ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ივერონი” 20 წლისაა!

20-09-2021, 12:00

წლების წინ, როცა ქვეყანაში საეკლესიო ზარები აქა-იქ რეკდნენ, როცა ლანჩხუთში წირვა-ლო­ცვა მხოლოდ სამება-ჯიხეთის დე­დათა მონასტერსა და  ნათლის­მცემლის სახელობის პატარა ტაძ­არში აღევლინებოდა, იქვე ახლოს,  ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა სა­ფუძველი.
2001 წლის 18 სექტემბერს მისი კურთხევიდან 20 წელს ვზეიმობთ. ტაძარი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. მისმა პირვე­ლმა წინამძღვრმა, დეკანოზმა სვი­მეონმა მას ივერონი უწოდა. მას შე­მ­დეგ დიდი და პატარა ტაძარს ,,ივერონად“ იხსენიებს.
მახსოვს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა ეკლესია  მრე­ვლს ვეღარ იტევდა, ახალი ტაძრის მშენებლობა უკვე ბევ­რისთვის  იმ­ე­დად და ნუგეშად  იქ­ცა. დეკანოზ  სვიმეონს  მალე  მამა იოანე (ორ­მოცაძე) შემო­უ­ერთდა, ასევე  მამა დავით და ირ­აკლი (წულაძეები) და ა.შ. (საბედნიეროდ, მამები ბევრნი არიან,  არ მინდა ვინმე გამომრჩეს). 


მრევლმა მალე მოხატვაზეც დაიწყო ზრუნვა.  ეკატერინე წილ­ოსანი, სვიმეონ ჩხიკვაძე, ეკატერინე  ანდღულაძე - აქტიურად შეუდგნენ ტაძრის დამშვენებას. მათ მიერვე, ამავე პერიოდში, არაერთი ხატი და­იწერა, რომლებმაც იქვე,  ტაძა­რშივე  დაიდეს ბინა. ყველა ჩართ­ული იყო ამ საერთო საქმეში:  ფრი­დონი, სევერიანე, მანანა, ლალი, მაიკო, ლევან დარსალია, ზაზა ჩი­რგაძე, ჯაგა წილოსანი, პაატა ურუშაძე. მახსოვს გვიან ღამემდე მუშობდნენ. - მამა სვიმეონი ცდილობს გაგვზარდოს, ხელი-ხელ ჩაკიდებული გვადგმევინებს თითო­ეულ ნაბიჯს. იგი ნამდვილი მოძღვარია, ადამიანში ხედავს მარცვალს და ცდილობს უზარმაზარ გორგალად გადააქციოს - მეუბნებოდნენ მაშინ მხატვრები.
ივერონი დღეს უკვე საკათედრო ტაძარია. მას  დეკანოზი მირიან (ფირცხალაიშვილი)წინამ­ძღვ­რობს.  ეს ლანჩხუთელთათვის ერთ-ერთი სა­თ­აყვანო ადგილია. აქ ყველაზე ხშირი სტუმრები ბავშვები არიან. ახლაც, მიუხედავად პანდემიისა, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით აღევლინება წირვა-ლოცვა და ყოველი კვირა დღე, ყველა დღესასწაული პატარების ჟრია­მ­ულ­ი­­თაა აღვსილი.     
 პირადად ჩემთვის,   ივერონი ის ადგილია, სადაც ჩემი ოჯახი ეკ­ურთხა, სადაც ჩემი შვილები პი­რველად ეზიარნენ... ამიტომაც გან­საკუთრებულად მიყვარს და მიხა­რია იქ მისვლა.     
გილოცავთ, ,,ივერონი” 20 წლი­საა!  
           მაკა სულაბერიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 62
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა