ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მოშე გლუბჰალფტის რეცეპტი ლანჩხუთურად

1-10-2021, 12:14

ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა  წარ­მომადგენლებიბმა,  პარტიის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოშე გბჰალტის რეცეპტის ლანჩხუთურ ვერსიაზე ისაუბრეს. მათი თქმით აღნიშნული რეცეპტი ლანჩხუ­თშიც იქნა აპრობირებული, რომლის მიხედვითაც ,,ქართუ­ლი ოცნების“ შტაბიდან გამ­ოდის მოარული ხმები, თითქ­ოსდა ,,ნაციონალური მოძრა­ობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს,  ალექსანდრე სარიშვილს ეხმარება არჩევნებში გასამარჯვებლად.
,,მოშე გლუბჰალტის რეცეპტი ლანჩხუთშიც ჩამოვიდა ,,ქართული ოცნების“ შტაბში და წაგებისათვის განწირული მათი კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, ეკიდება ხავსს და მისი წარმომადგენლების საშუ­ა­ლებით ყრის ახალ ჭორებს,  რომ  ნაციონალური მოძრაობა თურმე ეხმარება მის კანდიდატურას არჩევნებში გასამარჯვებლად. პირველად გამეღიმა ამასთან დაკავშირებით და შემ­დგომ ვიფიქრე, რომ არ შეი­ძლება ამას სერიოზულად უყუ­როს ადამიანმა, როცა ნაციო­ნალურ მოძრაობაზე კახა ასკურავაზე და პარტიის შტაბზე საუბრობენ იქ ალექსანდრე სარიშვილის და ,,ქართული ოცნების“ კონტექსტზე წარმოდგენაც კი ძალიან სასაც­ილოა  ჩვენი რაიონის მაცხოვ­რებ­ლებისათვის, მაგრამ ამ ჭორებმა მიიღო პერმანენტული სახე და გადავწყვიტე პრესკონფერენცია ჩამეტარებინა და ღიად მეთქვა: ნაციონალური მოძრაობა, მისი შტაბი და თავმჯდომარე კახა ასკურავა თავისი პრინციპების ერთგული არიან. თუმცა აქ მთელი უბედურება მეორეშია, რიგი ოპოზიციური პარტიის წარმოამდგენლები აყვნენ ჭორებს და ფეისბუქზე პოსტავენ თუ­რმე,  ნაციონალური მოძრაობა ალექსანდრე სარიშვილს ეხმ­არ­ება არჩევნებში.  ვინ ვინ და გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს არა აქვს უფლება თქვას, იმიტომ რომ,  როცა მათი ლიდერი პრემიერ მინისტრი იყო, სულ რაღაც 6 თვის წინ, ჩევენი შტაბის რამდენიმე წევრი გახდა  დევნის ობიექტი და მათზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ერთი რამე მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას: ეს სამი დღე იქნება ძალიან რთული, გავრ­ცელდება უამრავი ჭორი, ურთ­იერთგამომრიცხავი ინფორმაციები, თქვენ იყავით დარწმუნებული ერთ რამეში, მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიდექით ერთად და თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს თითქმის სახეზე ვიცნობთ და ახლა გაცილებით მეტნი ვიქნებით, ჩვენ ერთი თხოვნა გვაქვს _ საღამოს რვა საათზე ვინც ოპ­ოზიციას ხმას მისცემთ უბნ­ებზე მოიყაროთ თავი“ _ თქვა პარტია ნაციონალური მოძრა­ობის შტაბის ადგილობრივმა თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ.ჭორების სააგენტოს მუშა­ობის შესახებ რამდენიმე სიტ­ყვით გაერთიანებული ოპოზი­ციის მერობის კანდიდატმა, ლია მუხაშავრიამაც ისაუბრა.
,,ჭორების სააგენტო კარგად მუშაობს დროს, შესაბამისად ძალ­იან კარგად იცის ხელისუფლებამ და ,,ქართულმა ოც­ნებამ“ მათი  წინასაარჩევნო მდგომარეობა როგორია, ამიტომ ახლა ,,ბარონ მიუნჰაუზენის“ გამოჩენა სრულებით არაა გასაკვირი“-თქვა მერობის კანდიდატმა.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 743
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა