ახლა არც 9 მაისია არც 22 ივნისი, მეორე მსოფლიო ომის დაწყების ან დასრულების დღე, მაგრამ 2021 წელს რვა ათეული წელი შესრულდა ამ ომის დაწყებიდან,ა მიტომ დიდი მიზეზი არ სჭირდება იმას, რომის ადამიანები მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინა. ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ, სიცოცხლე, გასწირეს, რომ ფაშიზმი დამარცხებულიყო.
ჩვენი რუბრიკა სწორედ შინმოუსვლელთა და ომის მონაწილეთა ცხოვრების ისტორიებს მოგიყვებათ, მადლობელი დაგრჩებით თუ თქვენც მოგვაწვდით ფოტოებსა და მასალებს, რომლებიც შეიძლება თქვენს საოჯახო ალბომში ინახებოდეს.ვლადიმერ მიხეილის ძე ჩხაიძე 1922წმოსკოვში დაიბადა,მას საქართველო არასოდეს უნახავს, მითუმეტეს მშობლიური სოფელი აცანა, რადგან მამამისი მიხეილ ჩხაიძე სრულიად ახალგაზრდა, უნიჭიერესი ყმაწვილი, მეზობლების მიერ შეგროვილი ფულით სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, შემდეგ აქვს დარჩა და დაოჯახდა კიდეც, ვლადიმერი და მისი დებიც აქ დაიბადნენ, მამა მათ ხშირად უყვებოდა იმ სოფელსა და მეზობლებზე,რომლებიც აქ დატოვა,რომ არა ეს ომი ვლადიმერის გადაწყვეტილი ჰქონდა მამის სოფელში ჩამოსვლა.
1943წ მან სატანკო სასწავლებელი დაამთავრა, იბრძოდა უკრაინაში, იყო უმცროსი ლეიტენანტი, სატანკო ოცეულის მეთაური.
1943 წ 3ოქტომბერს სოფელ კოლუჟინოსთან გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ვლადიმერ ჩხაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 7 ოქტომბერს მომხდარ ბრძოლაში კი, როცა მტერს მეტი უპირატესობა ჰქონდა მას ჭურვები გამოელია და თავისი ტანკი მტრის ტანკს შეაჯახა, ვლადიმერ ჩხაიძე დაიღუპა, როგორც ნამდვილი გმირი.
მარინა ჩხაიძე
მას აცანა უყვარდა თუმცა არასოდეს უნახავს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 794