ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხალხის მიერ არჩეული პირები არიან ხალხის ინტერესების წარმომადგენლები

17-03-2021, 12:07

დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადგილობრივი თვითმართველობის გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაა. ევროპის კონტინენტზე დღეს აღიარებული მართვის მოდელია წარმომადგენლობითი დემოკრატია. ხმის მიცემა არ არის სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთადერთი საშუალება-საჯარო დებატები, საჯარო შეხვედრები, მრჩეველთა საბჭოები, ცხელი ხაზები, მცირე ჩამონათვალია იმ მექანიზმების, რომელსაც მოქალაქეები ან ხელისუფლების ორგანოები მიმართავენ საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ეს მექანიზმი აახლოებს ხელისუფლებას და მოქალაქეებს, ამასთან საზოგადოებას აძლევს საშუალებას, განისაზღვროს პრიორიტეტები და მიზნები. გადახედოს არჩეული ან დანიშნული პირების გადაწყვეტილებებს, ქმედებებს. ევროკავშირის წევრი და წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის მოქალაქეთა ჩართულობა განიხილება დემოკრატიული მართველობის ერთ-ერთ ფუნდამეტურ ელემენტად. მსოფლიოში მოქალაქეთა ჩართულობის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. მოქალაქეთა ჩართულობის მოდელი შექმნილია ადგილობრივი თვითმართველობის დასახმარებლად. მოქალაქეთა ჩართულობის განსახორციელებლად, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თვითოეულ თვითმართველ ერთეულს განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, შესაბამისად არ არსებობს ერთნაირი ფორმულა, რომელსაც ყველა ერთეული გაითვალისწინებდა. მოქალაქეთა ჩართულობის წარმატებული მოდელია სერბეთში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, მონტენეგროში, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში? ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობამ არ იცის როგორ დასვას პრობლემა, როგორ გაერთიანდეს პრობლემის გარშემო, როგორ დააყენოს საკითხი თვითმართველობის ორგანოების წინაშე, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმართველობებში მკვეთრად გაუმჯობესდა, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა დასახლების საერთო კრებები, არჩეული იქნა რჩეულები ზემოთ აღნიშნულ საკითხებში. მისასალმებელია, რომ აქტიურად არის ჩართულები მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძე, და მათი მოადგილეები. მოქალაქეთა ჩართულობით და გვერდში დგომით ბევრი საჭირბოროტო პრობლემა მოგვარდება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის წარმატებულ საქმიანობას, გავერთიანდეთ და ვიაქტიუროთ, რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ თვითმართველობის განხორციელებაში.

გოჩა ცინცაძე
მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ
ერთეულში 
ტრენერთა ტრენერი თვითმართველობის საკითხებში

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 69
FACEBOOK კომენტარები