ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უნდა შეიცვალოს ის მთავარი, რაც ქვეყნის და რაიონის განვითარებასთან მიგვიყვანს!

უნდა შეიცვალოს ის მთავარი, რაც ქვეყნის და რაიონის განვითარებასთან მიგვიყვანს!
15-09-2021, 11:35

ვინც არ უნდა იყო შენ?! ,,ქართული ოცნება“ თუ  ,,ევროპული საქარ­თველო“, ,,ნაციონალური მოძრაობა” თუ გახარიას პარტია ,,ლელო თუ გირჩი“ და ა.შ. ახლა შენია ბურთი და მოედანი. გამოვიარეთ ედუარდის ხელ­ში, მიშას და ბიძინას ხელში და  ახლა ვართ იმ დღეში, არავინ ვიცით ვინ ვართ და რას ვაკეთებთ, ვიცით რომ ქვეყანას შველა სჭირდება და ვინ უშ­ველის?! მთავრობა ამბობს, რომ აგებს გზებს და ხიდებს აშენებს, ამ­შ­ვენიერებს ქვე­ყანას. ხალხი ბედნიერია, მხოლოდ ჩვენ, უმადურები ვერ ვხე­დავთ ამას. ჩვენ არ ვიცით, რა უნდა იდოს ჩვენ მაცივრებში თუკი გვაქვს ასეთი; ვერ ვხედავთ, რომ ბევრია სამუშაო ადგილები, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ კარგს. მითხარით, რა ვუ­თხრა ჩემს მოხუც მამიდას, რომელიც გზას გაჰყურებს ჩემს მოსვლამდე, რომ ვერ მომაქვს მასთან ცოტა ტკბი­ლეული და საჭირო წამლები ან მოხ­უც მამას ან პატარა შვილიშ­ვილს... ჩე­მი ხმა გეკუთვნით არა ათქვენ, არამედ ეკ­უთვნის ჩემს ქვეყანას,  იმიტომ რომ, შე­იცვალოს ის მთავარი, რაც ქვეყნის გა­ნვითარებასთან მიგვიყვანს. არც უმადური ვარ არც ზარმაცი, ჯერ კიდევ მაქვს დრო, სანამ ვიქნები პენსიონერი და ვერ ვხედავ, ძაფის ბოლოს, რომელსაც უნდა გავყვეთ მე და ყველა ჩემნაირი, რომ საშუალო მაცხოვრებელი მაინც გვერქვას. 
გულუბრიყვილო იყო ჩემი თაობის ფიქრი დამოუკიდებლობა იყოს და ბალახს შე­ვჭამთო,  წყალს გავყიდით  და თავს იმით ვირჩენთო. დამოუკიდებლობას ხელახალი ოკუპაცია მოჰყვა და ოკუპაციას, კვლავ ოკუპანტისაკენ ხელის გაშვერა, ის გვი­შველისო.  ვიჯაყჯაყეთ ერთ წრეზე და ვარ­­წმუნეთ ერთმანეთი გავიმარ­ჯვებ­თო, ორი საუკუნით ხართ უკანო გვი­თხრეს ევროპასა და ამერიკაში წასულმა ჩვენმა თა­ნა­ქა­ლაქელებმა, როგორ გეკადრებათო, ვუ­თხ­არით ჩვენ: შუქი დიდი ხანია რაც აინთო ჩვენთან, ახლა გაზიც გვაქვს, სარეცხი მანქანებიც დავდგითო, მაცი­ვრები კი გვაქვს, მაგრამ ცარიელიო ჩავიბუ­ტბუტეთ ბოლოს. მაინცო გვითხრეს კვალავ, მაინც ვერ ვხედავთ თქვენსკენ წინსვლასო.  თქვენ არც დროის ფასი იცით, არც სამუშაო გაქვთ, თქვენი ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან ფულს იპარავენ, არარსებულ სამუშაო ადგილებზე ოჯახის წევრებს ასაქმებენო, ტყუილებს აპიარებენ, თქვენთან ყველაზე კაი კაცს ქურდი ჰქვია, სიმა­რთლის თქმაზე ეცინე­ბათო;  თქვენ არ შეიცვლებით, ვერ გა­ბე­დავთ ერთად დგომასო, დიახ, ასე გვითხრეს უცხო  ქყვეყნებში გადახვეწილებმა.ადრე ასეთი სიმართლე ჩვენმა დიდმა ილაიამაც გვითხრა, შემდეგ რაც იყო ყველამ ვიცით, დიდმა აკაკიმაც შემოუძახა ჩვენს ქვეყანას: ,,მივაძახე ეკალში ნუ ვარდები“... ეჰ ახლაც ასეა, ამდენი რამე გაკეთდა და ვერ ხედავთო! ახლა ამას ისინი ჩაგვძ­ახ­იან, კიო! კიო! ბანი დააწიეს მადლიერმა ვითომ დასაქმებულებმა, კი მარა, ის­ინი ხედავენ და ჩვენ ვერა? თქვენ დაუნახავები ხართო? სულ თუ არაფერი, სიტყვა ხომ თა­ვი­სუფალიაო, რაც გინდათ ის თქვითო, მაგისთანა თავისუფლებას ჩალის ფასი უფრო აქვს, ვუბრუნებთ კვლავ სიტყვას, მაგრამ ვის ესმის!  კომუნისტების დროინდელი ფერმა მახსენდება ერთი ძროხა რომ ჰყავდათ ნაპატიები ,,კამელია“ და ყველას ნაწველს იმას უთვლიდნენ, პიარი მაშინ იყო თუ იყო, კეთდებოდა და მშვენდებოდა ქალაქები, სოფლებიც, ამაზე უკეთესად სხვათა შორის... ჰოდა, აპიარებდნენ და აპიარებდნენ, როგორც ახლა! კი ბატონო სიტყვას არ გათქმევინებდნენ,  მაგრამ თუ იტყოდი და გაბედავდი იმ სიტყვას ფასი ჰქონდა,  გამოხდა ხანი და ,,დემოკრატიული საქართველო” გაცილებით მზაკვრულად მოქცა თავისუფალ სიტყვას, ვიდრე კომუნისტური. მართალს თუ იტყვი შემოგახტებიან პირში, მოქოქილები სოციალურ ქსელში გრიალებს მადლიერთა ტაში, ბრავო მეგობრებო ბრავო! 70 პროცენტით ვიგებთ ხე­ლისუფლებაო ერთი ა(ა)პის თა­ნამ­შრომელი წერდა, იქნებ რიგით ამომრჩეველს მეფიქრა ხელისუფლებამ  მეტი ვერ შესძლო, მაგრამ ამას რომ მისი დაკვეთით იტყვიან, უკვე  მეტისმეტია, ან პროცენტის გამოანგარიშება არ იცის ან გიჟია ოხერი! მამაცხონებულო, ნამუსი არა გაქვს! გამახსენდა ის ანეგდოტი, გიჟმა რომ მოიწერა, ერთი აუზი გვაქვს და თავით ვხტებით, უკეთესად თუ მოვიქცევით წყალს ჩაგვისხამენო, ასე როგორ დავკარგეთ რეალობის შეგრძნება?! ან სინდის, ნამუსი?!სად მუშაობ ამისთანა ადგილას, ამას რომ გიკვეთავენ გამაგებინე? ახლა იმას მოგიყვებით ა(ა)იპი რა არის?! სადაც გაფორმებული ხარ და არ მუშაობ, მუშაობ მხოლოდ იმისათვის,უნდა იყვირო კეთდება და მშვენდება ყველაფერიო, რით განვსხვავდებით იმ  საცოდავი კომუნისტებისგან, იმით ხომ არა, რომ ფასები იყო დაბალი?! ჰა?! ასე როგორ უნდა დავკარგოთ  რეალობის შეგრძნება? რომ დავენსგავსოთ  ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში მომხდარ დრამას - ,,ვიღაცა გუგულის ბუდეს გადაუფრიანა.“ 
ლანჩხუთი პატარა ქალაქია და არ შეი­ძლება პატივი არ სცე იმ სახეებს, რომელიც დღემდე არიან ადგილობრივ ხელ­ის­უფლებაში, უფრო მეტიც ახალგაზრდა მერი, რომელიც გვაყავს არ შეიძლება არ მოგეწონოს თავისი ზრდილობით, გულ­წრ­ფე­ლ­ობით და ოჯახისშვილობით, თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარე და ბევრი სხვა, მაგრამ ისიც მესმის, თუ არ შეიცვალა, რამე ისინი ნაბიჯს ვერ დგამენ.
ბოლოს ვიტყვი იმას, რომ რაც მეტად იქნებიან ისინი რეალობისაგან შორს და რაც მეტს იყვირებენ მისი დოქსოპულო ა(ა)იპის თანამშრომლები ათას სისულელეს, ხელისუფლება 70-ს არა და 20 პროცენტსაც ვერ მიიღებს.
                   მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 99
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა