ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ადამიანი ლაპარაკის სწავლას ორ წელს ანდომებს, ხოლო სად რა და როგორ თქვას მთელ ცხოვრებას“”~

17-08-2021, 12:19

ოტია იოსელიანს ასეთი ში­ნაარსის გამონათქვამი აქვს: ,,ადამიანი ლაპარაკის სწავლას ორ წელს ანდომებს, ხოლო სად რა და როგორ თქვას, მთელ ცხოვრებას“. უკეთესად ნამდვილად ვერ იტყვი, მაგრამ დავამატებ, რომ ზოგიერთმა მიუხედავად საკმაო ასაკისა, მაინც ვერ ისწავლა სად, რა და როგორ თქვას, ახლა აუცილებლად სიცოცხლის ბო­ლო წლებში თუ აპირებს ბრძნული აზრების გადმო­ფრქვევას, ნამდვილად არ ვიცი. გარდა ამისა, რადგან ვამბობთ დემოკრატია გვაქვსო, რაც სი­ტყვის თავისუფლებას გულისხმობს სწორია, მაგრამ თავი­ს­უ­ფლება თავხედობას სულაც არ ნიშნავს და არც იმას, რაც გინდა ყველაფერი თქვა და გა­აკეთო. არსებობს ზღვარი, ზომა, მაგრამ სწორედ ჩვენ ის ზღვა­რი და ზომა გვაკლია, როგორც ქმედებაში, ისე საუბარში და ერთმანეთთან მიმართებაში. ზღვრე­ბის დაცვა არ შეგვიძლია, ზომიერებას ვერ ვიჩენთ, შედეგად კი ვღე­ბულობთ ძალიან ცუდ შედეგს ერ­თმანეთის შეურაცყოფას, სიძუ­ლ­ვილს, გულის ტკენას.
ორი სხვადასხვა ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც იმ ადამიანებს ეხებათ, ვისაც შეუძლიათ განსხვავებული აზრის მქონე მოპაექრეს სი­ტყვები ტყვიასავით დააყაროს, სიტყვა კი ზოგჯერ ტყვიაზე მეტად ჭრის. მგონი უმეტესობამ იცის, რომ გამოჩნდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ექ­იმი, გიორგი ღოღობერიძე, რომელიც თავისი რჩევებით მოსახლეობას დი­დი სამსახურს უწევს, იმ მო­სახ­ლე­ობას, რომლის დიდი ნაწილი ექ­იმთან მისვლას ვერ ახერხებს უს­ახსრობის გამო. ისიც გვახსოვს ალ­ბათ, რომ იგი სტუმრად მიიწვიეს „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში და შეურაცხყოფა მიაყენეს, მეთოდები და­უწუნეს. გასაგებია ადამიანის დაუსწრებლად მკურნალობა და წა­მლის გამოწერა, როგორც მას­პინძლებმა განმარტეს, მიუღებელია, მაგრამ ესეც დიდი შეღავათია, როცა ვინმე სწორ გზაზე დაგაყენებს და შესაძლოა მისი რჩევები შენს სა­ჭიროებას მოარგო. თუმცა ყველამ მივხვდით, რომ ეს საქციელი ადამიანებზე ზრუნვით სულაც არ იყო გამოწვეული, უბრალოდ, ზოგიერთ ექიმს ნიჭიერი კონკურენტის გა­მოჩენა აშფოთებს, მათ ვისაც ექიმობა ბიზნესთან აქვთ გაიგივებული და ადამიანის სიცოცხლეს ფულით ზო­მავენ. ვისაც გვახსოვს როგორი იყო უფასო სამედიცინო მომსახურებიდან ფასიანზე გადასვლა, გაა­ხსენდებათ, რომ ამ მომენტს არ მი­ესალმებოდნენ არც თავად ის ექიმები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, რადგან ისინი იმ გასამჯელოს კმა­ყო­ფილდებოდნენ, რაც მათ ხელფასის სახით ეძლეოდათ, ხოლო თუ ვინმე, მადლიერი პაციენტი სა­ჩ­უ­ქრად რაიმეს მიართმევდა ეს მისი საქმე იყო. დღეს კი ვითარებას თავადაც კარგად ვხედავთ, ექიმი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, წა­მლების გაზრდილ ფასებთან მი­მართებაში და გამოთქვა სურვი­ლი, რომ ცოტა მხარდაჭერის პირობ­ებში გახსნის აფთიაქს, სადაც ავადმყოფებს შეეძლებათ მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასებში შესყიდვა, მაგრამ აქაც თავდასხმა და ისევ იმ ადამიანებისაგან, ვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს, მთა­ვარია თვითონ იხეირონ. საკვირ­ველი კი იცით რა არის? ყველაზე მეტად ის ექიმები ხმაურობენ, ვისაც თავისი პროფესიის ნაცვლად უნდათ ან პოლიტიკაში ან ტელევიზიაში შეძრომა. თუ კარგი სპეციალისტი ხარ, პროფესიონალი, საკუთარ სა­ქმეს თავს რატომ ანებებ, თუმცა შეიძლება კარგიც იყოს, პაციენტები დაცული იქნებიან მათი ,,ნიჭის­აგ­ან.” ახლა კი ზემოთ ნა­თქვამი მე­ო­რე შემთხვევის შესახებ. ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან შემაშფოთებელი და სა­მ­წუ­ხარო შემთხვევა მოხდა თბი­ლისში, მხედველობაში მყავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა. ორი აზრი არაა, რომ მომხდარი გულდასაწყვეტია, როგორც ადამიანურად, ასევე სხვა ქვეყნების თვალში, ეს არც პირველი შე­მთხვევაა დეა არც ბო­ლო იქნება, რადგან ად­ამიანები, რომლებიც ასეთ რამეს ჩაიდე­ნენ ყოველთვის იყ­ვნენ და ისევ იქნებიან, მით­უმეტეს თუ არავინ არაფერს იღონებს ხელ­შემ­წყო­ბი გარემოს შესაცვლელად. ახ­ლა მე იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება თუ რა გამოხმაურება მოჰყვა ამას სა­ინ­ფო­რ­მ­ა­ციო საშუალებებით ჩვე­ულე­ბრივი მოქალაქეების მხრი­დან, რა სი­ტყვე­ბით, რა სიძუ­ლვი­ლით მიმა­რთავდნენ ერთმა­ნეთს, დაუფარავად, არა და ეს ადამიანები ერ­თმანეთს არც კი იც­ნობენ, საიდან მოვიდა ამდენი სიძ­ულვილი, ნუთუ ადრეც იყო და ვერ ვამჩ­ნევდით? არაერთი ქართველი დაიღ­უპა უცხო ქვეყანაში, მარტო ისიც კმარა ნო­რ­ვე­გიაში მომხდარი სა­ზარელი შემ­თხვევა რომ გავიხ­სენოთ, მაგრამ იქაურები არ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ მომხდარის გამო სა­კუ­თარი ქვეყანა სძულთ ან იქ ცხოვრების რცხვე­ნიათ. 
კიდევ ვიმეორებ მართლაც დასაგმობი ფაქტია, მაგრამ ასეთები სულ იყვნენ და იქნებიან, ამის გამო ჩვენ ერ­თ­მანეთისადმი სიძულვილი და გუ­ლისტკენა არ გვმართებს. ის თითო-ოროლა ადამიანი საქარ­თველოს სა­ხე ხომ არაა ბოლოსდა ბოლოს, რა მოხდა ამით თუ ვინმემ განსხვავებული აზრი გამოთქვა, ამის გამო ხომ არ უნდა ჩავქოლოთ, შეიძლება ვუპასუხოთ ადამიანს, მაგრამ არა შეურაცყოფით, არა ღირსების შე­მლახავი სიტყვებით. მგონია ისინი ამ დროს საკუთარ სახეს უფრო აჩენენ და საკუთარ თავს შე­ურ­აცხყოფენ, ვიდრე ადრესატს.
             მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 668
FACEBOOK კომენტარები