ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პარტიები და მათი კანდიდატები ლანჩხუთში

13-08-2021, 11:35

ადგილობრივი ხელისუფლების აჩევნებში, სანამ ამომრჩეველი საკუთარ ვერდიქტს საბოლოოდ გააკეთებს, ჯერ კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ეს  არჩევნები გა­ნსაკუთრებულ კოვიდსაშიშ ვი­თ­არებაში მიმდინარეობს და წელს პირველად ამომრჩეველიც ყველაზე მეტად  ფრთხილი იქნება, არა მხოლოდ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის მიმართ, არამედ ამ პერიოდში მიღებული საარჩევნო გამოცდილება განაპ­ირობებს იმასაც, რომ ქვეყნის და რაიონის ბედზე მოფიქრალთა რი­ცხვი აუცილებლად გაიზრდება.
რას ეტყვის თითოეული კანდიდატი ამომრჩეველს  ნელ -ნელა გახდება ცნობილი, ხოლო როგორ პასუხს გასცემს ამომრჩეველი მას? ოქტომბერში გაირკვევა.ამჟამად   ლანჩხუთში მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა საკუთარი მერობის კანდიდატი, ეს  ალექსანდრე  სარიშვილი გახლ­ავთ და იგი  მერის პოსტის შესა­ნ­არჩუნებლად  ისევ იბრძოლებს. გავრცელებული ინფორმაციით დიდი იწილო-ბიწილოს შემდეგ ოცნების გამსვლელი ხუთეულის სია ცნობილია, რომელიც რამდენჯერმე გადაიწერ- გადმოიწერა. „ქართული ოცნების“ სიის პირ­ველი ნომერი  საკრებულოს მო­ქმედი წევრი ვერიკო კვირკველია იქნება, სამეულში მოხვდა  საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, რომელიც წინა ადგილობრივი არჩევნების წინ, მო­ულოდნელად, სიის მიღმა აღ­მოჩნდა. ოცნების სიაში ასევე იქნება  მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია ნინო მშვიდობაძე. 
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, იგი ცნობილი უფლებადამცველი  და იურისტი ლია მუხაშავრიაა,  მას ,,ნაციონალუი მოძრაობა“ ,,ევ­როპული საქართველო“ ,,ლელო“ და ,,გირჩი მეტი თავისუ­ფლები­სათვის’’ და კიდევ რამდენიმე ოპ­ოზიციური პარტია დაუჭერს მხარს. აზრთა სხვადასხვაობაა მა­ჟ­ორიტარობის კანდიდატებთან და­­კავშირებით ,,ევროპულ საქართ­ველოსა“  და ,,ნაციონალურ მო­ძრაობას“ შორის ქალაქის საარ­ჩევნო უბანზე. 
ჩვენ დავუკავშირდით ნაციონა­ლური მოძრაობის ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხე­ლ­მძღვანელს კახა ასკურავას, მან გვითხრა, რომ სულ მოკლე დროში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი, ამიტომ ჯერ-ჯერობით მათი პარტიული სიის შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ცნობილია, რომ  სიის ხუ­თეულში იქნებიან, კახა ასკურავა, გია გოგუაძე, გივი ცინცაძე, ირმა მგელაძე.
ლანჩხუთში გახარიას პარტიის ანუ პატია ,,საქართველოსათვის“ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატის სახელი და გვარი ცნობილია. გიორგი გახარიას  პარტია ლანჩხუთში მერობის კანდიდატად ელგუჯა კალანდარიშვილს წარადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.  აღნი­შ­ნული მან  ,,ჰო და არასთან“ სა­უბარში თავად დაადასტურა და ისიც გვითხრა, რომ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი შერჩეულიც ჰყავთ. დანარჩენთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. 
შერჩეულ კანდიდატთა შორისაა, ქალაქის მაჟორიტარობის  კანდიდატი, იგი ახალგაზრდა კაცი გიგი ანდღულაძე იქნება; შუხუთი-ნი­გოითის მაჟორიტარობის კანდიდატი მაკარ მშვიდობაძე, სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ ბლაგიძე, ხოლო ლესა -ჯურუყვეთის მაჯორიტარობის კანდიდატი გახლავთ  დავით დობორჯგინიძე, ეს უკანასკნელი, პარტია ,,საქართველოსათვის“ ანუ გახარიას პარტიის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს ლანჩხ­უთში.
ამ პარტიის მერობის კანდიდატს ლანჩხუთში 18 აგვისტოს თავად პარტიის ხელმძღვანელი გიორგი გახარია წარადგენს.
ჩვენს შეკითხვაზე მოიაზრებიან თუ არა გაახარიას პარტიის ლანჩხუთის ადგილობრივ გუნდში ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე და მისი ორი ძმა,  ელგუჯა კალანდარიშვილმა განა­ცხადა, რომ არ მოიაზრებიან.
პარტიას ,,გირჩი მეტი თავის­უფლებისათვის“ ლანჩხუ­თში, გა­მგებლის ექს. მოადგილე ვახტანგ ზენაიშილი წარმოადგენს და სიის პირველი ნომერიც ის იქნება.
,,სტარატეგია აღმაშენებელს’’ ლანჩხუთის საკრბულოს ყოფილი წევრი ლელა ჩახვაძე, ხოლო ნინო ბურჯანაძის პარტიას ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ნონა მურვანიძე წარმოადგენს.
პარტია ,,ლელოს” სიის პი­რველი სამეული კი ასე გამოიყორება: გოჩა ჯანაშია, ნუგზარ ღლონტი და პედაგოგი  ნინო დარჩიაშვილი.
მაია კუკულაძე

გადასვლები: 1 139
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა