ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ ვებრძოლოთ ,,შემოსტუმრებულ" სიტყვა-გამოთქმებს?!

28-07-2021, 12:05

შეიძლება ბევრმა თქვას: დღევანდელ პირობებში, როცა ათასგვარი პრობლემა თავზე საყრელად გვაქვს, რა დროს ამაზე საუბარიაო, იცით შეიძლება მართლაც ასე იყოს, უამრავი პრობლემა გვაქვს, რომც ჩამოვთვალო რა აზრი აქვს, ამიტომ მაინც თქმა გადავწყვიტე, თანაც ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ უკვე კარგა ხანია შევეჩვიეთ და შევეგუეთ ექსტრემალურ ვითარებაში ცხოვრებას და არსებობას, მუდმივად რაღაც ისეთი ხდება, რომ განცდა გვიჩნდება - კიდევ ამაზე უარესი რაღა მოხდებაო, მაგრამ ხდება, ხდება და ჩვენც ვეგუებით და ვაგრძელებთ არსებობას და მეორეც ამ თემაზე საუბრის დროს ყოველთვის და ყველა ვითარებაში უნდა ვნახოთ. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე და­გვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.” ზუსტად ჩვენი ენის სი­წმინდის დაცვაზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა, რადგან ალბათ დამ­ე­თანხმებით, ჩვენს ენას თუ არ გა­ვუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ, მაშინ იმ ორსაც რაღა აზრი აქვს, რაც ილიამ გვიქადაგა. ყველაზე მეტად ქართული ენის დაცვასა თუ დამ­ახინჯებაში ყველაზე მეტი წვილი შეაქვთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც განუწყვეტლივ  გამოდიან ტელევიზიე­ბით და თავად ჟურნალისტებს. ყველაზე ებს, რომელთაც პრეტენზია აქვთ მაღალ პოსტებზე ყოფნისა, რატომ არ მო­ე­თხ­ოვებათ (თუნდაც არ ვიცი ვინ უნდა მო­ს­თხოვოს) გამართული ქართულით საუბარი, სახელების ჩასმა მხოლობით და მრავლობით რიცხვში და სხვა მსგავსი, მაგალითსაც მოვიტან: „ძალიან ბევრი წიგნები“ ან „ღია კარებების მტვრევა“ ან რა ვიცი ზოგჯერ ისეთ რამესაც იტყვიან დაწყებითი კლასის საშუალო დონის მოსწავლემაც რომ არ უნდა დაუშვას.
მსგავს თემებზე გასულ წლებში არაერთი ენის დამცველი ზრუნავდა, დღეს დრო და დრო ლევან ღვინჯილიას კრიტიკას ვნახულობ, ზუსტად მისგან ვისესხებ რაზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას.
როცა რესპოდენტს ვესაუბრებით, ცხადია მას მივმართავთ ბატონობით და ქა­ლბატონობით. მაგალითად: ბატონო ვახტანგ! თუ რესპოდენტი ისეთი ახლობელია ჩვენთვის, რომ შესაძლებელია მას ვახო ვუწოდოთ, მაშინ ყოვლად უადგილოა ვუთხრათ ბატონო ვახო. ან კიდევ როცა სატელევიზიო ჩართვები ხდება, ჟურნალისტები ერთმანეთს მიმართავენ: მანჩო, ნანკა, ნანუკა, ქეთუნა და სხვა მსგავსი, მაგრამ თუ თავად გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ნინიკო ან ნანიკო, მოიხსენიებს საკუთარ თავს მოფერ­ებითი ფორმით, სულ ცოტა უხერხულია მაინც სხვა რომ არაფერი.
ადრე, როცა ამდენი ტელევიზია არ არსებობდა, ვისაც ახსოვს სულ რამდენიმე ჟურნალისტი იყო, ისიც ახსოვთ როგორი იყო მათი საუბრის მანერა, ქცევა, ჩაცმულობა, მოზომილი სიტყვები და დამოკიდებულება მსმენელისა და მა­ყურებლისადმი. განსაკუთრებით საინ­ფო­რმაციო გადაცემებში, შედარებით თავისუფალი შეიძლება იყოს იუმორისტული გადაცემები, ზუსტად ესაა სარკე, რაშიდაც ყველა იხედება და ითვისებს ავსა თუ კარგს. რამდენი სიტყვა გვახსოვს ვიღაცის მიერ წამოსროლილი, შეიძლება საკუთარი მოფიქრებულიც, მერე რომ „ჰიტად“ იქცევა ხოლმე, „ისეთი არის, როგორიც არის“, „არ შესრულებული“, „არა დამოკიდებული სხვებზე“ და ასე შემდეგ. აქვე ვიტყვი იმასაც (სანამ ვინმე დამასწრებდეს) მეც როგორც ამ დიდი არმიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სრულებით არ ვდებ თავს, რომ ვწერ გამართული ქართ­ულით, თუმცა თითოეულ სიტყვას და წინადადებას ბევრჯერ ვუბრუნდები, რომ თქვენამდე სათანადოდ მოვიტანო, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ ძალიან მიჭირს ამდენ „შემოსტუმრებულ“ სიტყვა-გამოთქმასთან და მათ მართებულ­ობასთან გამკლავება. გარდა ამისა, საქა­რთველოში ბევრი კუთხეა, სადაც სა­კუ­თარი საუბრის მანერა აქვთ.
ძალიან მიყვარს ჩვენი, გურული საუბარი და შინაურ წრეში ყოველთვის ასე ვლაპარაკობ, მეტიც არც ვერიდები, თუმცა წერის დროს ყოველთვის ჩვე­ულებრივად ვწერ იმ გამონაკლისის გარდა, თუ რესპოდენტის სიტყვები არაა და წინასწარი მინიშნება არ მაქვს გა­კეთებული.
ბოლოს მინდა კიდევ ერთ რაღაცაზე ვთქვა, რაც სხვებისგანაც არაერთხელ მსმენია, თუმცა თემასთან კავშირში არაა:
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავი, მივაწოდე პირადობის მოწმობა, მამის სახელი? - შეკითვა მეორე მხრიდან, ეროვნება? ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი? უკაცრავად. იქნებ თქვენი სისხლის ჯგუფი იცოდეთ?
„მაგაში აფერი არ წერია ბიძია სულ? - მიუბრუნდა ოპერატორს ჩემს უკან რიგში მდგომი ხანშიშესული კაცი, რასაც საერთო სიცილი მოჰყვა, სიცხე იყო, ცოტა გამოვცოცხლდით. თუმცა სასაცილო სრულებით არაა, არადა ეს ყველაფერი ეწერა იმ დაწუნებულ პასპორტში მაიაკოვსკიმ რომ სიამაყით მიაწოდა მესაზღვრეს და დასძინა - წაიკითხეთ და აღივსეთ შურით!..
არა, ვინმეს არ ეგონოს ის წითელი პასპორტი მენატრება ან საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა, არა, ეს ყველა მონაცემი საჭიროა  რაც იქ ეწერა. მა­მის სახელის საჭიროება რატომ არ იყო საინტერესო, ან ვთქვათ მოქალაქემ ქუჩაში შემთხვევით გონება დაკარგა, უცებ საჭირო გახდა სისხლი, სანამ ამის დადგენა მოხდება დრო ხომ გადის, ავადმყოფობა კი ვეღარ დაგველოდება. ასე ხდება როცა რაიმეს საჩქაროდ დავანგრევთ და მერე ვნახავთ თურმე დასანგრევი არ იყო.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 463
FACEBOOK კომენტარები