1912 წელს, თბილისში გამოცემული საოხუნჯო ალმანახიდან ,,ალიაქოთი“
ქე ვიყავით ქვეყანა ყურწაგდებული. რაცხა ძაღლ-ღორობაი, მიწყობილ-მოწყობილი, ერი და ბერი, ცხვარი და მგელი, ყმა და ბატონი, მიწა-პატრონი...დედავ, უცფათაი შეგვიჩხიკინა რაცხა დუმაო და ზე არ აგვიფუნგა სასთუმალი? ხო, ჩემი ბატონი ხარ, გავარდა ხმა: არიქა ბიჭებო, ჩვენი დეპუტატები დუმაშიო! გევიხედე თვარა და ჩამეიბრინჯა ოზურგეთიდან ვინცხა წიონკალაი ტილღვა ფერშალი. ჭკუა ნაშალი, იწყო ტრაშალი, დაბზრიალდა მიხაკაი, აძუნძულდა ხარიტონაი, დეიწყეს კარისკარ ჩანჩალი მესაზანდრესავით-ფედერაცია-ავტონომიაო და ასე ამგვარად მოძებნეს მიძებნეს თუ სადმე იყო დემოკრატების მომდურავები, მემამულე მოურავები, ტოლმაჩევის ნაფარეშევი, შავ რაზმში ნათარეშევი, ავგულიანები, დიდფულიანები, ავი და კაი, ზე ჩაგვერაზმენ კუროპატკინის ჯარსავით გოროდ ლანჩხუთში.
აბა ბიჭებო! თხა თხის ვარესი მგელმა დაქიქნაო, შემოგვძახა ილარიონაის ბიჭმა, თუ არ მომკტარხართ კა მაგენსო. უუუო! უგრილეთ შავ-შავი, შენ ხარ ჩემი ბატონი, იგენის ყუთებში და ვიფრონეთ ყველაყაი ჭილ-ყვავსავით დაყურყუმალებული, დაგვირჩნენ მხოლოდ თოთხმეტში, ორი ვირი და ჯორი, გასქდაბ კვერცხსავით კაკალგულზე თავმჯდომარე - ვასილაი და დეჯახუნა გულზე ჯიღი- ზურგეთში გიზამთ ჩვენებურსო.
დედავ, წამოვკარი ხელი სატეხ-საკრეფელას თვარა მევიდა პრიკაზი: უნდა უდურთოთ ოზურგეთშიო, ოცოცხლეთ თქვა, კაი ავწუწკულდი, მარა, რას ვიზამდი- იგენის დეპუტატობას, აქეთ ვასილას ქადნა-ლაყბობას, ფედერალების ბზუკ-ამაყობას, სულ არ მოვიდეს ხეფსი, ჯობს-მეთქი, გადმოვხტი ღობეზე და წვერი შევიხვინტილე, ტანზე გევისკვინჩილე, შუუარე აფხანაკებს და ვხრენგეთ ოზურგეთში კაკალ 12 საათზე.
გათენდა დილა მევიყარეთ თავი კონახში თვარადა, დეირაზმენ მარჯვნით, ჩვენს მოპირდაპირეთ, ნაკაშიძე-გურიელები, ჯაყელი და ერისთავები. აქიდან მოჩანჩალდა აგი ლანჩხუთში შეცთომით ნაშუარი ტყავგამძვრალი რწმუნებულები და ამ ტუზებს ზე ეეტუზენ გვერდში. აქეთ ეცენ, იქეთ ეცენ, იყარეს კენჭი, მარა რომ გადათვალეს მოწყენილათ გამოაცხადა მარშალმა-ჩორნი გურიელები და აბსოლუტური თეთრი დემოკრატებიო.
მოგეცეთ ლხენა ჩვენ ვცოცხეთ შინისაკენ გახარებული. დედავ, ვართ შინ, ვბრიალობთ ყანაში ცოფიანსავით თავარა და მევიდა პრიკაზი: დეიშალა არჩევნები და თუ დელეყანტები ხართ, კიდო მობრძანდითო!... ვაი წავხთი ვიფიქრე გუნებაში, ახლა რაის იმედი აქვენ? თუ გინდა მათი გაყეყილი ხუცესიანე დაორსულებულიყვენ და თითო სხვილი მემამულე გამიეშპუნებიენ მაინც რა ბოლოკს გვიზამენ მეთქი და გაცეცხლებულ გულზე იმავე საათში შვლეჭა მოვადინე ოზურგეთში მარა არ გაგიწყრეს დავითის მადლი, ბასილის რისხვა, მათი მობარძღული ზარბაზანი დარჩა კურკანტელაით გატენილი და მოადინა ფშუკვა. ისთე დარჩა შავი შავათ და თეთრი თეთრად. ვერაფერი ვერც პრავაკატორულმა ტლიკინმა, ვერც სასაქიოთ შეკაზმულმა ჯაყელის ხვევნა დემაგოგიამ ვერ უშველათ. ასე მოჯაყული ქი წაძუნძულდენ შინისაკენ ფედერაცია, ხუცესი და სავრაზმელი იქითობას კი გაიძახოდენ - ოდელია ხეი ხეის!, მარა აქითობას მოტიროდნენ, მევიჯაყეთ, ვაი ვაიო...
ავტორი შხანკოლა
მოამზადა მაია კუკულაძემ
არჩევნები გურიაში
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 640