ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს არ სჭირდებათ არანაირი მკურნალობა – უნდა მოისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე და მორჩა – ეს არის მათი მკურნალობა

20-10-2020, 15:33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა.
როგორც მან განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს.
„ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რათა ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, – განაცხადა იმნაძემ.მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ.„იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი – ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, – განაცხადა იმნაძემ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 169
FACEBOOK კომენტარები