ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,მიყვარდით, მიყვარხართ, მეყვარებით!”~

23-07-2021, 11:46

20 ივლისს, შესანიშნავ ლან­ჩხუთელ პოეტს, თემურ ფი­რცხალაიშვილს 60 წელი შეუსრულდებოდა. იგი ტკი­ვი­ლიანი პოეტის სახე­ლით წავიდა ამ ქვეყნიდან და დე­დამიწილებს დაგვიტოვა ერ­თი გზავნილი, რომელსაც დროის და სივრცის  სამივე განზომილება გააჩნია: ,,მიყვა­რ­დით, მიყვარხართ, მეყვა­რებით!~ ამავე დღეს პოეტის სახელობის შემო­ქმე­დთა მუ­­ზ­ეუმს 10 წლისთავი შე­უ­ს­რულდა, ეს დამთხვევა შე­მთხვევითი არ ყოფილა, რო­გორც მუზეუმის ყველა თან­ამშრომელი და თემურის მეგ­ობრები იხსენებენ, თავად თემ­ურის სურვილი იყო, რომ ამ პატარა ეზო-კარში, სადაც იგი დაიბადა პოეზიის ცე­ცხლი არ განელებულიყო, ამ­­ი­ტომაც ძალიან ბევრს ეცადნენ, აქაურობის დღევ­ანდ­ელი მესვეურები, როგ­ორმე შეესრულებინათ პოეტის დანაბარები, მის ოდა სახლში კერია არ გაეცი­ვებინათ. დიდი შრომისა და მცდელობის შედეგად ასეც მო­ხდა. უკვე ათი წელია აქა­ურობა უამრავ შემოქმე­დებითი სულის ადამიანს მასპინძლობს, იმართება ცე­ცხ­ლოვანი ლიტერატურული  საღამოები. 
საიუბილეო საღამოს დასა­წყისში მუზეუმის დირექტორმა და შემოქმედებითი სა­ზოგადოება ,,სამებას“ ხე­ლ­მძღვანელმა, დარეჯან ბიწ­აძემ აღნიშნა:  ,,მისი სახელი უკვდავია, რადგან მის სახ­ლში, დიდი ადგილი დაჭირა შემოქმედებამ. მას ცხოვრე­ბაში ბევრჯერ ჰქონდა ჩემ­თან ნათქვამი: ,,ძალიან მინდაო, რომ ჩემი სახლი ჩემს შემდეგ კულტურის სახლად იქცესო და მართლაც აუსრულდა მას ეს ნატვრა. ჩვენი მუზეუმის 10 წლის­თავი  დაემთხვა მის საიუბი­ლეო წელს, იმიტომ რომ,    როცა თემურის სახლში შე­მოვედით ეს იყო 2011 წლის 1 მარტი, რაიონის ინტელი­გენციის, თემურის მეგობრების: გელა ზოიძის, მამუკა ჭყონიას, ეთერ ჭყონიას, რომან ბიწაძის და სხვების თხოვნა იყო იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლე­ბის მიმართ, რომ გახსნი­ლიყო თემურის სახლში მუზეუმი და მაშინდელმა გამ­გებელმა, ბატონმა გია გოგუაძემ გაითვალისწინა ამ ადამიანების თხოვნა და ეს მუზეუმი გაიხსნა 2011 წლის 20 ივლისს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მუზეუმის გახსნაში“ - თქვა მან და ისიც აღნიშნა, მუზეუმის პერსონალს საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარება მოუხდა, რომ ეს კარმიდამო მოწესრიგებული­ყო, სახლი მთლიანად იყო გა­ძ­არცვული, ეზოც უნდა გას­უფთავებულიყო ამაში იმ­დრიოინდელი კეთილმო­წყო­ბის სამსახურის უფროსმა, თენგის ჭიჭილეიშვილმა შე­ი­ტანა დიდი წვლილი. მას შემდეგ უამარავი ადამიანის ქველმოქმედების შედეგი სა­ხე­ზეა, თითოეული ხე და ბუჩქი თითოეული მუზეუმის გულშემტკივარის დამსახუ­რებაა. ერთ ერთი მათგანი გახლავთ მამუკა ჟორდანია შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას“ საუკეთესო წევრი, შემოქმედი, გამოყენებითი ხე­ლოვნების ოსტატი და ფლო­­რისტი, ასევე დასახელდა გელა ზენაიშვილი, რომე­ლმაც თავისი სანერგე მეურნეობიდან არაერთი ნერგი აჩ­უქა მუზეუმს; ბატონი გელა ზოიძე, რომელიც მუ­დამ ეხმარება მუზეუმს, ასევე მადლობა გადაუხადა ქალბატონ ცისანა ანთაძეს, რომე­ლმაც პოეტ ნიაზ დიასა­მი­ძე­სთან ერთად ბიბლიოთეკას შემატა წიგნადი ფონდი. აქ უამრავი მადლობა ითქვა იმისათვის, რომ მუზეუმის გულშემატკივართა და ქველ­მოქმედთა რიცხვი მუდამ იზ­რდება. განსაკუთრებით კი იმ ბატონებისა და ქალბატო­ნების მიმართ თქმული  სა­მ­ა­დლობელი სიტყვებია აღ­სანიშნავი, რომელებიც ყოვ­ელთვის ალამაზებენ თემურ ფირცხალაიშვილის კარმიდამოს, ესაა შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამების“ თი­თ­ოეული წევრი, მუზეუმის კოლექტივი, ისინი მცირე ხელფასის სანაცვლოდ მუ­დამ შრომობენ და დიდ საქმეებს აკეთებენ, ასევე მუზეუმის ტექნიკური პერსონალი _ დარაჯები, მეეზო­ვეები და  მათ შორის გა­იხ­სენეს დარაჯი, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.
ამ  საიუბილეო საღამოს მთა­ვარი გმირი და მას­პინძელი თავად თემურ ფირ­ცხალაიშვილი და მისი ტკი­ვილიანი პოეზია, კიდევ ერთხელ წარსდა გულ­შემა­ტკივართა წინაშე, დამახასიაბელი უშუალობით, იმ სტრი­ქონებით, სადაც როგორც მი­ს­მა მეგობრებმა აღნიშნეს: ისე იყო სიტყვები შედუღა­ბებული ერთმანე­თთან ,,და’’ კავშირი არ არსებობდა, სი­ტყვის ჩამატება შეუძლე­ბელი გახლდათ, მან თავისი ხელწერა და განუმეორებელი კვალი დატოვა. იცხოვრა ტკივილით, რომელიც ყველა მის ლექსს თან სდევს,  რაც მისი ბედიწერა და მისი სტი­ქია იყო.  უკიდურესად შე­რყეული ჯან­მრთელობის პი­რობებში მეგობ­რებთან ერ­თად მართავდა ცეცხლოვან პოეზიის საღამოებს, წერდა და მისი ლექსები პირდაპირ ხვდებოდნენ სტამბაში. პირველი მსმენელები იყვნენ, მისი უახლოესი მეგობრები, რომლებიც პოეტის  იუბილეზე ჩა­მ­ოვიდნენ,  ფოთიდან, თბილისიდან და სხვადასხვა კუთხებიდან, მათ გაიხსენეს დრო, როცა ყველაფერი ჩამკვდარი იყო,  არსებობდა მხოლ­ოდ ძალიან დიდი კულტურული ურთიერთობები. თემური,  რომელიც არაადამიანური ტკივილ­ებით იყო სავსე და სიკვდილს უყურებდა თვალებში, ცხოვრობდა უმაღლესი რანგის ცხოვრებით, თავისი პოე­ზიით. აღინიშნა ისიც, რომ იგი იმ დონის პოეტია, მის პოეზიას ლა­ნჩხუთი ხელიგულზე უნდა ატარებდეს.
             მაია კუკულაძე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 199
FACEBOOK კომენტარები