შვილიშვილი, უმცროსი ჯემალ დობორჯგინიძე რამდენიმე თვეში სამხედრო სავალდებულო სამსახურს დაასრულებს. ცოტა ხნის წინ მას პრემიერისგან სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა. როგორც სიგელში ვკითხულობთ, 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. ბატონმა ჯემალმა შვილიშვილის ჯარში წასვლის დეტალებიც გაგვიმხილა: `ჩვენს გვარში მგონი არ ყოფილა ადამიანი, ვინც ჯარში არ წასულიყო. ჩემი შეხედულება ასეთია, ყველა მამაკაცმა უნდა მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური. ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, დავით მერაბის ძე შათირიშვილი 1914 წლის ომის გმირი იყო. წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი გახლდათ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის გმირობა იყო. მას ეს ჯილდო რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ პირადად გადასცა. მამაჩემი ევგენი დობორჯგინიძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ. ჩემი ორივე ძმა _ კობა და მიშა ჯარში მსახურობდნენ. ჩემი შვილები: ზაზა და ევგენიც ჯარში იყო. ჯემალი ზაზას შვილია. თავიდან არ უნდოდა წასვლა. სულ ვკამათობდით ამაზე. ბოლოს ძლივს დავითანხმე. გურულების ამბავი ხომ იცით, სულ ჯიჯღინებდა, რა მინდა ჯარშიო. ახლა ისე მოწონს იქაურობა, რომ მგონი საკონტრაქტოზე აპირებს გაგრძელებას. ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერისგან მადლობა მიიღო~.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0