ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალი წლიდან WHATSAPP მილიონობით სმარტფონში მუშაობას შეწყვეტს

5-01-2021, 12:04

აღნიშნული ცვლილება არ შეეხება სმარტფონებს, რომლებიც ანდროიდ 4.0.3-ს, iOS 9-სა და მათზე უფრო ახალ ვერსიებს იყენებენ. მომხმარებელთა უმრავლესობა ოპერაციული სისტემების განახლებას შეძლებს, თუმცა ზოგიერთი მოწყობილობა, როგორიცაა, მაგალითად, iOS 7-ის მხარდაჭერის მქონე iPhone 4 და მასზე ძველი მოდელები, ასევე, Samsung Galaxy S2, HTC Desire, LG Optimus Black, Motorola Droid Razr და 2010 წლამდე გამოსული სხვა სმარტფონები აპლიკაციასთან თავსებადი აღარ იქნება.

WhatsApp-მა, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მომხმარებლები ჯერ კიდევ 2017 წელს გააფრთხილა. 2019 წლის დეკემბერში კი მხარდაჭერა Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს შეუწყდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო წლიდან მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანაც იგეგმება, რის შემდეგაც აპლიკაციაზე წვდომისთვის მომხმარებლებს 2021 წლის 8 თებერვლამდე განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დათანხმება მოუწევთ.

WhatsApp სმარტფონებისთვის განკუთვნილი შეტყობინებების გაცვლის პროგრამაა, რომლითაც, როგორც ტექსტის, ასევე აუდიო, ვიდეო და ფოტო ფაილების გაგზავნაა შესაძლებელი. ის 2009 წელს ამერიკის შეეთებულ შტატებში იან კუმმა და ბრაიან ექტონმა შექმნეს. 2014 წელს აპლიკაცია 19 მილიარდ აშშ დოლარად Facebook-მა შეიძინა. 2020 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, WhatsUpp-ს მსოფლიო მასშტაბით 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 90
FACEBOOK კომენტარები