ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შინმოუსვლელი ძმები სოფელ ტელმანიდან

შინმოუსვლელი ძმები სოფელ ტელმანიდან
15-09-2021, 11:51

როგორც იმ ადამიანების მონათხრობიდან მახსოვს, ვისაც ასე თუ ისე ახსოვს ომის დროინდელი ისტორიები, მაშინ ტელმანის კო­ლმეურნეობის ერთი სატვირთო ჰყა­­ვდა, რომელიც აქაური ახა­ლგა­ზრ­დებით შეივსო და ფრონტზე წა­ვიდნენ. სულ 86 ახალგაზრდა წავიდა სხვადასხვა დროს, მათგან 36 დაბრუნდა.
ბევრი იყო ისეთი ოჯახი, რო­მელ­თაგან რამდენიმე ადამიანი წავიდა ომში. სერგო ჩხაიძის ოჯახიდან ორი შვილი  გააცილა დედამ ფრონტზე. მამა ამ დროს ცოცხალი აღარ იყო, ის 1924 წელს მოკლეს. შოთა და სარდიონი მაშინ 21-22 წლისანი იყვნენ, ფრონტზე წავიდა მათი ძმის ტოლფასი ბიძ­აშ­ვილი, ვერც ერთი ვეღარ დაბრუნდა, უცხო მიწაში ჰპოვეს საუკუნო განსასვენებელი, არც მათ წერილებს მოუღწევიათ სახლში, შინ მხოლოდ მათი გმირობის ამბავი მო­ვიდა. დედას უკვე დიდი ხანია უსასრულო ლოდინმა მოუღო ბო­ლო, აღარც მათი და, ქალბატონი მა­რიამ ჩხაიძეა ცოცხალი, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღემდე და­რაჯობდა ძმების კერას, რომ არა ეს ომი, ახლა ამ სახლში მათი შთა­­მომავლები იცხოვრებდნენ, სიცოცხლითა და ხალისით აავ­სე­ბდნენ აქაურობას. 
  მარინა ჩხაიძე           

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 51
FACEBOOK კომენტარები