ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დედამიწა ახლა უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ბოლო 50 წელიწადში

18-01-2021, 13:41

მეცნიერები, რომლებიც დედამიწის მოძრაობის სიჩქარეს მუდმივად აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ჩვენი პლანეტა ახლა იმაზე ბევრად სწრაფად ბრუნავს, ვიდრე უკანასკნელ 50 წელიწადში, რაც დროის მსვლელობაზეც აისახება. მათ მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ერთი დღე-ღამე სრულ 24 საათს არ გრძელდება, არამედ საშუალოდ 0.5 მილიწამით მოკლეა.

მსოფლიო კოორდინირებული, იგივე უნივერსალური დროის ზუსტ ათვლაში 1960-იანი წლებიდან მკვლევრებს ატომური საათი ეხმარება, რომლის გასამართადაც აუცილებელია, რომ მოწყობილობის მიერ ნაჩვენები და ცაზე მზის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს. ამისთვის ბოლო ნახევარ საუკუნეში სპეციალისტებს სტანდარტული 24 საათისთვის ე.წ. კოორდინაციის წამის დამატება სულ 27-ჯერ დასჭირდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევებში დღე-ღამე ჩვეულებრივზე გრძელი იყო, ანუ დედამიწა შედარებით ნელა ბრუნავდა.

მას შემდეგ ჩვენმა პლანეტამ ერთი ბრუნის შესრულება უფრო სწრაფად დაიწყო. მაგალითად, წინა წლის 19 ივლისი უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მოკლე დღე იყო, რომელიც 24 საათს 1.4602 მილიწამით ჩამორჩა. ამით 2020-მა 2005 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 28-ჯერ გადააჭარბა. აღნიშნული ტენდენციის გამო, მეცნიერები ისტორიაში პირველად უარყოფითი კოორდინაციის წამის შემოღებაზე დაფიქრდნენ.

მკვლევართა თქმით, დროის ამგვარი ცვლილება მხოლოდ ატომური საათისთვისაა შესამჩნევი, თუმცა მან, შესაძლოა, გავლენა სატელიტებსა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობებზეც მოახდინოს, რომელთა სწორი ფუნქციონირება უნივერსალურ დროს ეფუძნება. ამჟამად ქრონომეტრისტები მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად უარყოფითი კოორდინაციის წამის შემოღების საკითხს აქტიურად განიხილავენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ ადრეა, ზოგიერთი კი თავად შესწორებების შეტანის აუცილებლობას აყენებს ეჭვქვეშ. საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი, სავარაუდოდ, 2023 წელს ჩანიშნულ მსოფლიო რადიოკავშირის კონფერენციაზე მიიღებენ.

წყარო: https://popx.ge

გადასვლები: 87
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა