ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აწი აღარ გამაგონოთ ვინმემ ბლუთუზს იჭერსო!

30-08-2021, 11:47

ვირუსული ინფექციის მძიმე ფორმების განვითარება აცრილების შემთხვევაში ძალიან მცირეაო, გვარწმუნებენ სპეციალისტები და მთელი მსოფლიოს მედიცინა ერთ რამეზე შეჯერდა გამოსავალი მხო­ლოდ აცრაა, მოი და ნუ დაუჯერებ? საპირისპირო არგუმენტი გააქვს კი რომ არ დაუჯერო!? არადა ანტივაქსერებმა ტვინი წაგვჭამეს: ჩიპე­ბიო, მასონებიო,  5- თუ ვერ დაიჭ­ირე 3 -ს მაინც დაიჭერო. მეცნიერ­ებას თავისი კანონები აქვს და მათზე ვარაუდით მსჯელობა არ შეიძლება, თუმცა რას გინდა რომ არ გეიგონებს, დეიარება ტყუილ მართალი და ლიანგს მეტი რა უნდა , როგორც იტყვიან ფეხი რომ ტალახში ჩაკრა, ხელათაი  რაცხა ფარცაკს წეეფეთები მერე  თავა­დაც შეგეშინდება,  ტალახი კი არა იქნება უცხოპლანეტელის ექკრემენტებადაც კი მოგეჩვენოს. 
მოკლედ ამბავი ახლა იწყება, დავრეგისტრირდი აცრაზე  რეგიო­ნა­ლური ჯანდაცვის ცენტრში, შინაურულად რასაც ძველ საავადმყოფოს ვეძახით.  რთული სრულ­ებით არ ყოფილა, ერთი ნემსის  ჩხვლეტა და შემდეგ 45 წუთიანი დაყოვნების პერიოდი ესაა თლა მე­ტი აფერი. აცრის კაბინეტიდან რომ გამოვედი იქვე ჩამწკვრივებულ ერთ-ერთ  სკამზე ჩამოვჯექი  და  მოცდა არ გინდა?  მკლავში ერც­ახე დაბუჟების მეტს არაფერს არ ვგრძნობ,  არც ინტერნეტი მაქვს , პაწა რომ გავერთო და ტელეფონს ვაწვალებ, ხან კომუნალურების არზ­იან  მესიჯებს ვკითხულობ,  ხან გამვლელს ვათვალიერებ ცხვი­რპირი ორი პირბადით მაქვს აკრ­ული, მარა  ამას  ვინ ჩივა, ხომ იც­­ით ეჩვევი ყოლისფერს,  ამას­ობაში  ჩემი ტელეფონი აწკაპუნდა,  ვხედავ  ჩაირთო ინტერნეტი, ჯერ გადავამოწმე ვიღაცას მივწერე პასუხიც  მომწერეს, ჰოი საოცრებავ  რომელ სიჩქარეს ვიჭერ არ ვიცი, ვხედავ  ნამდვილად ვიჭერ, რაცხა სხვა­ფრადაა საქმე, რაია აგი ააა! არადა ტელეფონის ინტერნეტი არასოდეს მქონია.(არ მაქვს ამ ,,ფუფუნების“ საშუალება) მოკლედ კაი გვარიანად ჩავფიქრდი.. ვეუბნები ჩემს თავს, რას მოდიოდი ამ აცრაზე? რაღა ყოლისფერი უნელი შენ უნდა დაგემართოს?, კაი ამ ინტერნეტს იჭერ მოგეცეს ლხენა! იქნება იიც იწინასწარმეტყველო აწი რა მო­ხდება, სადაა მასთე შენ რომ გინ­და?! ვეფერს ვერ ვხედავ!, იქნება   ყავაში,  კარტში, წყალში თუ ათას რამეში  დეინახო,  თვარა მარტო ცარიელი ინტერნეტი რათ გინდა, ეტყობა აი ვინცხამ ეიცრა ყველას აქვს, მოკლედ კინაღამ დავიჯერე,  სანამ ჩემს შვილს არ დავურეკე და არ გავიგე, თურმე ინტერნეტპაკეტი მას ჩაურთავს. აწი აღარ გამაგ­ონოთ ვინმემ  ბლუთუზს იჭერსო!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 506
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა