ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არ მინდა საქართველოში იყოს გაჭირვებული და მშიერი ადამიანი

5-10-2020, 12:45

,,ჰო და არას ’’გალერეა დღევანდელ ნომერში წარმოგიდგენთ პროფესიონალ და უბრალო პიროვნებას ლეილა წილოსანი-ორაგველიძეს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მსახურობდა უმაღლესი პასუხისმგებლობით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

 - დავიბადე 1955 წელს სოფელ მაჩხვარეთში. დავამთავრე მე-3 საშუალო სკოლა. მალე შევქმენი ოჯახი  ამირან (მურადი) ორაგველიძესთან, რომელიც მუშაობდა ევგრაფ შევარდნაძის მძღოლად. მალე ნინა ფირცხალაიშვილის რეკომენდაციით შევისწავლე მანქანაზე ბეჭდვა და მუშაობა დავიწყე რაიაღმასკომში.  რაიაღმასკომის თავმჯდომარე იყო რეზო ებრალიძე, მოადგილე დავით ცინცაძე; განყოფილების გამგე კარლო ცინცაძე; საქმეთა მმართველი იყო გამოცდილი და თავისი საქმის პროფესინალი ლამარა თვალავაძე. საპროექტოს უფროსი იყო ბიჭაჭი ჩხაიძე;  მოდგილე მარლენ ჩხაიძე. ესენი იყვნენ პროფესიონალები, სამსახურისა და თავისი ქალაქის კორიფეები. საკონსერვოს დირექტორი იყო ოთარი ცინცაძე. ჩაის ფაბრიკების გაერთიანების თავმჯდომარე - ანზორ კილაძე. 7 წლის მერე სამუშაოდ გადავედი ბანკში, სადაც ვმუშაობდი,  როგორც საქმეთა მმართველად, ასევე საკადრო განყოფილების უფროსად. 
_ ვის დაასახელებდით იდეალად და თქვენი მუშაობის გზამკვლევად მუშაობის პროცესში?
 _ ყველა ის ადამიანი, რომელიც დავასახელე, ჩემთვის მისაბაძი იყო. ასევე მისაბაძები იყვნენ: ჩიტო წილოსანი, ლამარა პატარაია,  ტარასი ხოფერია,  ლოლა ხოფერია, ზაირა გოგუაძე, ლილი ძნელაძე, ლევან შალიკაშვილი. შემდეგ გადავედი სამუშაოდ საქ ნავთის ტრანსპორტის განყოფილების უფროსად, რომლის ხელმძღვანელი იყო ბადრი ცქიტიშვილი. მილიციის უფროსად მუშაობდა გოდერძი ქურიძე. ძალიან კარგად მახსოვს ვახტანგ, სერგო და ნელიკო, ნესტორ და ნონა ჩხარტიშვილები. ნონა იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბაქარ წილოსანი, რუსუდან წილოსანი, ლუიზა წილოსანი - ბათუმის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლექტორი, ნათელა წილოსანი - დამსახურებული პედაგოგი, მზეონა წილოსანი - აფთიაქის თანამშრომელი და სხვები. 
_ხომ ვერ გაიხსენებდით რაიმე კურიოზს, რომელიც მუშაობის დროს გადაგხდენიათ? 
_ ერთხელ წავედით ექსკურსიაზე ახალ ათონში. ჩასვლისას გავიგეთ, რომ არ ჰქონდათ მღვიმის დათვალიერების ბილეთები. თანამშრომლებმა მოილაპარაკეს 
და მითხრეს, რომ შენ შედი ახალი ათონის მღვიმის უფროსთან, გაეცანი როგორც დირექტორი და იქნებ დაგხათროს და ბილეთები გამოგვიყოსო. მეც დავთანხმდი, შევედი მღვიმის უფროსთან და გავეცანი როგორც საქნავთის დირექტორი და ვთხოვე მოეცა ბილეთები მღვიმის დასათვალიერებლად. მაშინ მე ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა. დირექტორმა საკმაოდ კარგად მიმიღო, ფეხზე წამოდგა და არც კი დამჯდარა, ასეთი ახალგაზრდა და უკვე საწარმოს დირექტორიო. მაშინვე სადღაც გადარეკა  და მითხრა ბილეთები იქნებაო. მალე ახალი ათონის რადიოში გამოაცხადეს, რომ თქვენი ბილეთები დაბრონილია და მოიკითხეთო. მე არ ვიჯერებდი, მაგრამ საქნავთის დირექტორის მოადგილე ოთარ ჭოჭუა  შევიდა და გამოართვა ბილეთები.  მღვიმის დათვალიერების შემდეგ მღვიმის დირექტორმა  რესტორანში დაგვპატიჟა მთელი ჩვენი ექსკურსანტები. ძალიან საინტერესოდ და მხიარულად გავატარეთ ექსკუსია. ამ ამბის შემდეგ ხუმრობით შემარქვეს დირექტორი. 
_ გაცვაცანით თქვენი ოჯახი?
_მეუღლე ახალგაზრდა ასაკში გარდამეცვალა. მყავს ერთი ქალიშვილი - ნონა ორაგველიძე. მისი მეუღლე ნუგზარ ღლონტი. შვილიშვილები: გიორგი და ანა ღლონტები. 
_როგორი იყო სოფელი მაჩხვარეთი იმ დროს?
_  მაშინ სოფელი იყო ძალიან ლამაზი, სუფთა და მჭიდროდ დასახლებული, გვქონდა კონოთეატრი. კინოს დირექტორი იყო ვახტანგ ჩხარტიშვილი, სულ ახალ-ახალი კინოები ჩამოჰქონდა. იყო მხიარულება და ერთმანეთის გატანა. მაშინ ყველგან მეგობრული ურთიერთობა იყო, ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და ჭირსა და ლხინს ერთად ვიზიარებდით. ახლა კი ეს ურთიერთობა გაცივდა და გულგრილი გახდა, მეზობლები თავის ოჯახში არიან ჩაკეტილნი  და მაინც და მაინც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ.
-გქონდათ თუ არა გადაუჭრელი პრობლემა და დაგეხმარათ თუ არა სოფლისა და ქალაქის ხელმძღვანელობა ამ პანდემიის პერიოდში?
ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, გადაადგილება ძალიან მიჭირს. სოციალური დახმარება არ მაქვს. მაქვს პენსია და ამით წამლებს ძლივს ვყიდულობ. ქალაქის მერის და ჩვენი სოფლის რწმუნებლის გოჩა ცინცაძის დახმარებით ჩამრთეს სურსათით უზრუნველყოფის პროგრამაში, ასევე მედიკამენტების 150 ლარიან პროგრამაში. რაშიც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ასევე საცხოვრებელი სახლი მქონდა ავარიულ მდგომარეობაში, ჩემი საშუალებით არ შეგვეძლო გარემონტება, ჩვენი საუკეთესო რწმუნებლის გოჩა ცინცაძის, ალექსანდრე სარიშვილის,  დეპუტატის გოდერძი ქურიძის, ლევან ჩხაიძის დახმარებით მივიღე სახურავის მასალა. ასევე ჩემს ეზოში ჩამოდიოდა სოფლის მთელი წყალი, დატბორილი მქონდა მთელი ეზო, არ იყო სანიაღვრე არხები და წყალი მდინარესავით მოედინებოდა. გოჩა ცინცაძის ძალისხმევით გაკეთდა სანიაღვრე არხები. დიდი ქარობის დროს მთელი მაჩხვარეთი  და მასში შემავალი სოფლები სულ ფეხით დაიარა გოჩა ცინცაძემ, რომ ხალხს დახმარებოდა.
_ბოლოს რას უსურვებთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს?
_ მინდა საქართველოში იყოს მშვიდობა, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ეკონომიკას გააძლიერებს, ლარის კურსს გაამყარებს და სიღარიბეს მოსპობს. არ მინდა საქარეთველოში იყოს გაჭირვებული და მშიერი ადამიანი. ჩვენი მომავალი თაობა იზრდებოდეს  გამთლიანებულ საქართველოში, კარგ და სასიამოვნო გარემოში.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 54
FACEBOOK კომენტარები