ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რუსუდან მანაგაძეს!

27-01-2021, 12:42

ფიქრმა და დარდმა გაგანადგურა,
გულით წაიღე სევდა ნაღველი,
დაუნდობელმა წუთისოფელმა,
ბედი გარგუნა უკურნებელი.
40 დღე. ეს ის ორმოცი დღეა, რომელსაც ხანძრისაგან განადგურებული მდუმარებით მოცული შენი სახლ-კარი შენი სახით მზრუნველ ხელს ელოდა; ეს ის ორმოცი დღეა, სადაც გამეფებულა სულის შემძვრელი სამარისებური სიჩუმე; ეს ის ორმოცი დღეა, სადაც ყველა სფერო მოწყენილი და გარინდულია და ვინ იცის კიდევ რამდენი...
ჰოი, წუთისოფლის ამაოებავ! ვაი, რომ შენეული რიდით და კრძალვით ვეღარ შეაღებ საყვარელი „ჰო და არას“  ოთახის იმ კარებს, სადაც მთელი არსებითა და დიდი შთაგონებით აშუქებდი „ხალხის ხმას“, წუხილს და განცდებს. ვინ იცის რამდენი ლანჩხუთელის ოჯახში ინახება რელიქვიად შენი შინაარსიანი და გემრიელი წერილები. კიდევ რამდენ ოჯახს გაახარებდი, მაგრამ სუსხიანმა დეკემბერმა და მშობლიური ლანჩხუთის თბილმა მიწამ მოულოდნელად გულში ჩაგიკრა მისი ღვიძლი შვილი, გამორჩეული ადამიანური ღირებულებების მატარებელი პიროვნება და სინდის-ნამუსით აღვსილი, სანდო და საიმედო, შრომისმოყვარე ადამიანი რუსუდან მანაგაძე.
განუზომელია ტკივილი შენი ერთადერთი, ობლად დარჩენილი შვილის მიმართ. არ ვიცი მე მინდა, თუ მაინც ასე იქნება, ვფიქრობ რაიონის ხელმძღვანელობა ადამიანურად შესაძლებლობის მაქსიმუმით მხარში დაუდგება განსაცდელში მყოფ დიმიტრი წულაძეს. ყოველგვარი აფიშირების გარეშე, რამეთუ შეცოდებაში ადამიანი დამცირებულია, მითუმეტეს ბუნებით მომღერალი და გიტარისტი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით სხვა სამყარო გააჩნია, რაც ესოდენ სასიხარულო იქნება თითოეული ჩვენგანისათვის.
გულისტკივილით ია კვასხვაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 874
FACEBOOK კომენტარები