ისე მიგ­ნებული აშენებულიც რომ იყოს რაიმე, არაფერი გვექნებოდა საწუწუნო და მაცალე პაწა, მაცალე პაწა, უკვე ცხრა წელია გვესმის და ახლაც ვაცალეთ პაწა, აი სულსწრაფი გურულები ისე მომთმენი ხალხი აღმოვ­ჩნდით, ყველა დიდ ქალაქში მე­ორე ტური დაინიშნა და მხო­ლოდ ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი ელანძე...რა მოხდა არჩევნებზე? მოგე­ხსენებათ, რომ ლანჩხუთში მუ­ნი­ციპალიტეტის მერის არჩ­ევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა, ნახევარზე მეტმა მისცა ხმა მმარ­თველი პარტიის მერობის კანდიდატს, ალექსანდრე სარი­შვ­ილს, რომელიც ალბათ ყველაზე საუკე­თესო კანდიდატი იყო, ვი­დრე შეიძლება მმართველ პარტიას ჰყავდეს ამ პირობებში, მას თითქმის ყველა უბანზე თავის პარტიაზე მეტი ხმა აქვს მიღ­ებული, თუმცა საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს მიღებული პარტიასაც. ,,ქართული ოცნების" ცხრავე მაჟორიტარობის კანდიდატი  გახდა დეპუტატი, აქედან ახალი სახე მხოლოდ ერთია, ია მოქია(სოფელი სუფსა)რაც შეე­ხე­ბა ,,ქართული ოცნების’’ პა­რ­­ტიული სიის ათეულს, იგი  სრული შემადგენლობით მოხვდა საკრებულოში,  მეორე ადგილ­ზე გავიდა ელგუჯა კალ­ან­დარ­იშ­ვილი,  გაახარიას პარტია ,,საქ­არ­თველოსათვის"  მერობის კანდიდატი. აღნიშნული პარტია მმა­­რ­თველი პარტიის ალტერნატივად მოიაზრებოდა და ბევრი გაბრაზებული ,,ოცნებისტი" იდ­გა მის გვერდით, შესაბამისად  პა­რტიული სიის ორი წარმომადგენელი გახდა საკრებულოს წევრი, რაც შეეხება ცნობილ უფ­ლებადამცველს, ლია მუხა­შა­ვ­რიას, მას ამორჩეველთა დაა­ხ­ლოებით 15-მა პროცენტმა მის­ცა ხმა. აქვე შეგახსენებთ, და­ახ­ლ­ოებით იგივე მოხდა ჩოხა­ტა­ურშიც, სადაც მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით გა­იმარჯვა, ლანჩხუთიც და ჩოხა­ტაურიც ყველაზე ღატაკი რაიონებია გურიაში, შესაბამისად მოსახლეობა ყველაზე მეტად არის კონტროლირებადი ხელ­ის­უფლების მიერ, რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ოზურგეთს,  მეორე ტური სახელისუფლებო და დამოუკიდებელ მერობის კანდიდატებს, ავთანდილ თალაკვა­ძესა და კოტე შარაშენიძეს შო­რის  გაიმართება, ასევე მეორე ტურია დანიშნული ზოგიერთ  საარჩევნო უბნებზეც.
განსხვავებული სურათი გვაქვს საქართველოს დიდ ქალაქებში სადაც ასევე მეორე ტურები იმართება.
აგერ ბატონო! აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნების შესა­ხებ, 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარი წაშლილია, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა კი, წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" ხუთი, ხოლო პარტია ,,ლელოს" ერთი წარმომადგენელი. საბოლოო ჯამში ლანჩხუთის ახალ საკრებულოში მმართველი პარტიის 19, ხოლო ოპოზიციის 8 დეპუტატი იქნება.
მაჟორიტარები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  ყველა მმართველი პარტიიდანაა, ეს არჩევანი იმ სოფლის მაცხოვრებლებმა გააკეთეს სადაც არც სასმელი წყალია, არც გზა და მოსახლეობა მასიურად ტოვებს აქაურობას, მათ შორისაა სოფელი აკეთი, რომელიც შესავალში ვახსენეთ.
სამუშაო ადგილები, სოფლებში მისასვლელი გზები და სასმელი წყალი უმთავრესი პრობლემაა რაიონში. საღატაკე, შიში და შიმშილია გამეფებული, მოსახლეობა კი გეომეტრიული პროგრესიით ტოვებს  ულამაზეს ადგილებს, რომელიც უფალმა ასე  გულუხვად გაიმეტა ჩვენთვის.  
         მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 592
FACEBOOK კომენტარები