ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამ კაცმა იმდენი გააკეთა ლანჩხუთის ჭადრაკისათვის, რამდენიც ევგრაფიმ, იმედომ და შალვამ ლანჩხუთის ,,გურიისათვის“- ნუგზარ გვარჯალაძე 75 წლისაა!

4-08-2021, 11:18

ლანჩხუთის ჭადრაკის  მოამაგეს,  ნუგზარ გვარჯალაძეს 75 წელი შეუსრულდა. იგი პროფესიით ისტორიკოსია, სა­ნამ ისტორიკოსი გახდებოდა მშობლების თხოვნით ბუღალ­ტერიაშიც მოუსინჯავს ბედი. ისტორიკოსებსა და ბუღალ­ტრებს  იმ დროში დიდი მომ­ა­ვალი ჰქონდათ, მაგრამ მაგაზე არც უფიქრია, პარტიის რაი­კომში დიდი ხანი არ უმუშ­ავია, შემდეგ ცოტა ხანი მას­წავლებლობდა და თან ჭადრ­ა­კსაც ასწავლიდა, თუმცა რო­გ­ორც თავად გვითხრა, მა­შინ სკოლებში  სსრკ-ს ის­ტო­რია ის­წავლებოდა,  ეს კი მისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ  თა­ვ­ი­სი კარიერა საბ­ო­ლოოდ და­უ­კავშირა ჭად­რაკს. მისი საჭ­ადრაკო მოღ­ვაწეობა 1980 წლიდან იწყება. პირველი სა­ჭადრაკო  ჯგუ­­ფები  1981 წე­ლს გახსნა. სწორედ ამან გა­ნ­აპირობა ლანჩხუთში მოს­წა­­ვ­ლეთა ,,მცი­­რე“ ჩემპიო­ნა­ტის ჩატ­ა­რ­ება და ჭადრაკის სახ­ლის აგება. ბატონი ნუგზ­არი დღე­საც ენერგიულად ემ­ს­ა­ხურება ჭადრაკის განვითა­რე­ბის ღირ­ს­ეულ საქმეს ლანჩ­ხუთში და წარმატებებს  ვეღ­ა­რც კი ით­ვლის. 50 წლის ას­აკში პირ­ველად გახდა გურ­იის ჩემ­პიონი. ამჟამად გურიის სა­მ­გზის ჩემპიონია. სულ 1200 მოსწავლეს შეასწავლა ჭად­რაკის ანბანი, ზოგიერთი მათ­განი წარმატებით მონაწილ­ეობს  სხვადასხვა შეჯიბრ­ებე­ბ­ში, მათ შორის ყველაზე წა­რმატებული გახლდათ  ქრის­ტ­ინე მჟავია, რომელიც არის ოთხგზის საქართველოს ჩემპ­იონი, განათლების სამინისტ­როს მიერ ჩატარებულ საჭა­დრაკო ტურნირებში 2004-7 წლებში გახდა საქართველოს ფინალური ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედ­ლების პრიზიორი. მონაწილ­ეობდა ევროპისა და მსო­ფლიო ჩემპიონატებზე, ამ გოგონამ  სულ 14 მედალი მიიღო მისი მწვრთნელობის პერი­ო­დში.
ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ მოსწავლეებთან მეცადინეობის საათებში სასუ­სნავები,  ყოველთვის   თან აქ­ვს, იმიტომ რომ ბავშვები ჭა­დ­რაკის სახლში პირდაპირ სკ­ო­ლიდან მიდიან და  სადი­ლ­ობას ვერც კი ასწრებენ, ის­ე­დაც მცირე ხელფასის 25 პროცენტს იმაში ხარჯავს, რომ შეიძინოს ორცხობილები,  ფუნთუშები, ვაფლი და სხვა ტკბილეული. თუ რა დაამახსოვრდა ყვე­ლ­აზე მეტად თავისი საჭად­რაკო ისტორიიდან, იგი ჩვენ­თან საუბარში ერთ ფაქტს იხ­სენებს: გურამ წილოსანის ხსოვნის მემორიალს ვატარებდი, გაიმართა მეორე განყოფილება, მაგიდასთან ასე ათი  თუ თხუთმეტი ვიქნებოდით შეკრებილი, ყველამ სათითაოდ თქვა სიტყვა, ბოლოს ერთ შემოსტუმრებულ  ადამიანს ხვ­და წილად სადღეგრძელოს თქმა და მან ასეთი რამე თქვა: მე როგორც ვხვდები ამ კაცმა იმდენი გააკეთა ლანჩხუთის ჭადრაკისათვის, რამდენიც: ევ­გრაფიმ, იმედომ და შალვამ ლა­ნჩხუთის ,,გურიისა­თვისო.“ ჩემთვის ეს სიტყვები ყველაფ­ერს ნიშნავს.
ახალი 2021 წელი ბატონი ნუგზარისათვის წარმატებით დაი­წყო: მოიგო ნოე ჟორ­დანიას სახელობის თასი, ეს იყო ჯილდო, რომელიც ნოე ჟო­რდანაის შვილმა, აწ გან­სვე­ნ­ე­ბ­ულმა რეჯებ ჟორდა­ნიამ დაა­­წესა და დააფინანსა, იგი ჩატარდა ლანჩხუთში
2017 წელს მონაწილეობას იღ­ებდა ბათუმის საერთა­შო­რისო ტურნირში, გია ჭან­ტ­ურიას სახელობის  თასზე, ეს იყო მის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება: დიდოსტ­ატ­თან ყაიმით დაასრულა, ოს­ტატებს მოუგო და საპრიზო ადგილზე გავიდა, როგორც თავად აღნი­შნავს ამ ტურ­ნირ­ში მიღებ­ული მედალი მისი სავიზიტო ბარათია. იგი გახ­ლავთ საერ­თა­შორისო ტურნი­რის პრიზ­იორი. ეს გამარჯვება დასამახ­სოვრებელი იყო იმ­ი­თაც, რომ ტურნირის მიმდინარეობის პერიოდში მსაჯმა გამოაცხადა, რომ მისმა შვი­ლმა  დათო გვარჯალაძემ და­ი­ცვა სადოქტორო დისერტაცია, ნანოფ­იზიკაში თემაზე: ,,ნა­ნოფი­ზიკის საფუძვლები“ და გახდა ფიზიკის მეცნი­ერ­ებათა დოქტორი, ამ  საჭა­დ­რაკო გამარჯვებას მოჰყვა სო­ლიდური ფულადი ჯილდოც. გურიის ჩემპიონი მეს­ამ­ედ გახდა 2001 წელს, სულ 150 ტურნირი აქვს ჩატ­არე­ბული საკუთარი ორგანიზა­ტორობით, რომელიც საკმაოდ რთული იყო ეს იქნებოდა სპონ­სორების მოძიება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხ­ები. 2001 წე­ლს ჩაატარა გუ­­რამ წილ­ოსანის, ასალო გო­გეშვილის და რაიონის პი­რ­ველი ჩემპი­ონის, ნიკოლოზ კუკულაძის პირ­ველი მემორიალი, ამ სამ­ივე ტურნირიდან პირველი ად­გილი თავად ხვდა წილად.
ნუგზარის ბიჭებიც კარგად თამაშობენ ჭადრაკს, მაგრამ მამის კვალს არ გაჰყოლიან,  ცუდი ისაა, რომ ჯერ-ჯერ­ობით არც ერთი მათგანი არაა დაოჯახებული. ასევე შესან­იშნავად თამაშობს ჭადრაკს ნუგზარის მეუღლე, ნათელა ორაგველიძე.
,,ჰო და არა’’ იუბილეს ულ­ო­ცავს ამ შესანიშნავ ადამიანს, უამრავ წარმატებას, მხნ­ე­ობას, ჯანმრთელობას, უსურ­ვებს და რათა კვალავ აღზა­რდოს ლანჩხუთელი ჩემპი­ონები.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 627
FACEBOOK კომენტარები