ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნაზი გალოგრე: „ფესვებს არ მოსწყდე ფუძის ღადარი სანამ თბილია...“

20-01-2021, 11:09

ახლა ალბათ ზის თბილისის ერთ-ერთი უბნის,ერთი ქუჩისთბილი სახლის ფანჯარასთან საყვარელი ადამიანების: შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში, გასცქერის გარემოს კმაყოფილებით, მაგრამ იქ, გულის ერთ კუნჭულში ფიქრობს: მალე მოვიდეს გაზაფხული და მშობლიური სოფლის მამაპაპისეულ სახლ-კარს დაუბრუნდეს, სადაც მასთავისი ბავშვობა, წინაპრების საფლავები და მისი მომკითხავი მეზობლები,ახლობელი ნათესავები ელოდებიან.
უსაზღვროა ქალბატონ ნაზისსიყვარულიმშობლიური კუთხისადა სოფლისადმი,რომლის ჭირ-ვარამითა და სიხარულით ცხოვრობს,გული შესტკივა და მომავლის იმედით ხარობს... რომ არა ჩემი შვილების შიში პანდემიისადმი, მარტოკა დედას რამე არ დაემართოსო, ზამთარში ცარდავტოვებდი დედასო- ამბობს.
პოეტი ნაზი გალოგრე 80 წლისაა,საიუბილეო თარიღთან დაკავშიერიბით მან ლექსების ახალი კრებული გამოსცა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს თავის სათაყვანო სოფელთანაა დაკავშირებული. მას,,სისხლის ყივილი“ დაარქვა და თავსბედნიერად იგრძნობს თუ თავის ნააზრევს უმეტეს წილად ახალგაზრებიწაიკითხავენ უკეთესიხვალინდელის დღის შესაქმნელად და ესძალა სწორედახალგაზრდობაა. მე თუ მკითხავსკაცი მარტოახალგაზრდებმაკიარა, უფროსებმაც უნდა წაიკითხოს და თავისი გამოცდილებით მოუწოდოს ახალგაზრდებს სოფლისსიყვარულისადმი: „არცერთი ახალგაზრდა ართხოულობს სავალ გზასვარდების კრეფით უწინამძღვარე, მიეცი იარაღი და შეაძლებინეგაასუფთაოს და გაკვალოს ბარდ-ეკლით დაფარული გზები. დაჯერებული ვიყოთ არცერთი არ შეირცხვენს თავს“; პოეტიგვიხსნის და გვიყვება თავისწიგნში როგორი რჩევები მივცეთ ახალგაზრდებს, შევაყვაროთ საკუთარი დაბადების ადგილი,რომმომავალში დაცარიელებული სოფლების ამარა არ დავრჩეთ.
ნაზი გალოგრემ 1958 წელს დაამთავრა ლესის საშუალო სკოლა, მისი წარმატებული ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ბედნიერება საქართველოშიც და საქართველოსფარგლებს გარეთაც ენახა ბევრი ულამაზესი ქალაქი და სოფელი, მაგრამ მასაქვს განცდა, რომ მისი სოფლის ჰაერს ვერცერთი ქალაქის მშვენება და სიდიადე ვერ შეცვლის, მას უხმობს თავისი ბავშვობის დროინდელი სულის ძახილი, წინაპრების სისხლის ყივილი, ქუხნა სახლში დანთებულ შუა ცეცხლზე შეშისტკაცუნით გახურებულ კეცზე გამომცხვარ-გატეხილი მჭადის ორთქლის სურნელი,  ჭურის თავზე ორკოპით მორთმეული ადესა ღვინის სურნელი და საერთოდ სოფლის, მშობლიური კუთხის სურნელი.
ქალბატონი ნაზი გალოგრე თავისი ლექსების კრებულით, „სისხლის ყივილი“, გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვისაც ენატრება მშობლიურიფუძე-კერა და ვერეგუება ჩამქრალ, გაციებულ და უფუტო ღადარს, რადგანაც ნათქვამია სოფელში იმდენი ოჯახია, რამდენის კერიიდანაც ფუტი ამოდისო.
ქალბატონმა ნაზი გალოგრემ ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების ფოლკლორისკაბინეტს საჩუქრად გამოგვიგზავნა თავისი ლექსებისკრებული, რისთვისაც მასუდიდესმადლობას ვუხდით, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს,ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წინსვლას. ქალბატონი ნაზი არის ფოლკორის კაბინეტის საპატიო წევრი,იგი მონაწილეა ჩვენი ღონისძიებების, კონკურსების და ფესტივალების. ალბათ ყველას გახსოვთ ბოლოს ჩატარებული არტგენის ფესტივალი ეგ. ნინოშვილის სახლ-მუზეუმში,ისე გულით, სიყვარულით, დარიგებებითა და რჩევებით გვიკითხავდა თავის ლექსებს,რომ სცენიდან ჩამოსვლაც არ უნდოდა, რათა კიდევ უფრო ბევრი სიყვარულით გაეთბო მაყურებლის გული და თითოეულს ბაშვივით მოფერებოდა... შემდეგკი დაუფიქრებლად და დიდი სიხარულით წავიდა თბილისში ჩატარებულარტგენის დასკვნით საღამოზე და უკმაყოფილო მარტო იმიტომ იყო, რომ ცოტა დრო დაუთმეს და რამდენიმე ლექსი წაუკითხავი დარჩა, რომ უფრომეტად ვერ მოეფერა მაყურებელს, მაგრამ იგი თავის ლექსების კრებულს ჩუქნის მკითხველს და რაც მთავარია,კეთილ დასასარგებლო რჩევებს იძლევა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს და მოვუაროთ ჩვენს მშობლიურ ადგილებს, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ... „ნუ დავიბოღმებით დამძაფრებული განცდებით,იქნებ მოხერხდეს,მოიძებნოს ძალა და შეჩერდეს სოფლად მიტოვებული და ჩაბნელებულიეზოებისსიმრავლე. იქნება შესაძლებელიაავაფუტოთ მშობლიური ფუძე-კერა და ჩამქრალი ცივი ნაღვერდალი გავათბოთ“. ღმერთმა გისმინოთ ქალბატონო ნაზი და არა მარტო თქვენი, საქართველოს ყველასოფელი მალე გვენახოს აღორძინებული და გალაღებული...ჩვენ კი სულმოუთმენლად ველით გაზაფხულის მოსვლას, პანდემიის დასრულებას,  თქვენს ჩამობრძანებას და სტუმრობას ფოლკლორის კაბინეტში, რათა ფირზე აღვბეჭდოთ თქვენი ცხოვრების გამოცდილებები და ჩავწეროთ თქვენი ლექსები, ეს იქნება ჩვენი საჩუქარი თქვენთვის. გისურვებთ კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას ქალბატონონაზი, დიდხანსსიცოცხლეს და შემოქმედებით წინსვლას.
პატივისცემით მაია ჭანტურია ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების ფოლკლორის სპეციალისტი.
პ.ს. ჩვენს მკითხველს  ახალ წელს მოგილოცავთ ნაზი გალოგრეს ლექსით „ლოცვა სადღეგრძელოთი“
ღმერთმა გატაროს:
ფუძე-გამრავლებული,ჭერი ამაღლებული, გული- გამრთელებული,სულიგამხნევებული, ლაღადამღერებული,ზნე კი დამშვენებული,
ღვთიურ ძალის მადლით გზები - დაგრძელებული,
ფუძე-კერის ღადარიმუდამ აკვამლებული, გენის ჯიში-ჯილაგიზრდილი,გამყარებული,
დედის გულისლოცვები ლანდათ ადევნებული, გდევდეთ მრავალჟამიერ ლოცვად აჟღერებული.
მრავალჟამიერ, მრავალსა წელსა თქვენი სიცოცხლე!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 147
FACEBOOK კომენტარები