ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`დაბრუნდი საქართველოში~

`დაბრუნდი საქართველოში~
18-09-2015, 00:00

გაიმართა საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელმშემწყობი პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.`დაბრუნდი საქართველოში~ ასე ეწოდება პროექტს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა წარუდგინა: `პროექტის სამიზნეა ყოფილი და პოტენციური მიგრანტები და მათი ოჯახის წევრები გურიისა და აჭარის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) რეგიონებიდან. ის ორი მიმართულებით იმუშავებს: 1. პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება გურიისა და აჭარის რეგიონებში მათთვის ეფექტური საგანმანათლებლო, პროფესიული და ბიზნეს შესაძლებლობების უზრუნველყოფით. 2. სექტორთაშორის თანამშრომლობის გაძლიერება მიგრაციის მართვის სისტემის შექმნისა და ამუშავების მიზნით. ჩვენ დაინტერესებულ ვთავაზობთ: ინდივიდუალური განვითარება და კარიერის დაგეგმვა, პროფესიული/სახელობლო სწავლება, მცირე ბიზნესის წამოწყებაში ხელშეწყობა.~Pრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროგრამაში მონაწილეობისათვის შეირჩევა 80 მონაწილე, რომელიც გაივლიან დასაქმების სასწავლო კურსს. აღნიშნული პროგრამის მონაწილენი ასევე შეისწავლიან საინფრომაციო ტექნოლოგიებს _ პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობას, მარტივი ვებ-გვერდისა და ბლოგის მომზადებას. Yპროფესიული/სახელობო სწავლების პროგრამა ყოფილ მიგრანტებს შეეძლებათ აირჩიონ ესა თუ ის პროფესია/ხელობა და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატი. მცირე ბიზნესის პროგრამა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. Pოტენციური მონაწილე ვალდებულია წარმოადგინეს ბიზნესიდეა, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავს. ბიზნეს იდეების კუნკურსი გამოავლენს 50 გამარჯვებულ იდეას, ხოლო ავტორები გაივლიან მცირე ბიზნესის ორთვიან სასწავლო პროგრამას. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასოფლო დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამირან გიგინეიშვილმა პროექტის შესახებ განაცხადა, რომ მართლაც მიგნებული და საინტერესოა. `ცოტა ხნის წინ ახალქალაქის მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ. კითხვაზე _ სად ისურვებდით ცხოვრებას?! საკმაოდ დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ დედაქალაქში. ანუ წასვლას ისურვებდა. აქედან გამომდინარე, თუ ადგილზე მოხდება სამუშაო ადგილების შექმნა, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია,~ _ განაცხადა პრეზენტაციის ბოლოს ბატონმა ამირანმა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები