ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - სირთულე, რომლის დაძლევა შესაძლებელი და აუცილებელია...

30-12-2020, 12:12

გურიაში სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაციაა. მათ შორის გახლავთ ახალგაზდა პედაგოგთა კავშირი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებასაც განათლება წარმოადგენს. 
კვლევა რომ ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კვლევის უნარ-ჩვევების ნაკლებობას ვაწყდებით? როგორ ვითარდება პროცესები ასეთ შემთხვევაში? „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით, სტატუსის შესაცვლელად პედაგოგს სავალდებულო აქტივობად მოეთხოვება პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარება; კვლევის ანგარიში ფასდება კრედიტქულით.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ პარტნიორი სკოლების მასწავლებლების ნაწილს ეხმარებოდა კვლევის წარმართვაში, კერძოდ, მომზადდა და ჩატარდა ტრენინგ-მოდული „პრაქტიკის კვლევა დამწყებთათვის“. კვლევის პროცესში მასწავლებლებთანმყარდებოდა კონსტრუქციული უკუკავშირი. აღსანიშნავია, რომ აქტუალურსაკითხთა შორის პედაგოგებმა ეს თემა გამოყვეს და მხარდაჭერაც ამ მიმართულებით ითხოვეს. 
თანამშრომლობის საწყის ეტაპზე მასწავლებლები განმარტავდნენ, რომ, მრავალი ტრენინგ-კურსის მოსმენის მიუხედავად, მათთვის კვლევის მეთოდოლოგია ისევ გაუგებარი იყო. მათკვლევითი პროცესის დაწყებისა და წარმართვის მიმართ ერთგვარი შიში გაუჩნდათ. სწორედ ამ მიზნით ორგანიზაციის თანამშრომლებმა ორდღიანი ტრენინგის შემდეგ აქტიურად დაუჭირეს მხარი პროცესში ჩართულ მასწავლებლებს.
პრაქტიკის კვლევის საშუალებით მასწავლებელს საშუალება ეძლევა, დააკვირდეს საკუთარ პრაქტიკას,მოახდინოს იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემისა, რომელიც აფერხებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობას, შეაფასოს მისი გამომწვევი მიზეზები და დაგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. 
თუმცა, ქართული რეალობა სხვაგვარია. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებს უწევთ მათთვის უცნობ, რთულ გამოწვევებთან გამკლავება. ასეთი საკითხი აღმოჩნდა კვლევითი პროცესის წარმართვა. ორგანიზაციის თანამშრომლები ზრუნავდნენ პროცესში ჩართული მასწავლებლების შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე, რაც გამოიხატებოდა სათანადო რეკომენდაციებია შემუშავებით თვითშეფასების გასაზრდელად და არსებული აკადემიური უნარ-ჩვევების დასახვეწად. ამ ყველაფრის შედეგად შეიცვალა ის დამოკიდებულებები, რომლებიც  მასწავლებლებს კვლევის საწყის ეტაპზე ჰქონდათ.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, მასწავლებლებმა დაიწყეს საკითხისთვის რელევანტური ლიტერატურის მოძიება, გაცნობა და ანალიზი. სირთულეს ამ მხრივ აკადემიური, მეთოდური ლიტერატურის იდენტიფიცირებისა და მოძიების უნარ-ჩვევების ნაკლებობა წარმოადგენდა.
მომდევნო ეტაპი კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრას მოიცავდა. მასწავლებლებისთვის რთული აღმოჩნდა სამიზნე ჯგუფისა და რელევანტური მეთოდოლოგიის განსაზღვრაკვლევის ეთიკის ნორმების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ პედაგოგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დიდი დრო და ძალისხმევა დაუთმო საკვლევი საკითხის დიაგნოსტირების ეტაპს. 
პრობლემის შეფასების შემდეგ მასწავლებლების დიდ ნაწილს გაუჭირდა ინტერვენციის ეტაპის დაგეგმვა, კერძოდ, ეფექტიანი, მრავალფეროვანი, საკვლევი საკითხის მიზნის შესაბამისი სხვადასხვა აქტივობისა და სტრატეგიის მოძიება. მათთვის სირთულეს წარმოადგენდა პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ მათ  ინტერვენციის ეტაპის ინდიკატორების შეფასებაშეძლებოდათ.
კონსულტირების ბოლო ეტაპი მოიცავდა დახმარებასჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მომზადებაში. პედაგოგების ნაწილი არ ფლობდა აკადემიური წერის ძირითად უნარ-ჩვევებს. წერის პროცესში მასწავლებლებს უჭირდათ ანგარიშის სტრუქტურის დაცვა, შესაბამის თავებსა და ქვეთავებში ინფორმაციის გადანაწილება, გამოყენებული წყაროების დამოწმება.
სამუშაო პროცესზე დაკვირვების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი კვლევისთვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევებსაც კიარ ფლობს. ასეთ პირობებში სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებზე პასუხი შემდეგია:
-მაშინ, როდესაც კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობას ვაწყდებით, შესაძლოა, მასწავლებელს გაუქრეს მათი გამოყენებით საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების შინაგანი მოტივაცია; დაბალი თვითშეფასების გამო ვერ გამოიყენოს აკადემიური უნარ-ჩვევები, რომლებიც აქვს; მიიღოს არასანდო შედეგები.
-ასეთ დროს, შესაძლოა, პროცესები შემდეგნაირად განვითარდეს: მასწავლებელი ცდილობს, იპოვოს მარტივი გზა გარე მოტივატორის კრედიტქულის მიღების მიზნით, მაგალითად, ეძებს კვლევითი ანგარიშის „შაბლონს“, მასზე დაყრდნობით გეგმავს პირადი კვლევის დიზაინს; „შაბლონს“ მოარგებს თავის საგანს და, უბრალოდ, გადაწერს ინფორმაციას; ან, უარეს შემთხვევაში, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ „ექსპერტი“ დაუწერს კვლევის ანგარიშს.
შესაძლებელია, პროცესები განსხვავებული „სცენარითაც“ განვითარდეს, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში ეს არ არის მთავარი. ვფიქრობ, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე  პირებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინონ არსებული ადგილობრივი კონტექსტი, რათა, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართული ისეთი ეფექტიანი სტრატეგია, როგორიცაა პირადი პრაქტიკის კვლევის წარმართვა, უშედეგო საქმიანობად და პირადი სარგებლის მიღების მარტივ საშუალებად არ იქცეს.
თანმიმდევრული, საჭიროებებზე დაფუძნებული განათლების პოლიტიკის შემუშავება იქნებოდა ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რადგან მუდმივად ცვალებადი გარემო ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესში.
თათული  მგელაძე
განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სტატია იბეჭდება აევროკავშირის (EU) დაკონრადადენაუერისფონდის (KAშ) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქოსაზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარს ზესრულადპასუხისმგებელია ავტორი დაშესაძლოა, იგიარგამოხატავდეს ევროკავშირის (EU) დაკონრადადენაუერისფონდის (KAშ) შეხედულებებს.
Fფართი დაფინანსებულია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 828
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა