ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ასეთი ადამიანი სჭირდება ნიჰილიზმით შეპყრობილ, იმედგაცრუებულ საზოგადოებას

11-11-2020, 13:01

ბედმა მარგუნა ურთიერთობა ქართული ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლებთან, ვისთანაც ერთად გავიარე მეტად შინაარსიანი გზა, მათგან ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე და დღესაც ერთად ვარ. ერთ-ერთი ასეთია ბორის გოგოლაძე, რომელთანაც რამდენიმე ათეული წლის მეგობრობა მაკავშირებს. მასთან ურთიერთობა კაცთმოყვარეობის, ჭეშმარიტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და თანადგომის ნიმუშია. იგი გურიაში, ჩოხატაურის რაიონის ულამაზეს მაღალმთიან სოფელ სამებაში დაიბადა.
მშობლები  _ დედა, მარგალიტა დოლიძე პროვიზორი; მამა, კაპიტონ გოგოლაძე _ ქირურგი, სამედიცინო ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ. მან გაიარა შემოქმედებისა და მეცნიერული მოღვაწეობის მეტად რთული და საინტერესო გზა, წარმატებით დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის ფრინველთა დაავადებების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, ფრინველთა დაავადებების რესპუბლიკური სპეციალიზირებულის ლაბორატორიის დირექტორი; საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანება „საქფრინველმრეწვის“  თავმჯდომარე; მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის და მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი; მეცხოველეობის სანაშენო საქმის დეპარტამენტის საწარმოო სამმართველოს უფროსი;
მქონდა ბედნიერება, როცა სა-წარმოო-სამეცნიერო გაერთიანება „საქფრინველმრეწვის“  თავმჯდომარე იყო, მასთან მომწეოდა მუშაობა. ის ადამიანებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით ფლობდა ზომიერების გრძნობას, როგორც ჩვეულებრივ პირად ცხოვრებაში, ისე თანამშრომლებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორის, რომელთა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მოიპოვა. გააჩნდა დიდი უნარი და საოცარი ალღო სამეურნეო-ორგანიზაციულ და სხვა პრობლემების გადაწყვეტისა. თამამად შემიძლია ვთქვა, ღირსეულად და პატიოსნად ემსახურა თავის საქმეს და ქვეყანას. გამორჩეულია თავისი პატიოსნებით, მრავალმხრივი განათლებით და პასუხისმგებლობით. ის ბუნებით უაღრესად კეთილშო-ბილი, ინტელექტუალური პიროვნებაა. მის ხასიათს განაპირობებს პრინციპულობა და უანგარობა. საკმაოდ ბევრი მეგობარი ყავს, მათ მიმართ უაღრესად ყურადღებიანია, ბევრი სიკეთე და სითბო გაუცია, ეტალონია ნამდვილი მეგობრობის, ეთაყვანება ქართულ ლიტერატურას და მუსიკას. მეტად ყურადსაღებია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და პუბლიკაციის ავტორი, რომელიც მეტად ღირებულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგის განვითარებისათვის. მრავალ სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის  ქვეყნებში. მახსენდება 1975 წელს ქ. ყაზანში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში ვიღებდით მონაწილეობას, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მოგეხსენებათ ყოველ საღამოს ტარდებოდა გასართობი პროგრამა და ჩვენც ესტრიადაზე მოგვიწია ჩვენი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა და წარმატებულადაც. იგი ნაყოფიერად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ზოო-ვეტერინარულ ინსტიტუტსა და ევროპის უნივერსიტეტში. არის ვეტერინარიის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, პროფესორი და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით და მრავალი სიგელით, ძალზე განიცდის დღევანდელ საქართველოში მეცნიერებისა და განათლების მეტად სავალალო მდგომარეობას, უამრავი არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვადასხვა  დარგის უმაღლესი დონის სამეცნიერო სკოლა გაუქმდა და რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ამ ბოროტებას მოვესწარით.
დღეს, როცა გვიჩნდება ნოსტალგია წარსულზე, არადა ის არ ყოფილა ჩვენთვის იავარდებით მოფენილი, როცა ზოგჯერ ბედნიერ ნათელ დღეებს ტკივილიანიც ენაცვლებოდა, რომელიც არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან, ერთი ანდაზისა არ იყოს: „ყველა ადამიანი თავისი ბედნიერების მშენებელია“. სამწუხაროდ, ჩვენი თაობისათვის წარსულის გახსენება დღევანდელი გაუსაძლისი ყოფითაა გამოწვეული, რომელიც მომაკვდინებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ამდენი დარდისა და სატკივრისგან განტვირთვა არც ისე იოლია ჩვენთვის, რომელსაც ხშირად ურთიერთ სატელეფონო საუბრით ვიქარვებთ და ერთმანეთის მოკითხვით, მოფერებით, სიყვარულით და ერთად ყოფნის სურვილით გამოვხატავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაფასდა და შეიცვალა, ბორისი მაინც სიკეთის მატარებელია, გულახდილი, თავისუფალი და სიმართლის მთქმელია. თავის ქვეყანასა და საქმეზე თავდადებულ კაცს ბევრი რამ აწუხებს და აფიქრებს ქვეყანაში შექმნილ მეტად მძიმე მდგომარეობაზე, საღად შემფასებელია. ის ეთაყვანება და მისთვის უმაღლესია ზნეობა და რაც ყველაზე მთავარია, უბრალოება, ადამიანობა და მადლიერების გრძნობა, რომელიც დღეს სანატრელი გახდა. თუ კაცი კაცს არ დაუდგა გვერდში, სიკეთეს თუ უყურადღებოდ დატოვებ, პატიოსნებას არ დააფასებ,  საზოგადოება განწირულია. არადა როგორ სჭირდება სულიერებისგან დაცლილ, ნიჰილიზმით შეპყრობილ და იმედგაცრუებულ ჩვენს საზოგადოებას ბორისისნაირი პიროვნებები. იგი ოჯახის მოსიყვარულე და მზრუნველი კაცია, რომელსაც ჰყავს კეთილი და ერთგული მეუღლე, ნანა არაბიძე; შვილები  - მარგალიტა გოგოლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ეკატერინე გოგოლაძე ჟურნალისტი და კომპოზიტორი; შვილიშვილები: თათია და გიორგი ქავთარაძეები და ნია და ბორის ბენდელიანები.
 ჩემო ბორის! არასოდეს მოგვკლებოდეს ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, თანადგომა. ღმერთს ვთხოვ შენს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
პატივისცემით ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა 
დოქტორი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 500
FACEBOOK კომენტარები