25 იანვარს ძველი საავაადმყოს შენარჩუნების თაობაზე დილის 11 საათისათვის დაგეგმილი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობასთან და პარლამენტის დეპუტატთან შეხვედრა, რომელიც შემდეგ 2 საათისთვის გადაიდო. საავადმყოფოს ეზოში ჟურნალისტები როგორც კი გამოჩდნენ, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა შეხვედრაზე მისვლა გადაიფიქრეს და ჯანდაცვის სამინისტროდან მედპერსონალს გაფრთხილება მისცეს მოეშორებინათ ჟურნალისტები ტერიტორიიდან და ენისთვის კბილი დაეჭირა, თორემ ვერც ხელფასს აიღებდნენ და სამსახურებსაც დაკარგავდნენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა საავადმყოფოს მედპერსონალს კუთვნილი ხელფასები აგვისტოს თვის მერე არ აუღია და ახლა 70 ადამიანი საერთოდ უმუშევარი რჩება.რაც შეეხება საავადმყოფოს დახურვას ეს ამბავი მათთვის სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როცა მედპერსონალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური შეხვდა. როგორც ექიმებმა გვითხრეს ამ შეხვედრაზე წოწკოლაურის პირით ორი ამბავი გაიგეს, ერთი კარგი და ერთი ცუდი, კარგი ის, რომ შეეიქმნა რეგიონალური საავადმყოფოების დაფინანსების ,,გლობალ ფონდი“ ხოლო რეგიონალური საავადმყოფო მთელს გურიაში ერთადერთია და ესაა ლანჩხუთის ძველი საავადმყოფო, რომლის რეაბილიტაცია ამ ბონდმა უნდა დააფინანსოს, თუმცა აქ ერთ უხერხულობას წააწყდნენ. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოს მთელს ქონებას ყადაღა ადევს ყოფილი მესაკუთრის მიერ, თუ რა სახის ყადაღაა, ეს გაურკვეველია. ამ საკითხის სიღრმეში ჯერ ვერ შევდივართ, რადგან გაურკვეველია ბოლო 10 წლიან პერიოდში თუ რა სახის გარიგება იყო სახელმწიფოსა და საავადმყოფოს მესაკუთრეს შორის. სავადმყოფოს ბოლო მესაკუთრე იყო ,,ადითი“, რომელიც ,,აიჰოპის“ შვილობილი კომპანიაა. იგი
საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. ქვეყნის მასშტაბით მან რამდენიმე საავადმყოფო შეიძინა, მათ შორის ორი გურიაში _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.
უცნობია ის ვალდებულებები, რომლებიც კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა აღებული, თუმცა, ფაქტია ის, რომ ამ კომპანიამ საავადმყოფოს ქონება იპოთეკით დატვირთა.
წლების განმავლობაში, რაც ,,ადითის“ მფლობელობაში იყო აღნიშნული საავადმყოფო, არც გარემონტებულა, არც აპარატურით აღჭურვილა და მედპერსონალიც სახელფასო
დავალიანების გამო ხშირად აწყობდა გაფიცვას. ბოლო წლებში ცნობილი ხდება, რომ საავადმყოს მესაკუთრე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გარიგება შედგა. საავადმყოფო გარემონტდა და ინტერიერი შეიცვალა, კაბინეტები აუცილებელი აპარატურით აღიჭურვა და ფუნქციონირებისათვის დამაკმაყოფილებელი პირობები ამჟამად არსებობს. 10 წლის შემდეგ კი კვლავ დადგა საავადმყოფოს არსებობა არარსებობის საკითხი. უცნაურია ის ამბავიც, რომ 2016 წელს, როცა ფონდი ,,ქართუ“ აპირებდა საავადმყოფოს გრანდიოზული რემონტის დაფინანსებას, მაშინ რა გარიგება იყო და რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა მისი დაფინანსება.
დაიხურება თუა არა ლანჩხუთის საავადმყოფო?!
წოწკოლაურმა პირდაპირ უთხრა მედპერსონალს, რომ საავადმყოფო იხურება.
აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით საავადმყოფოში არსებული პირობები არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და უნდა დაიწყოს რემონტი, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება, რადგან საავადმყოფო დაყადაღებულია..
ინფორმაციამ გამოჟონა, რომლის მიხედვითც მავანი ამბობს, რომ საავადმყოფო უკვე გაყიდულია და მესაკუთრე ინგოკნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, თუ რის გაკეთებას ფიქრობს ახალი მესაკუთრე უდიდესი ისტორიის მქონე ლანჩხუთის საავადმყოფოს ადგილას ჯერ არავინ იცის.
ახლა კვლავ 25 იანვრის შეხვედრას დავუბრუნდეთ, რომელიც საავადმყოფოს ტერიტორიიდან ჟურნალისტების წასვლის შემდეგ, როგორც იქნა შედგა. ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონალური ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ დაპირდა საავადმყოფოს მედპერსონალს, რომ საავადმყოფოს დახურვის საკითხი გადაიდება, თუმცა ამ კუთხით სიტუაცია მაინც იგივე რჩება. რას მალავს ჯანდაცვის სამინისტრო და რა იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმაზე მეტი, რაც უკვე ცნობილია, სულ მალე გაურკვეველი არ დარჩება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოს დახურვის საკითხი გადახედვის რეჟიმში რჩება.
მაია კუკულაძე
დაიხურება თუ არა ლანჩხუთის საავადმყოფო
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 100