ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გზისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი ერთი სოფლის გასაჭირი და დაპირება _ დაგველოდეთ ყველაფერი კარგად იქნება!

17-08-2021, 12:12

თემა, რომელზედაც ახლა ვსა­უბრობთ, არახალია და იმდენ­გზის განმეორდა, ვინმეს შეიძ­ლე­ბა ისიც მოეჩვენოს, რომ გაზ­ეთის წინა ნომრებიდან გადმოვ­წერეთ, ეს ერთი სოფლის გასა­ჭირია, რომელიც სხვა სოფ­ლების­აგან არაფრით განსხვავ­დება. ფერდობზე შეფენილი ულ­­ა­მაზესი სოფელი აკეთი დი­დი ხანია უგ­ზ­ოდ და უწყლოდაა დარჩენილი. მაშინ როგორღა არ­სებობენ ამ სოფლის მაცხო­ვ­რებლებიო, იკითხავს მავანი. რო­გორ და, მრავალი გაიკრიფა  დი­დი ხანია დატოვეს მამამაპის­ეული ულამაზესი ადგილები, და­ტოვეს და თან გაიყოლეს და­რ­დი და წუხილი. არც გაემ­ტყ­უ­ნებათ, ძალიან ძნელია სოფ­ლად ცხოვრება ელემენტარული სა­ცხ­ო­ვრებელი პირ­ობების გარეშე და ნახევრად დაიცალა სოფელი. თავ-პირი ჩამოსტირით მიტოვებულ სახლებს, ზოგი დაინგრა ზოგიც კიდევ დანგრევის პირ­ასაა. თუ მოსახლეობა არაა გზა და სასმელი წყალი რა საჭი­როაო, ამასაც იკითხავს ვინმე მოცლილი (ვგონებ, ადგილობ­რი­ვი ხელისუფლებაც შეიძ­ლება ასე ფიქრობდეს. ამ კუთხით  ცო­ტა რამ შეიცვალა, თანაც მო­კლე დროში,  ბევრია უკვე მო­სურნე იმისა სოფელს დაუბრუნდეს. ამას ამ წლის ზაფხულიც მოწმობს და გასული წლის პანდემიაც. უკვე ისეთი ხალხი ვნახეთ აკეთში ამოსული, მეორე მსოფლიო ომში რომ გვეგონა დაკარგულიო, ხუმრობენ აქაურები, რაც მთავარია, აქ სტუმარ-მასპინძელს უკვე ვეღარ გაარჩევ და უცხო სახეებსაც საკმაოდ და­ინახავ. ოცდამეერთე საუკუნ­ეში  გზა რომ არ არის და სასმელი წყალი, მთავარი სასაუბრო თემაც ესაა, ათასგზის დაპირება კვლავ დაპირებად რჩება.
,,ბევრი ვილაპარაკეთ, ვის არ მივმართეთ, რამდენჯერ დაგვპირ­დნენ და მოგვატყუეს,  ბოლოს და ბოლოს ეღირსება თუ არა ჩვენს სოფელს გზა. ახლა გვე­უბნებიან წლის ბოლოსო, რომ­ელი წლის ბოლოს იქნება არ­ავინ იცის, ხალხის ასე აგდებაც არ შეიძლება“ _ ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ აკეთის მოს­ახ­ლეობა. ღვთის ანაბარად მი­ტოვებული სოფელი მრავალი წე­­ლია ელოდება მთავარი გზის მოწესრიგებას, რომელიც სამი მუნიციპალიტეტის: ლანჩხუ­თ­ის, ოზურგეთისა და  ჩოხატაურის  ყველაზე უმოკლესი დამაკავში­რებელია, სოფელ აკეთის მი­მართულებით. ამ გზას ,,ეშმა­კ­ის ბორბალსაც’’ ეძახიან, ზამთრისა და ცოტა უამინდობის პერიო­დში,  როგორც არ უნდა გიჭი­რდეს, ტაქსი არაფრით არ გამო­გყვე­ბათ. არც ზაფხულია ამ გზით გადაადგილებისთვის ხელსაყრელი, თუმცა ზაფხულის პე­რიოდში მაინც ძალიან ბევრი ავ­ტომანქანა მოძრაობს განსა­კუთრებით მაშინ, როცა ბახმა­რ­ოს სეზონი იწყება. მძღო­ლები თავბედს იწყევლიან,  არის ერთი აყალმაყალი. სოფლის მოსახ­ლე­ობამ არაერთგზის მიმართა ად­გ­ი­ლ­ობრივ ხელისუფლებას თხო­­ვნით, რამდენჯერმე ულტიმატუმიც წაუყენა,  შესაბამისად არაე­რთი დაპირება მიიღო, იმედი მანც ბოლოს კვდება. ადგილობრივი  მოსახლეობის თხოვნით კი­დევ ერთხელ დავუკავშირდით ტელეფონით ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმარების სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს. მისი თქმით მიმდინარეობს საპროექტო სახარჯ­თა­ღრიცხვო დოკუმენტაციის მო­მ­ზადება და წლის ბოლომდე გზის მშენებლობა დაიწყება. არ ვიცით რა გითხრათ და რით გაგახაროთ, მაგრამ ხელის­უფლების პასუხი და მორიგი და­პირება ესაა. დაგველოდეთ ყვე­ლაფერი კარგად იქნება! გვეუბნება ადგილობრივი ხელ­ის­უფლება.

          მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 933
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა